მესი თუ მარადონა? – სკალონიმ საუკეთესო დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესისა და დიეგო მარადონას შორის საუკეთესო დაასახელა: ,,თუ ერთი უნდა ავირჩიო, მაშინ მესის დავასახელებდი, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ის ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა მარადონაც ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო. მესის მწვრთნელობა რთული არ არის. ტექნიკურად მას ვერაფერს შეუსწორებ, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში პრესინგთან ან შეტევის მეთოდთან დაკავშირებით, შეგიძლია რაღაც მითითებები მისცე,” […]
მესის ალ ჰილალისგან შეთავაზება არ მიუღია
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, ლეო მესის, ,,ალ ჰილალისგან” სატრანსფერო შეთავაზება არ მიუღია. ინფორმაციას ესპანელ ჟურნალისტზე, გილემ ბალაგეზე, დაყრდნობით, BBC Sport-ი ავრცელებს. ,,ალ ჰილალისგან შეთავაზება არ ყოფილა. ახლა მესის მოტივაცია ევროპაში დარჩენაა. ის ,,ოქროს ბურთის” მოგების ფავორიტია. ლეო კვლავ ჩემპიონთა ლიგაზეა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დიდი მიზნები აქვს,” – ამბობს ბალაგე. რამდენიმე დღის წინ, არაერთმა […]
ფიფამ ის ფეხბურთელები, მეკარეები და მწვრთნელები დაასახელა, რომლებიც გასული წლის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ. საუკეთესოს არჩევა გულშემატკივრებს ფიფას ვებგვერდზე ხმის მიცემის საშუალებით შეუძლიათ. საუკეთესო ფეხბურთელი – ნომინანტები: ხულიან ალვარესი (არგენტინა, ,,მანჩსტერ სიტი”), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი, დორტმუნდი) კარიმ ბენზემა (საფრანგეთი, რეალი) კევინ დე ბრუინე (ბელგია, მანჩესტერ სიტი) ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი) აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, პსჟ) რობერტ ლევანდოვსკი […]
სკალონი: ,,მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? ნაკრების კარი მისთვის ყოველთვის ღიაა”
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი არ გამორიცხავს, რომ ლეო მესიმ, შესაძლოა, მომავალ მუნდიალზე ითამაშოს: ,,ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ მის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ასევე, მნიშვნელოვანია, იგრძნობს თუ არა თავს კარგად 4 წლის შემდეგ. მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა. ის მოედანზე ბედნიერია და მისი თამაში ჩვენთვის ძალიან კარგია. ჩემი აზრით, მესის მსოფლიო […]
პსჟ პარკ დე პრენსზე მესის მსოფლიო ჩემპიონობას არ აღნიშნავს
,,პარი სენ ჟერმენმა” გადაწყვიტა, რომ ხვალ, ,,ანჟერთან” მატჩის წინ, ,,პარკ დე პრენსზე” ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა არ აღნიშნოს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. პარიზულმა კლუბმა არგენტინელის ტრიუმფი ვარჯიშის წინ იზეიმა და საპატიო კორიდორიც მოუწყო. ,,პსჟ-ის” სპორტულმა მრჩეველმა, ლუიშ კამპუშმა, ლეოს თასიც გადასცა. Le Parisien-ის ცნობით, ,,პარი სენ ჟერმენში” მიიჩნევენ, რომ ასეთი აღნიშვნა საკმარისია, მით უმეტეს, იმის […]
გალტიემ დაადასტურა, რომ პსჟ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ლეო მესის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა: ..მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კლუბის ხელმძვანელობა ლეოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სასაუბროდ დაუკავშირდა. არ ვიცი, რა მდგომარეობაა… ვფიქრობ, მესი ,,პსჟ-ში” ბედნიერია. თუმცა, გუნდმა ჯერ მასთან კიდევ უნდა გამოხატოს პოზიცია სპორტულ პროექტთან დაკავშირებით,” – გალტიეს სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ […]
IFFHS-მა 2022 წლის საუკეთესო გამთამაშებლად მესი დაასახელა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2022 წლის საუეკთესო ფლეიმეიკერად ლეო მესი დაასახელა (კარიერაში მეხუთედ). ბოლო ორი წლის განმავლობაში IFFHS-ი საუკეთესოდ ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს, კევინ დე ბრუინეს, ასახელებდა, რომელმაც ამჯერად მესამე ადგილი დაიკავა. მეორეზე გავიდა ხორვატიის ნაკრებისა და ,,რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი. მესი საუკეთესო გამთამაშებლად ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს. არგენტინელმა […]
კიკე სეტიენი: ,,ჩემთვის მესი ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშეც იქნებოდა”
,,ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, განაცხადა, რომ ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს: ,,რა თქმა უნდა, მესის გამო ბედნიერი ვარ. სამართლიანია, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. არგენტინა ყველაზე შეკრული გუნდი იყო, მათ სხვებზე მეტი გააკეთეს. ეს ტრიუმფი არგენტინისთვისა და მესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, პირადად ჩემთვის, ლეო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშეც, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ამაში […]
Marca-ს მკითხველებმა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე დაასახელეს
ესპანური გამოცემის, Marca-ს მკითხველთა ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე დასახელდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 130 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მეორე ადგილზე ,,პარი სენ ჟერმენის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლეო მესი გავიდა. სამეულში, ასევე, კარიმ ბენზემა მოხვდა. მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პსჟ-ს” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 20 გოლი და […]
გამოკითხვა აჩვენებს, რომ არგენტინელებს მომავალ პრეზიდენტად მესი სურთ
ახალი ამბავი არ არის, რომ მესი არგენტინაში სიგიჟემდე უყვართ. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ლეოს სიყვარული სამშობლოში გაასმაგდა. “ალბისელესტემ” მსოფლიო ჩემპიონობა 1986 წლის შემდეგ პირველად იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიმ, მარადონას მსგავსად, შეძლო ამ ტიტულის მოგება. ბევრის აზრით, ეს იყო ერთადერთი კომპონენტი, რაც მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობამდე აკლდა. ახლა, როდესაც მესიმ საბოლოოდ შეძლო […]
“ნერვიულობისგან ვკანკალებდი” – მაკალისტერი მესისთან შეხვედრაზე
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მოგვევლინა. გასაკვირი არაა, რომ არგენტინის გამარჯვებაში ლომის წილი ლეო მესიმ დაიდო. პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავის პარალელურად, არგენტინელთა შემადგენლობაში ალექსის მაკალისტერმაც შეძლო თავის გამოჩენა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ალექსის მაკალისტერის სიტყვებს ციტირებს, რომელიც არგენტინელმა ლეო მესის შესახებ საუბრისას […]