გიორგი ჭიაბრიშვილი – სოსო ფრუიძის შეცვლის მთავარი კანდიდატი
საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” 2020 წელს მეორე მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა. ლევან კორღალიძის შემდეგ, “რკინიგზელთა” თავკაცის თანამდებობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამჯერად სოსო ფრუიძემ დატოვა. Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისური კლუბი სოსო ფრუიძის შესაძლო შემცვლელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, მათ შორის ყველაზე რეალური კი გიორგი ჭიაბრიშვილის კანდიდატურა გახლავთ. 40 წლის ქართველი სპეციალისტი ბოლოს “საბურთალოში” მუშაობდა და გუნდი საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მოგების შემდეგ, 2019 წლის […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლის ცხრილის სათავეში ყოფნაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია. გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ბოლო მათგანში კი, მოედანზე 10 ფეხბურთელით მყოფმა, მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” “ბორის პაიჭაძეზე” აჯობა -1:2. გორის “დილას” ამ გამარჯვების შემდეგ, მეორე პოზიციაზე ვიცე-ჩემპიონი ამაღლდა. ბათუმის “დინამომ” “ტორპედოსთან” (2:0) მოგებით თავი […]
სოსო ფრუიძე: “ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდით, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”
საფეხბურთო კლუბმა “ლოკომოტივმა” ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი შეცვალა. ლევან კორღალიძის შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი სოსო ფრუიძემაც გაწყვიტა. საჩხერის “ჩიხურას” ყოფილმა თავკაცმა “რკინიგზელებს” სულ ორ მატჩში უხელმძღვანელა, 1 ქულა მოიპოვა და მოქმედი ჩემპიონი “დინამოსგან” 4 უპასუხო გოლი გაუშვა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Live.ge გამოცდილ სპეციალისტს დაუკავშირდა და მიღებული გადაწყვეტილების და სამომავლო გეგმების შესახებ […]
ლოკომოტივის 22 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
მოსკოვის “ლოკომოტივ-კაზანკას” ოფიციალური გვერდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გუნდის 22 წლის ფეხბურთელი, ინოკენტი სამოხვალოვი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მცველი ინდივიდუალურად ემზადებოდა, რის დროსაც გულის შეტევა მიიღო. სამოხვალოვი, რომელიც მოსკოვის “ლოკომოტივის” აღზრდილია, რუსეთის მე-3 ლიგის გუნდში თამაშობდა. მას რუსეთის U15 ნაკრებში უთამაშია.
ბაიერნი 2:0 ლოკომოტივი (მიმოხილვა)
რატომ არ ითამაშა ნიკა ჭანტურიამ საბურთალოსთან მატჩში?
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში, თბილისური დერბი შედგა – “საბურთალომ” და “ლოკომოტივმა”, “მიხილე მესხზე”, უგოლო ფრე ითამაშეს. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “რკინიგზელთა” ვიცე-კაპიტანს და ერთ-ერთ ლიდერს ნიკა ჭანტურიას. მატჩის შემდეგ, ცენტრალური მცველის მდგომარეობის შესახებ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვკითხეთ, რომელმაც თქვა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. “მატჩის წინა დღეს გამართულ ვარჯიშზე […]
ლოკომოტივი კვირკველიას გაყიდის?
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის “ლოკომოტივი” გუნდის მცველის, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, საბა კვირკველიას გაყიდვის აპირებს.
რუსული ფეხბურთის კრახი ევროსარბიელზე
გუშინ, 12 დეკემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა, რითაც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გამოვლიდან 32-ივე გუნდი, რომლებიც ერთმანეთს პლეი-ოფში შეხვდებიან. ასევე 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშები გაიმართა და 1/8-ფინალისთვის ყველა პოტენციური მეტოქე გაირკვა. 2002/2003 წლების სეზონის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ვერცერთი რუსული კლუბი ევროსარბიელის პლეი-ოფში ვერ გავიდა. ევროპა […]
პორტო 4:1 ლოკომოტივი (მიმოხილვა)
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ჩემი და ლოკომოტივის ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა, ჩემპიონობა მთავარი მიზანი იქნება”
თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სოსო ფრუიძე გუნდში “საბურთალოს” ყოფილმა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული სპეციალისტი საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაანდო. “მოლაპარაკებები სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა და დანამდვილებით გეტყვით, რომ მას მერე, რაც “საბურთალოდან” წამოვედი “ლოკომოტივიდან” პირველად 2-3 დღის წინ […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]