ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც განაცხადში მოხვდა, სრულფასოვნად სათამაშო ფორმაშია. ერთადერთი, ვინც სრულ მზადყოფნაში არ არის, ეს დავით კირკიტაძეა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. დანარჩენი, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაში და საბრძოლო განწყობითაა. მეტოქე კარგად შევისწავლეთ. […]