ნიემარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოცხადებას გამოეხმაურა
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოქვეყნებას გამოეხმაურა. “აღარ შემიძლია მოთმენა ჩემო სიყვარულო, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება”, – წერს ბრაზილიელი Instagram-ში. უეფამ 17 ივნისს გამოაცხადა, რომ ევროპის მთავარ თასს ლისაბონი 12-23 აგვისტოს უმასპინძლებს – საუკეთესო 8 გუნდი გამარჯვებულს თითომატჩიანი პლეი-ოფით გამოავლენს. ამჟამად 1/4-ფინალის საგზური “პსჟ-ს”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ლაიფციგს” და “ატალანტას” აქვთ მოპოვებული, წინ კი კიდევ ოთხი […]
ამიენსი 0:3 პსჟ (მიმოხილვა)
რა სასჯელი ელის ნეიმარს?
ცნობილი გახდა, თუ რა სასჯელი ემუქრება “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ნეიმარს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურის მატჩის ბოლოს “მარსელის” ფეხბურთელ ალვარო როდრიგესთან მომხდარი ინციდენტის გამო. RMC Sport- ის თანახმად, 28 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს შესაძლოა ოთხიდან შვიდ მატჩამდე დისკვალიფიკაცია მიესაჯოს. ფეხბურთელებს შორის კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ, ესპანელი მცველის მიერ მეტოქის ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფა გახდა, რის მერეც ორივე გუნდის […]
ოფიციალურად: ანდერ ერერა პსჟ-ს ფეხბურთელია
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა “პსჟ”-ს რიგებში ჩაირიცხა. OFFICIAL: PSG confirm the signing of Ander Herrera from Manchester United pic.twitter.com/a7YyubcP2M — B/R Football (@brfootball) July 4, 2019 ესპანელი ნახევარმცველი ფრანგული გრანდის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს. ერერამ “პსჟ”-სთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იგი ფრანგულ კლუბს უფასოდ შეუერთდა. ეს […]
პეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად – 2:1 დაამარცხა, ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად, თავისი ყოფილი გუნდის, “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის კარიერული მომავლის შესახებაც ისაუბრა. “მესი “ბარსელონაზე” უკეთეს სახლს ვერ იპოვის. ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის დაბრუნება იმ საწყისებთან, რაც კლუბს განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის“, […]
მეოთხე სამხრეთამერიკელი – პსჟ-ში ეპიდემია მძვინვარებს
კორონავირუსის პანდემიამ “პსჟ-ში” ფეხი სერიოზულად მოიკიდა. ანხელ დი მარიას, ლენადრო პარედესის და ნეიმარის შემდეგ, COVID19-ით მეოთხე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, მაურო იკარდიც დაინფიცირდა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სჩირა ავრცელებს, “პარი სენ-ჟერმენის” პრესსამსახური კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ფრანგული რადიოს ინფორმაციით, იკარდის გარდა, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში კიდევ 3 ინფიცირებულია, რომლის სახელი და გვარიც ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. წინა […]
4 ახალი ჩემპიონი – სუპერკომპიუტერმა TOP 5 ლიგის სეზონის საბოლოო ცხრილი გამოავლინა
მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ყველა წინამორბედისგან განსხვავდება. გადატვირთული კალენდარი, ცარიელი სტადიონები, მოთამაშეები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ამის გამო მატჩები გამოტოვეს. ყველაფერ ამისა დამსახურებით, ძალიან დაძაბული და არაპროგნოზირებადი ლიგების მომსწრენი ვართ. საინტერესოა, როგორი დასასრული ექნება მიმდინარე სეზონს და რომელი გუნდები მოახერხებენ ტიტულის მოპოვებას, თანაც იმის ფონზე, რომ ამ მომენტისთვის, 5-დან 4 ლიგას მოქმედი ჩემპიონი არ ლიდერობს. საფეხბურთო […]
საფრანგეთის ლიგა 2-ში გოლი პირდაპირ კუთხურიდან გავიდა (ვიდეო)
მბაპემ “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა (ვიდეო)
კილიან მბაპემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მესისა და რონალდუს მსგავსი კარიერის ქონაზე ოცნებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ფრანგი დიეგო მარადონასთან შედარებასაც ცდილობს… საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში, სადაც “პსჟ-მ” “რეიმსი” (3:0) დაამარცხა, 21 წლის თავდამსხმელმა “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ნეიმარისგან მიიღო და მეკარესთან შეჯახების შემდეგ ის კარში […]
პსჟ დორტმუნდთან შემოტრიალებას ვერატის გარეშე შეეცდება
“პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარკო ვერატი ვერ დაეხმარება. იტალიელი ნახევარმცველი 12 მარტს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. პირველი მატჩის მიწურულს მან ყვითელი ბარათი მიიღო, რაც დასჯის მიზეზი გახდა. ფრანგული კლუბის ბოლო მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შედეგად, ვერატი ჩემპიონთა ლიგაში “პსჟ-ს” მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.
მადრიდის რეალი საქმეში დაბრუნდა – ესპანელებს მბაპე იანვარშივე სურთ
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური Marca წერს, რომ მადრიდის “რეალი” მზად არის, კილიან მბაპე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს. ჯოვანი ბრანჩინი, ფეხბურთელების აგენტი და ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაო ავტორიტეტი იმისთვის, რომ ისაუბროს მაღალი დონის ტრანსფერებზე და ბაზარზე არსებულ ნდობაზე, ინტერვიუ მისცა La Gazzetta-ს, სადაც აღნიშნა, რომ “პსჟ-სა” და მადრიდის “რეალს” შორის მბაპეზე მოლაპარაკებები არსებობს […]
როდის დაბრუნდება ლიონელ მესი მოედანზე?
ცნობილია, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, როდის დაბრუნდება ლიონელ მესი მოედანზე. Mundo Deportivo-ს ცნობით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი “პსჟ-ს” და არგენტინის ნაკრებს ჯამში ოთხ შეხვედრაში ვერ დაეხმარება და მოედანზე სავარაუდოდ, თებერვალში დაბრუნდება. “პარი სენ-ჟერმენს” შემდეგი შეხვედრა 16 იანვარს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, “ბრესტის”, 21-ში კი იგივე ტურნირზე უკვე “რეიმსის” წინააღმდეგ ელის. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე […]