გავიხსენოთ: ლევან მჭედლიძის უკანასკნელი გოლი მილანთან (ვიდეო)
მჭედლიძის დებიუტი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და დაბრუნებული ლიდერობა
საქართველოს ეროვნული ლიგის გადადებული, 23-ე ტურის შეხვედრაში “დინამო თბილისმა” “საბურთალოს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველი ნახევარი გიორგი კოხრეიძის გოლით წააგო, თუმცა მეორე ნახევარში ნიკა ნინუას დუბლით გამარჯვება მოახერხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო. ნინუამ მოქმედ ჩემპიონს ჯერ საჯარიმო დარტყმიდან (სეზონში მე-7 ჯარიმა), 5 წუთში კი პენალტის ნიშნულიდან გაუტანა და გუნდის გამარჯვება […]
ოფიციალურად: ლაშა შინდაგორიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – ვიცე-ჩემპიონის მე-13 ტრანსფერი
ბათუმის “დინამომ” 2021 წელს მე-13 ტრანსფერი განახორციელა და კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატა. საქართველოს ბოლო 2 სეზონის ვიცე-ჩემპიონმა 28 წლის თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე დაიმატა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. “ზესტაფონის”, “ცხინვალის”, “დინამო თბილისის”, ქუთაისის “ტორპედოს”, ბოლნისის “სიონის” და “ბალმაზუივაროშის” ყოფილი ფორვარდი ბოლოს ბელარუსულ სოლიგორსკის “შახტიორში” თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. იქ შინდაგორიძე ყოფილ თანაგუნდელ გეგა […]
მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ქართველ ფეხბურთელს კუნთი აწუხებს და “მილანთან” (0:3) მატჩი სწორედ ამიტომ გამოტოვა. ასევე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მჭედლიძე 3 მარტს “პარმასთანაც” ვერ ითამაშებს. ცნობისთვის, ლევანმა მიმდინარე სეზონში “ემპოლის” მაისურით მოედანზე 145 წუთი გაატარა და ერთი ასისტი შეასრულა.
ლევან მჭედლიძის გოლი ბათუმის დინამოს კარში (ვიდეო)
სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახლოვდება სანაკრებო პაუზაც და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის წლის პირველი მატჩები. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლის დებიუტი 25 რიცხვში, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ შედგება, სამ დღეში ფრანგი სპეციალისტი გუნდს „დინამო არენაზე“ პირველად გაიყვანს და ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნება. სანაკრებო […]
ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა
იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის მატჩში “ემპოლი” სტუმრად “უდინეზესთან” 3:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე, რომელმაც თამაში სათადარიგო შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელს კვლავ ტრავმა ჰქონდა და ბოლოს 7 თებერვალს, “ლაციოსთან” ჰქონდა ნათამაშები.
ლევან მჭედლიძის ტრავმის სირთულე ცნობილია
დინამო არენაზე გამართულ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის პრინციპულ შეხვედრაში, სადაც “დინამო თბილისმა” ქუთაისის “ტორპედოს” 2:1 მოუგო და ლიდერობა გაიმყარა, მასპინძელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო. სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების ფორვარდი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა 10 წუთში მოედანი იძულებით დატოვა. LIVE.GE-ს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ გუნდს უახლოესი პერიოდის […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
სერია ა-ს რამდენი მატჩი გამოტოვა მჭედლიძემ ბოლო 4 წელში?
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” ფორვარდი, ლევან მჭედლიძე მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ტრავმებისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა. Live.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლევანმა ბოლო 4 წელში სხვადასხვა დაზიანებების გამო, იტალიის ჩემპიონატის 70 მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ ლევანი “ემპოლიში” 2008 წლიდან თამაშობს. 29 წლის თავდამსხმელს იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 162 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი. უნდა აღინიშნოს, […]
სუპერთასის პრომო ვიდეო: მჭედლიძე VS ყენია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წლის სუპერთასის წინ საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დინამო “თბილისის” და “საბურთალოს” ფეხბურთელები მინი ფეხბურთით ერთობიან. ქვეყნის ჩემპიონი “დინამო თბილისი” და თასის გამარჯვებული “საბურთალო” ერთმანეთს 23 თებერვალს, “მიხეილ მესხი 2-ზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ლევან მჭედლიძე შესაძლოა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი გახდეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე შესაძლოა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში, კერძოდ საფეხბურთო გვერდ Geo Team-ზე გავრცელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 წლის ფორვარდმა შესაძლოა კიდევ ერთი ქართული კლუბის, ქუთაისის “ტორპედოს” მაისური მოირგოს. როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ გადაწყდა, “ტორპედოს” ახალი ხელმძღვანელობა, კონკრეტულად კი “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” ჰყავს. როგორც […]