აქვსენტი გიორგაძე ბორდოს შერკინების მწვრთნელად დაინიშნა
ვეტერანი “ბორჯღალოსანი” აქვსენტი გიორგაძე ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთი გამორჩეული სარაგბო კლუბის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, გიორგაძე “ბორდოს” შერკინებას 2023/24 წლის სეზონიდან გაწვრთნის და კლუბში 2027 წლამდე დარჩება. შეგახსენებთ, ჟირონდინული სარაგბო კლუბის ღირსებას ქართველი ბურჯი – ლექსო ყაულაშვილი იცავს, რომელმაც გასულ სეზონში “ბორდოს” კვართი 23 დაპირისპირებაში (10 ძირითადი, 13 მარქაფა) მოირგო.
გორგაძე, ყაულაშვილი, მელიქიძე – ქართველები ტოპ 14-ში ლიდერობენ
საფრანგეთის ტოპ 14-ის სხვადასხვა კლუბში ქართველი მორაგბეები წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ. ელიტურ სარაგბო საკლუბო ჩემპიონატში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა თავის დამკვიდრება მარტივად შეძლეს და საკუთარი გუნდების ლიდერებადაც ჩამოყალიბდნენ. ზედიზედ მეორედ – მელიქიძე ტოპ 14-ის სიმბოლურში მოხვდა ქართველი მორაგბეების მორიგი აღიარება ყაულაშვილი და გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ ბექა შვანგირაძე Pro D2-ის წლის აღმოჩენებს შორის […]
ყაულაშვილი და გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ
ქართველი მორაგბეები საფრანგეთში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ლექსო ყაულაშვილი და ბექა გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. მე-13 ტურში ყაულაშვილის “ბორდო” “ლა როშელს” დაუპირისპირდა და მეტოქე 8:12 დაამარცხა. ქართველი მორკინალი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და კარგი მატჩიც ჩაატარა. რაც შეეხება გორგაძეს, ყაულაშვილისგან განსხვავებით, ბექას ბოლო მატჩი საკმაოდ უხვქულიანი აღმოჩნდა. “პომ” “ბაიონთან” ფრე 22:22 ითამაშა. მიუხედავად […]
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა. ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის […]
ლეგიონერები | დებიუტანტები ტოპ 14-ში და აფრასიძის 3 ქულა
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის პირველ ტურში, მოედანზე 16 ქართველი გავიდა. რამდენიმე მათგანს ელიტურ დივიზიონში, ან ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, გელა აფრასიძემ კი, ჯარიმით გუნდს 3 ქულა შესძინა. ტოპ 14-ში დაბრუნებულმა “ბიარიცმა”, პირველ ტურში “ბორდო” მიიღო და 27:15 გაიმარჯვა. ბასკები ბონუს-ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით 6 წუთში ორი ლელო გაუშვეს და მხოლოდ 4 […]
ტოპ 14-ის მეოთხე ტურის მატჩები და ქართული ლეგიონი
15 სექტემბერს განახლდება TOP 14-ის მეოთხე ტურის მატჩები. მეოთხე ტურს “ლიონისა” და “მონპელიეს” მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. ლიონის შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო მონპელიეს შემადგენლობაში ირიცხებიან: მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა. სამწუხაროდ ვერცერთი ვერ დაეხმარება საკუთარ კლუბს, რადგან სამივეს ტრავმა აწუხებს. “ლიონისა” და “მონპელიეს” დაპირისპირების შემდეგ, 20:00 საათზე […]