რაგბი ევროპა | ყველაფერი ახალი ფორმატის შესახებ
უკანასკნელ ათწლეულში “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ. გამონაკლისი არც 2022 წელი გამოდგა – მართალია პირველ ტურში, თბილისში, “მიხეილ მესხზე” პორტუგალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. 2022 | ქართული რაგბის ტრიუმფი! ოფიციალურად | 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს ნინიაშვილი და […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ჯგუფური ეტაპისთვის
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ახალი ფორმატი შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა და მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად „ა“ ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, „ბ“ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. […]
სასწავლო ცენტრის განცხადება | ლევან მაისაშვილის სემინარი
ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, კაცთა გუნდების მწვრთნელებისთვის სემინარს გამართავს. სემინარს, რომელზე დასწრებაც დიდი 10-ის, პირველი და რეგიონული ლიგის გუნდების მწვრთნელთათვის თავისუფალია „ავჭალის“ საპრესკონფერენციო დარბაზში 12 საათზე დაიწყება. სემინარის თემა: სტატისტიკის გავლენა სათამაშო ტაქტიკაზე წყარო: Rugby.ge
სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ უცვლელი ჩემპიონია!
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 29:17 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეორედ ჩაიბარა. ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირი შარშან დაარსდა და პირველ ფინალს ლისაბონმა უმასპინძლა. მაშინ ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა. ამჯერად ფინალს საქართველომ უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა ტიტული კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით […]
სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ ფინალისთვის დაირაზმა
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 17 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერ თასის ტიტულს „ავჭალაზე“ დაიცავს. მათი მეტოქე ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ იქნება და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. ‘ჰითი’ ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ‘შავ ლომს’ არ მოუგია და ახლა ამის კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ თბილისი სუპერ თასის ფინალს პირველად უმასპინძლებს და ეს მას შემდეგ გადაწყდა, […]
“თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ფინალი აუცილებლად მოვიგოთ” – ლევან მაისაშვილი
17 დეკემბერს, 16:00 საათზე, “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც “შავი ლომი” “თელ ავივ ჰითსის” დამარცხებას შეეცდება. პრინციპული მატჩის წინ, ლევან მაისაშვილმა მეტოქის შესახებ ისაუბრა და მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. “წინა კვირა აღდგენისთვის გამოვიყენეთ და ზოგადი ვარჯიშები გვქონდა, რის შემდეგაც 2 დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან საწვრთნელ შეკრებაზე შევედით. გავიარეთ ის კომპონენტები, […]
“მაისაშვილი თითოეულ მორაგბეზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილზე” – მამუკა გორგოძე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, ფრანგული “მონპელიესა” და “ტულონის” ლეგენდა – მამუკა გორგოძე, Rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო თემების შესახებ საუბრობს და ლევან მაისაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. მომენტი, როდესაც მამუკა გორგოძემ ტულონის გასახდელში დანა ამოიღო იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი კარიერის სტარტის, “მონპელიეს”, “ტულონისა” და ბერნარ ლაპორტის შესახებ საუბრის შემდეგ, გორგოძემ “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელის […]
სუპერ თასი | შავი ლომი იბერიანსისთვის ემზადება
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის სუპერ თასი ნახევარფინალური შეხვედრებით გვიბრუნდება. სუპერ თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული ‘შავი ლომი’ კვირას, 4 დეკემბერს ესპანურ ‘იბერიანსს’ 16 საათზე „ავჭალაზე“ ეთამაშება. ამავე დღეს მეორე ფინალისტი ლისაბონში გაირკვევა, სადაც ადგილობრივი ‘ლუზიტანუში’ ისრაელის ‘ჰითსს’ ჩვენი დროით 19 საათზე უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ნახევარფინალური ეტაპი ერთი მატჩისგან შედგება, სუპერ თასის მფლობელი კი […]
ლევან მაისაშვილი: “ისტორია კიდევ ერთხელ დავწერეთ…”
უელსის დედაქალაქ კარდიფში, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართა, სადაც “ბორჯღალოსნებმა” ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და 2022 წელი გამარჯვებით დაასრულეს. მატჩის შემდეგ ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ისტორიული მატჩი შეაფასა. “ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, პირველ რიგში ჩვენთვის, საკუთარი თავის რწმენისთვის. ასეთ […]
შემოდგომის ერთა სერიები | უელსი Vs. საქართველო – ყველაფერი პრინციპული მატჩის შესახებ
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება შედგება. შემოდგომის ერთა სერიების მესამე ტესტ-მატჩის წინ, ავტორიტეტული სარაგბო პორტალი Planetrugby ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით გამართულ შეხვედრაში, არგენტინის დამარცხების შემდეგ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს და მიჯრით მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. პირველ ტესტ-მატჩში ძლევამოსილ ახალ […]
ლევან მაისაშვილი: ,,ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, ამ მატჩს არ წავაგებდით”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, სამოასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,მიუხედავად ყველაფრისა, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 6 ქულას ვიგებდით და წავაგეთ. ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით ამ მატჩს არ წავაგებდით. ამ მატჩში მსაჯზე ვერ გავაკეთებ აქცენტს, უნდა ვეცადოთ, რომ მომავალში მსაჯების გადაწყვეტილებები ჩვენს თავზე ავიღოთ და მაინც გავიმარჯვოთ. ამ მატჩიდან და მსაჯის ზეწოლიდან ანალიზი […]
ბორჯღალოსნები | საქართველო სამოას წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამოას დაუპირისპირდება. 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” საქართველოსა და სამოას სარაგბო დაპირისპირება გაიმართება. რიგით მეორე საშემოდგომო ტესტ-მატჩისათვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველო ურუგვაის დაუპირისპირდა და 34:18 გაიმარჯვა. აღნიშნულ მატჩში, ბექა […]