რუსეთის საფეხბურთო ნაკრები და კლუბები FIFA 22-დან წაშალეს!
EA Sports-მა პოპულარული კომპიუტერული თამაშიდან რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და რუსული კლუბები წაშალა. Electronic Arts-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ FIFA 22-ის თამაშის მოყვარულები რუსული კლუბებისა და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების არჩევას ვეღარ შეძლებენ. EA Sports-მა FIFA 22-ის მეცხრე განახლება ოფიციალურად წარადგინა. FIFA 22-ში განახლების დაინსტალირების შემდეგ, პოპულარული თამაშიდან მოსკოვის “ცსკა”, “სპარტაკი”, “ლოკომოტივი” და რუსეთის საფეხბურთო ნაკრები წაიშლება. […]
გისდოლი | ვერ ვიმუშავებ ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც ომი დაიწყო
მოსკოვის “ლოკომოტივის” გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა – მარკუს გისდოლმა თანამდებობა დატოვა. გისდოლის მტკიცებით, მას არ შეუძლია იმუშავოს ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც ომი დაიწყო. რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელორუსმაც შეუწყო, უამრავი სპორტსმენი გამოეხმაურა. მსოფლიოს მასშტაბით, გავლენიანი სპორტული ორგანიზაციები, სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები და პროფესიონალი სპორტსმენები გმობენ რუსეთის აგრესიას და ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიან. “არ შემიძლია ვიმუშავო […]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება. ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10 “აია არენას” სალაროში: 8 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! გზა დიდ ფინალამდე 22 […]
დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება
30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით, მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით! […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, რაც საწყისი შეხვედრიდანვე გამოჩნდა, რომელშიც “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთის ცენტრში ფრე – 2:2 ითამაშეს. მეთერთმეტე სათამაშო კვირაში გუნდები კიდევ ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, როცა გორში, “დილამ” და “სამტრედიამ” შეხვედრა – 1:1 დაასრულეს. ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება მოახერხა “საბურთალომ“, რომელმაც საკუთარ კედლებში წყალტუბოს “სამგურალს” ორი უპასუხო გოლი […]
ახალგაზრდა მეკარეების ბენეფისი: მამარდაშვილის და გუგეშაშვილის შესანიშნავი მატჩი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს გორის “დილა” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. მატჩი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორჩეული მატჩი ვიხილეთ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა შემტევებზე უფრო წარმატებულად და სანახაობრივადაც მეკარეებმა ითამაშეს. ლუკა გუგეშაშვილმა და გიორგი მამარდაშვილი კარიერის გამორჩეული თამაში ჩაატარეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ საქართველოს ნაკრების კარის უსაფრთხოება […]
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]
მეორე ტიტული: გეგა დიასამიძემ წელი სუპერთასის მოგებით დაიწყო
3 მარტს ბელარუსის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სოლიგორსკის “შახტიორმა” ბორისოვის “ბატეს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და მორიგ ტიტულს დაეუფლა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 59-ე წუთზე დატოვა, “შახტიორის” ქართველმა ნახევარმცველმა, გეგა დიასამიძემ. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დიასამიძის გუნდმა ვიცე-ჩემპიონ “ბატეს” (5:4) აჯობა და სუპერთასი […]