20-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა – ბორჯღალოსნები რეიტინგში დაქვეითდნენ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრე 25:25 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს “ბორჯღალოსნებს” ლელოს დადებისა და მატჩის მოგების საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა პორტუგალიელები დაცვაში გვარიანად გაისარჯნენ. პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად პროგრესირებს – პროგრესს […]
კოვიდისა და ტრავმების გამო მორაგბეთა ნაკრებს 9 წევრი გამოაკლდა
ბორჯღალოსნებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მზადება „შევარდენზე“, შეცვლილი შემადგენლობით დაიწყეს. წინასწარ დაანონსებულ გაფართოებულ შემადგენლობას ხუთი მორაგბე გამოაკლდა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღეს ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა და ბურჯმა ლუკა აზარიაშვილმა. გაფართოებულ რაზმს კოვიდ-ინფიცირების გამო გამოაკლდნენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი, მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. ინფიცირებულია გიორგი ჭყოიძეც, რომელიც გაფართოებულ შემადგენლობას ჯერ კიდევ გასულ […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნები ნიდერლანდების წინააღმდეგ დაირაზმნენ | შემადგენლობა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდები საქართველოს დაუპირისპირდება. პირველ ტურში, პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთელმა – ლევან მაისაშვილმა, ნიდერლანდების წინააღმდეგ “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელა. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
კორონავირუსი: ბორჯღალოსნების მწვრთნელის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. “ბორჯღალოსნების” თავკაცს COVID19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოათავსეს. მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან 2 ივლისს ტესტ-მატჩი გამართა და 40:9 დამარცხდა. ამ ნაკრებებს შორის გასამართი მეორე შეხვედრა გაუქმდა, რადგან ორივე […]
2 დებიუტანტი: ბორჯღალოსნები ბელგიისთვის დაირაზმნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველო ბელგიას შეერკინება. დაპირისპირება 22 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ბელგიის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა, სადაც ორი დებიუტანტია: ლაშა ჯაიანი და დემე თაფლაძე
ლევან მაისაშვილი: “სისტემა ქმნის შესაძლებლობებს”
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით, ანგარიშით 41:13 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მატჩი შეაფასა: “პირველი თამაში ჩვენთვის ყოველთვის რთულია, რადგან შეუთამაშებლობის გამო ტექნიკური წუნი მაღალია. არის საკვანძო მომენტი, სადაც მოწინაარმდეგე უნდა გადატეხო – ვიმუშავებთ და ტექნიკურ […]
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა საინტერესო […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან
23 ოქტომბერს “მარიფილდზე” საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიას ესტუმრება. “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა აღნიშნული ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. […]
ბორჯღალოსნები უელსის წინააღმდეგ დაირაზმნენ
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში უელსი საქართველოს უმასპინძლებს. “დრაკონებისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე, “სკარლეტ პარკზე” გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, უელსის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა.
პირველი ინტერვიუ შავი ლომის მთავარ მწვრთნელთან | VIDEO
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ Facebook გვერდზე, “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის პირველი ინტერვიუ გამოქვეყნდა. წყარო: facebook.com/GeorgianRugby
შემოდგომის ერთა თასისთვის მაისაშვილმა 35 ბორჯღალოსანი შეარჩია
“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად 35 მორაგბე შეარჩია. შოტლანდიასთან გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ, გაფართოებულ შემადგენლობას დაემატა 9 ნომერი მიხეილ ალანია, მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და უკანახაზელი მირიან მოდებაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. მაისაშვილის თქმით: „ამ ეტაპისთვის 35 მორაგბე შეირჩა, თუმცა არაა გამორიცხული, ტურნირის მსვლელობისას მოთამაშთა ჩანაცვლება მოხდეს, რისთვისაც რეზერვი შერჩეული გვყავს“. „როგორც შეთანხმებული ვიყავით, ‘რვა […]
ლევან მაისაშვილი სასუნთქი აპარატიდან მოხსნილია და დამოუკიდებლად სუნთქავს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კვლავ სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და შეიძლება ითქვას, რომ მან კორონავისური დაამარცხა. ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მსგომარეობის შესახებ, Live.ge საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს დაუკავშირდა. ნუცა შამათავა აღნიშნავს, რომ მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იგი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს. “დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. სასუნთქი […]