ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი
ქართულ ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვიანი პაუზა დასრულდა. ეროვნული ლიგა მესამე ტურის შეხვედრებით დაგვიბრუნდა და საკმაოდ საინტერესო შეხვედრებიც შედგა. ტურის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა: ბოლო 2 სეზონის ჩემპიონის მონაწილეობით გამართულ თბილისურ დერბიში “დინამო თბილისმა” 3:0 იმარჯვა. “საბურთალოსთან” მატჩში აქტიური იყო ირაკლი ბუღრიძე, ვინც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, გამორჩეული იყო ბრაზილიელი […]
გია ცეცაძე: “ჯერ მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ კმაყოფილი ვარ”
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგაში “ლვოვს” პირველად უხელმძღვანელა და “კარპატთან” დერბიში ფრე – 1:1 ითამაშა. პირველი უცხოური მატჩის დასრულების შემდეგ, 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პრესსამსახურს ესაუბრა. “მოედანზე მოსაგებად გავედით, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. შესვენების შემდეგ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, ასევე […]
ნიქაბაძის გაშვების შემდეგ, მერანმა თავდამსხმელი დაიმატა
Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისის “მერანმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ეროვნული ლიგის დებიუტანტ გუნდს ახალგაზრდა თავდამსხმელი შეემატა. 16 წლის გიორგი ხაბულიანს აქამდე საქართველოს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია, ის ჯერ “საბურთალოს” აკადემიაში, შემდეგ კი ბარსელონაში, “მარსეტის” საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა. რამდენიმე დღის წინ, გუნდი გამოცდილმა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ დატოვა, რომელიც ბათუმის “დინამოში” ნიკოლოზ საბანაძის წასვლის შემდეგ გადაბარგდა. […]
ოფიციალურად: გია ცეცაძე ლვოვის მწვრთნელად დაინიშნა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გია ცეცაძე საფეხბურთო კლუბ “ლვოვის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 45 წლის ქართველი სპეციალისტი უკრაინულ კლუბს 22 ივნისიდან უხელმძღვანელებს. ეს უცხოეთში მისი პირველი კლუბია. აქამდე ცეცაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, “ლოკომოტივს”, “დილას”, “სამტრედიას”, და “საბურთალოს” წვრთნიდა. ამ უკანასკნელში იგი მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა და თბილისური კლუბი რამდენიმე კვირაშივე დატოვა.
ვახტანგ თურმანიძე: “სავარაუდოდ, ვარჯიშს მაისის ბოლოს დავიწყებთ”
2020 წლიდან საჩხერის “ჩიხურას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ვახტანგ თურმანიძემ ამ თანამდებობაზე 13-წლიანი მუშაობის შემდეგ სოსო ფრუიძე შეცვალა. Იმერული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ამ დიდი პასუხისმგებლობის, კორონავირუსის გამო გუნდში არსებული მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. Ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებმა, ყველას რეალობა შეცვლა. როგორია ამ მხრივ თქვენი გუნდის მდგომარეობა და როგორ ცდილობენ ფეხბურთელები ფორმის […]
ლოკომოტივის 22 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
მოსკოვის “ლოკომოტივ-კაზანკას” ოფიციალური გვერდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გუნდის 22 წლის ფეხბურთელი, ინოკენტი სამოხვალოვი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მცველი ინდივიდუალურად ემზადებოდა, რის დროსაც გულის შეტევა მიიღო. სამოხვალოვი, რომელიც მოსკოვის “ლოკომოტივის” აღზრდილია, რუსეთის მე-3 ლიგის გუნდში თამაშობდა. მას რუსეთის U15 ნაკრებში უთამაშია.
თემურ შონია: “ყველაფერს თავიდან დავიწყებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 2 ტურის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. გუნდი, რომელმაც ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო და ყველაზე კარგ ფორმაში მყოფის შთაბეჭდილება დატოვა, თბილისის “ლოკომოტივი” გახლდათ. გათამაშების შეჩერება ალბათ ყველაზე მეტად “რკინიგზელების” აკრეფილ ტემპს არ აძლევს ხელს. არსებული მდგომარეობის შესახებ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს თემურ შონიას ვკითხეთ, რომელმაც Live.ge-სთან ინტერვიუში ახალი სეზონის, მწვრთნელის და სხვა […]
კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს, ფეხბურთელები ფორმის შენარჩუნებას საშინაო პირობებში ცდილობენ. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ამას ქართველი სპორტსმენები. ამჯერად, ამ თემაზე “დინამო თბილისის” შემტევ ნოდარ ქავთარაძეს გავესაუბრეთ. 27 წლის ნახევარმცველს ტრავმა აწუხებდა და Live.ge-სთან ინტერვიუში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და არსებული რეალობის შესახებ ისაუბრა. როგორ ცდილობ არსებული პაუზის დროს ფორმის შენარჩუნებას? პირველ რიგში ვცდილობ, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო. […]
თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “რკინიგზელებს” მიმდინარე სეზონში გამოცდილი ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე უთავკაცებს. საჩხერის “ჩიხურას” ყოფილმა დამრიგებელმა Live.ge-სთან ინტერვიუში ახალი კლუბის და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. გილოცავთ დაკავებულ პოსტს და წარმატებებს გისურვებთ. როდის მიიღეთ შეთავაზება “ლოკომოტივიდან”? ლევან კორღალიძის “ლოკომოტივიდან” წასვლის შემდეგ დამიკავშირდნენ. რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ და მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. გავისაუბრეთ და შევთანხმდით. […]
სოსო ფრუიძე ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია
თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ეს სოსო ფრუიძეა. ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ფრუიძე “რკინიგზელებს” სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. გამოცდილი ქართველი სპეციალისტი 12 წლის განმავლობაში საჩხერის “ჩიხურას” ხელმძღვანელობდა და საკმაოდ წარმატებითაც. შეგახსენებთ, ხელფასების შემცირების გამო, “ლოკო” ლევან კორღალიძემ დატოვა, რომელმაც გუნდს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოაპოვებინა. შეჩერებულ სეზონში, “ლოკომოტოვს” ორიდან ორი გამარჯება […]
ლოკომოტივმა დაადასტურა: კორღალიძე რკინიგზელებს აღარ გაწვრთნის
თბილისის “ლოკომოტივმა” ლევან კორღალიძის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავიუსფლება დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა სპეციალისტმა კლუბი ხელფასების შემცირების გამო დატოვა. კორღალიძემ გუნდი წინა სეზონში ჩაიბარა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. “რკინიგზელები” 2 ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობენ. ეროვნული ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.
საბურთალო ორ ტურში: 4 ქულა, 2 დანაკარგი
საქართველოს ექს-ჩემპიონმა “საბურთალომ” ეროვნული ლიგის ახალ სეზონში საწყის ორ ტურში 4 ქულა მოაგროვა. “ჩიხურასთან” გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მოქმედმა გამარჯვებულმა დებიუტანტ “მერანთან” დერბიში უგოლო ფრე ითამაშა. “მიხეილ მესხი” 2-ზე გამართული შეხვედრა დინამიური გამოდგა და ორივე ტაიმში მეტოქეებს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცათ, თუმცა მიზანს ვერცერთმა მცდელობამ უწია. “საბურთალოს” წარმატებაში ხელი იმანაც შეუშალა, რომ […]