ნეიმარი: “ხალხის აზრი არ მაინტერესებს, მხოლოდ ჩემს ახლობლებზე ვღელავ”
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ნეიმარმა სოციალურ ქსელებში მისი მისამართით არსებულ არასასიამოვნო კომენტარებზე ისაუბრა. “სოციალური მედია ის ადგილია, სადაც ბევრს შეუძლია შევიდეს და მონაწილეობა მიიღოს თქვენს ცხოვრებაში, განსჯით, სიძულვილით და შურით. ამიტომ სერიოზულად არასოდეს ვუყურებ ხალხის კომენტარებს. არ მიყვარს დროის დაკარგვა ისეთ საკითხებზე, რაც არ მაინტერესებს. ჩემს გარშემო ხალხია: მეგობრები, ოჯახი და თანაგუნდელები. ისინი კითხულობენ ამ კომენტარებს […]
ნეიმარმა FIFA 21-ში ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა
“პსჟ-ს” თავდამსხმელი ნეიმარი ვირტუალური თამაშების დიდი გულშემატკივარია. ვიდეო თამაშებისადმი სიყვარულს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი არასდროს მალავდა და ცნობილია, რომ მისი ფავორიტი გასართობი Counter-Strike-ი გახლავთ. 29 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სიმულატორის აქტიური მომხმარებელიც გახლავთ და FIFA 21-ში საკუთარი, საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდიც შეადგინა. ნეიმარმა ფიფას ყველა დროის საუკეთესო გუნდისთვის სათამაშოდ 4-5-1 ფორმაცია აირჩია, სადაც კარის დაცვის პატივი პრემიერ ლიგის ლეგენდას, […]
ნეიმარმა ვარჯიში განაახლა (ფოტოები)
ნეიმარმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ინფორმაცია “პსჟ-ს” ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა და ბრაზილიელი თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გუნდის საწვრთნელ ბაზაზეა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ბოლოს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მოედანზე 5 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში გავიდა (ანჟერთან 4:0). 🏋️♂️🔛⚽️@neymarjr 🔙 🔴🔵 #ICICESTPARIS pic.twitter.com/0uSEo7pN04 — Paris Saint-Germain (@PSG_inside) November 5, 2019
ნეიმარმა მეკარეს ჰკითხა, თუ რომელ კუთხეში დაერტყა პენალტი (ვიდეო)
იქამდე, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა განახლდება, “პსჟ” ფორმის შესანარჩუნებლად ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდთან (9:0) გამარჯვების შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენი” ბელგიის მეორე დივიზიონის წარმომადგენელ “ვაასლანდ-ბევერენს” დაუპირისპირდა და 7 უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის 48-ე წუთზე, როცა საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი – 2:0 იგებდა, პარიზულმა გრანდმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან ნეიმარი მივიდა, რომელმაც მეტოქის მეკარეს ჰკითხა, თუ […]
ნეიმარმა მეტოქე რასიზმში დაადანაშაულა
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა “მარსელის” ესპანელი მცველი ალვარო გონსალესი რასობრივი მოტივით შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტი და ხელჩართული ჩხუბი ესპანელი ფეხბურთელის სიტყვებმა – “მოკეტე, ბინძურო მაიმუნო” – გამოიწვია. უცნობია, ეს სიტყვები ნეიმარს ეკუთვნოდა თუ არა, მაგრამ 28 წლის ბრაზილიელი კონფლიქტში ჩაერთო და ესპანელს თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ჯამში 5 წითელი […]
ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა – პსჟ-ს სამი ფეხბურთელი ინფიცირებულია
ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ლეანდრო პარედესის, ანხელ დი მარიას და ნეიმარის ტესტებმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. უშუალოდ პარიზული გრანდი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების გვარების დასახელებას ერიდება და Twitter-ში წერს, რომ გუნდის სამ მოთამაშეს ინფიცირება დაუდასტურდა და ისინი შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ. უცნობია არგენტინელების ინფიცირების წყარო, თუმცა 28 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი იბიცაზე ისვენებდა და […]
ნიემარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოცხადებას გამოეხმაურა
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოქვეყნებას გამოეხმაურა. “აღარ შემიძლია მოთმენა ჩემო სიყვარულო, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება”, – წერს ბრაზილიელი Instagram-ში. უეფამ 17 ივნისს გამოაცხადა, რომ ევროპის მთავარ თასს ლისაბონი 12-23 აგვისტოს უმასპინძლებს – საუკეთესო 8 გუნდი გამარჯვებულს თითომატჩიანი პლეი-ოფით გამოავლენს. ამჟამად 1/4-ფინალის საგზური “პსჟ-ს”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ლაიფციგს” და “ატალანტას” აქვთ მოპოვებული, წინ კი კიდევ ოთხი […]
ნიკო კოვაჩმა მონაკო ჩაიბარა
ფრანგული ლიგა 1-ს ის კლუბმა, “მონაკომ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. ესპანელი რობერტო მორენოს ნაცვლად, გუნდს ნიკო კოვაჩი ჩაიბარებს. მორენო, გასული წლის დეკემბერში ლეონარდო ჟარდიმის შემცვლელად დაინიშნა, თუმცა არასახარბიელო შედეგების გამო ხელმძღვანელობამ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. მიუხედავად სოლიდური ფინანსური დანახარჯებისა, მონაკოელები გათამაშების ლიდერს 28 ქულით ჩამორჩნენ და სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩმა “ბაიერნთან” ერთად 2018-19 […]