“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბის ყოფილ ფეხბურთელთან, ნეიმართან ყველა იურიდიული პრობლემა მოგვარებულია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას კატალონიურ კლუბთან, რომელიც გულისხმობდა, რომ დასრულებულიყო დავა, რომელიც მხარეებს შორის მიმდინარეობდა, კერძოდ, სამი პრეტენზია შრომის ინსპექციაში და ერთი სამოქალაქო სარჩელი. ამრიგად, მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანად, შეთანხმების საფუძველზე დაშორდნენ. ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” “ბარსელონადან” 2017 წელს, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო, 222 […]