ოფიციალურად: ლეო მესი ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს გამოტოვებს
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” კაპიტანი – ლეო მესი, ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას, რომელსაც “ბარსელონა” “ეიბარის” წინააღმდეგ გამართავს, გამოტოვებს. ეს ინფორმაცია “ბარსელონას” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა და მიზეზში კი წერია, რომ მესიმ მთავარი მწვრთნელის ნებართვით არ ივარჯიშა და “ეიბარის” წინააღმდეგ არ ითამაშებს. დასვენების მთავარი მიზეზი კი, კოპა ამერიკისთვის კარგ ფორმაში […]
კონტრაქტის გაფორმებამდე, მესი ბარსელონასთან ერთად არ ივარჯიშებს
ლეო მესი ,,ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებამდე გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი კატალონიური კლუბის ბაზაზე ხვალ, 2 აგვისტოს, კოპა ამერიკის ორ ფინალისტთან, სერხიო აგუეროსთან და ემერსოთან ერთად უნდა მისულიყო. თუმცა, მანამ, სანამ ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, ლეო ,,სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” არ გამოცხადდება. ახლა 32 წლის ფეხბურთელი ოჯახთან, სესკ ფაბრეგასთან და […]
მესის ეფექტი – რეიმსის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ მასთან ფოტოები გადაიღეს | PHOTO
29 აგვისტოს, “პსჟ”-ს შემადგენლობაში ლეო მესის დებიუტი შედგა, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა. მის გამოჩენას “რეიმსის” გულშემატკივრები ომაციებით და შეძალიხებით შეხვდნენ. საბოლოოდ, მატჩი პარიზული გრანდის გამარჯვებით, 0:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ, რეიმსის ფეხბურთელებმა ლეო მესი სტადიონზე დატოვეს და მასთან ფოტოები გადაიღეს. “რეიმსის” მეკარე – პრედრაგ დაიროვიჩი ამ მხრივ გამორჩეული იყო. მან მესი სტადიონიდან არ […]
მესი – ბარსელონაში ტექნიკური დირექტორის სტატუსით დაბრუნება მსურს
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ლეო მესის “ბარსელონაში” ტექნიკური დირექტორის სტატუსით დაბრუნება სურს. “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი მიესალმება იდეას, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა უკვე განაცხადა, რომ სამომავლოდ “ბლაუგრანას” მაღალი რგოლის მენეჯმენტში საკუთარი თავის ხილვა სურს. “დიახ, ადრეც აღვნიშნე, რომ “ბარსელონაში” დაბრუნება მსურს. მზად ვარ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. მინდა საკუთარი შესაძლებლობები […]
კარაგერი: ,,მესიმ ინსტაგრამზე მომწერა და ვირი მიწოდა”
,,ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, Sky Sports-ის ეთერში, ლეო მესის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე ისაუბრა: ,,მესი ჩემით უკმაყოფილოა. სეზონის სტარტზე ვთქვი, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაფორმება მანჩესტერ იუნაიტედისთვის იდეალური ვარიანტი არ ყოფილა. მაშინ მესის მაგალითი მოვიყვანე, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი პსჟ-ში გადასვლა პარიზელებისთვის კარგი გარიგებაა… ეს ყველაფერი Monday Night Football-ის ეთერში ვთქვი, შემდეგ კი ინსტაგრამზე თავად […]
ტევესი: ,,ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მესი ყატარში თასს აიღებს”
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჯერად კი ,,როსარიო სენტრალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს ტევესმა, განაცხადა, რომ ,,ალბისელესტეს” მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვს: ,,ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მესი ყატარში თასს აიღებს. მე ძალიან შეკრულ გუნდს ვხედავ, ისინი დასასვენებლად ერთად დადიან, რაც უჩვეულოა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი გვაქვს,” – ტევესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს. არგენტინა ყატარის […]
რონალდო: ,,მესი მსოფლიო ჩემპიონობას იმსახურებს, მაგრამ ჩემი მხარდაჭერის გარეშე”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, განაცხადა, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონობას ისურვებდა, მაგრამ არა არგენტინის ნაკრებში: ,,ვისურვებდი თუ არა, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს? ესპანეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს, კი. ბრაზილიასა და არგენტინას დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. ჩვენ მოედანზე წარმოუდგენელი ბრძოლები გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით და ეს ფეხბურთში საუკეთესო რამაა. თუმცა, არგენტინის ნაკრების მსოფლიო […]
მესის ულამაზესი დარტყმა – არგენტინის ნაკრები ავსტრალიასთან დაწინაურდა | VIDEO
აგუერომ ფსონი მესიზე დადო და 8 ათასი დოლარი მოიგო
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, სოციალურ ქსელში 17 ნოემბერს განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა. აგუერომ 1001 დოლარი მესის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე დადო, რასაც კოეფიციენტი 8,25 ჰქონდა. შედეგად, არგენტინელმა 8 264 დოლარის მოგება შეძლო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ,,ალბისელესტეს” კაპიტანმა, ლეო მესიმ ტურნირი 7 გოლითა და 3 საგოლე […]
მუნდიალის მოგების შემდეგ, ინსტაგრამმა მესის ანგარიში რამდენიმე დღით დაბლოკა
არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ინსტაგრამმა მისი ანგარიში დაბლოკა: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიღებული ბევრი შეტყობინების გამო, ჩემი ინსტაგრამი რამდენიმე დღით დაბლოკილი იყო. მილიონობით შეტყობინება მქონდა და მათ დამბლოკეს,” – მესის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მუნდიალზე […]
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი “ბარსელონასა” და ლიონელ მესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კატალონიურ კლუბს დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ არგენტინელი ისევ დაიბრუნოს. “მესის დასაბრუნებლად “ბარსელონას” ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული ზომების მიღება მოუწევს. მათ ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს შეუძლებელია, თუმცა, წინ დიდი დროა, “ბარსას” შეუძლია ლეოს დაბრუნება.” – განაცხადა ლა […]
მესი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მის გეგმებში არ შედის: ,,ვფიქრობ, მომავალ მუნდიალზე არ ვითამაშებ. ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, ალბათ, შემდეგ მუნდიალზე არ ვითამაშებ,” – მესის სიტყვებს Marca ციტირებს. კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა, ლეოსთვის კარიერაში […]