ვერსტაპენი | ჰემილტონმა არასპორტული საქციელით მოპოვებული გამარჯვება აღნიშნა
ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულისათვის გამართული შეუპოვარი ბრძოლა კიდევ უფრო დრამატულ ფაზაში შევიდა – ბრიტანეთის გრან პრიზე, ლუის ჰემილტონი მაქს ვერსტაპენს შეეჯახა . შეჯახების შედეგად, “რედ ბულის” საჯინიბოს ნიდერლანდელი პილოტი ჰოსპიტალში გადაიყვანეს – ჰემილტონს კი მხოლოდ 10-წამიანი ჯარიმა დააკისრეს. Verstappen and Hamilton collide! The title rivals come together at Copse, pitching Verstappen into a high-speed crash. The […]
განახლებული კონტრაქტის თანახმად ლუის ჰემილტონი კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებს
Mercedes-ის საჯინიბომ მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელს კოლოსალური ანზღაურება დაუნიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ჰემილტონმა განახლებულ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც წელიწადში 40 მილიონ ფუნტს მიიღებს. განახლებული კონტრაქტის თანახმად, 30 მილიონი ფუნტი ჰემილტონს ხელფასის სახით დაერიცხება – 10 მილიონს კი ბრიტანელი მრბოლელი ბონუსის სახით მიიღებს. შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის მიმდინარე გათამაშებას სწორედ ჰემილტონი უდგას სათავეში. ჩემპიონის ტიტულის ნაადრევად […]
უმძიმესი შეჯახება და სიკვდილს გადარჩენილი ჰემილტონი | VIDEO
ფორმულა 1-ის იტალიის გრან-პრი დრამატულად წარიმართა. ტიტულისათვის ბრძოლაში ჩართული ლუის ჰემილტონისა და მაქს ფერსტაპენის შეჯახების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. უმძიმესი შეჯახების შედეგად, ლუის ჰემილტონი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ლეგენდარული ბრიტანელი პილოტი ბოლიდზე დამონტაჟებულმა დამცავმა სისტემამ გადაარჩინა. This is mental. Halo saves Lewis from serious harm. pic.twitter.com/tlWYaEDLdl — Keith Wallace (@fitbatweets) September 12, 2021
ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი გახდა (ვიდეო)
ბრიტანული სპორტისათვის საკრალულ უქმეებს, სინათლის სხივად ლუის ჰემილტონის ტრიუმფი მოევლინა. “ლესტერის” მფლობელის, ვიჩაი შრივადანაპრაბჰას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაღი არაერთ სპორტულ მოვლენას დაასვა. კვირას, 28 ოქტომბერს გამართული მექსიკის გრან-პრი ლუის ჰემილტონისათვის განსაკუთრებული გამოდგა. ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულის მეხუთედ გასაფორმებლად ბრიტანელ მრბოლელს მინიმუმ მე-7 პოზიცია უნდა დაეკავებინა. ლუის ჰემილტონისათვის რბოლა იდეალურად წარიმართა. ჰემილტონმა მე-4 ადგილი დაიკავა – რაც ჩემპიონის […]
2021 წლის მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების TOP 10
სპორტსმენების ყოველწლიური შემოსავალი მათ პროფესიულ ანაზღაურებასთან ერთად სარეკლამო სახის სასპონსორო ხელშეკრულებებსაც ითვალისწინებს, რაც რიგ შემთხვევებში საყოველთაოდ ცნობილი სპორტსმენებისათვის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროცაა. გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენებს, მათი ჯამური შემოსავლით: 10. კევინ დურანტი შემოსავალი – $75 მილიონი 9. ტომ ბრედი შემოსავალი – $76 მილიონი 8. ლუის ჰემილტონი შემოსავალი – $82 მილიონი 7. როჯერ ფედერერი […]
ლუის ჰემილტონმა გამარჯვება ნიკი ლაუდას ხსოვნას მიუძღვნა (ფოტოები)
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა, მონაკოს ქუჩის ტრასაზე დაძაბულ რბოლაში გაიმარჯვა და სეზონში მეოთხე, კარიერაში კი 77-ე ეტაპი მოიგო. ჰემილტონის განცხადებით, მან გამარჯვება მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს, ნიკი ლაუდას მიუძღვნა, რომელიც 1 კვირის წინ, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. “როდესაც ბოლიდს ვმართავდი, ვიფიქრე: “რას იზამდა ნიკი ლაუდა ჩემს ადგილას? ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ნიკი ჩემს გვერდით იმყოფებოდა. […]
Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda – ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია
ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება და კულმინაცია პიკს აღწევს. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი გრან-პრია დარჩენილი და თანამედროვეობის ორ საუკეთესო პილოტს შორს შეუპოვარი ბრძოლაა გაჩაღებული. 369.5 ქულით მაქს ვერსტაპენი პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ნიდერლანდელს მოდუნების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ჰემილტონის პირად აქტივში ქულათა იდენტური რაოდენობაა. 12 დეკემბერს, ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი უკანასკნელ გრან-პრის […]
ლუის ჰემილტონის ღირსეული საქციელი
ფორმულა 1-ის გამორჩეული მრბოლელი ლუის ჰემილტონი ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრის ჩასაქრობად დაარსებულ ფონდში სოლიდურ თანხას გადარიცხავს. სოციალურ ქსელში დიდი მწუხარება გამოთქვა ავსტრალიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჰემილტონის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მას ძალიან უყვარს ცხოველები და აღნიშნული პროცესის შეჩერებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, მრბოლელი 500 000 ამერიკული დოლარს გადარიცხავს საქველმოქმედო ფონდში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უამრავი ადამიანია გაერთიანებული, […]
პირველად კარიერაში – ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ,,რედ ბულის” პილოტი, მაქს ფერსტაპენი გახდა, რომელმაც აბუ დაბიში გამართულ გრან პრიზე უშუალო კონკურენტს, ლუის ჰემილტონს, აჯობა და ტიტული კარიერაში პირველად მოიგო. ნიდერლანდელმა მრბოლელმა გადამწყვეტი უპირატესობა უკანასკნელ წრეზე მოიპოვა, როცა ჰემილტონს შიდა მხრიდან გადაუსწრო და კონტრშეტევის შანსი არ დაუტოვა. ,,სიგიჟეა! არ ვიცი, რა ვთქვა… ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი გუნდით. მათთან […]
ლუის ჰემილტონმა ფერარისა და ფორმულა 1-ის სხვა გუნდებს რასიზმის წინააღმდეგ უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი კვირას, შტირიის გრან-პრის მოგების შემდეგ პოდიუმზე, 11 სხვა მრბოლელთან ერთად, ცალი მუხლით დადგა. გარდა ამისა, 35 წლის ინგლისელს მაისურზე ცნობილი ფრაზა – Black Lives Matter ეწერა. აღსანიშნავია, რომ ჟესტი რამდენიმე თანაგუნდელმა არ გაიმეორა. “ფორმულა 1 უფრო წინ მიიწევს. […]
FIA-მ მერსედესის პროტესტი არ დააკმაყოფილა – ფერსტაპენი ჩემპიონია
აბუ დაბის გრან პრის დასრულების შემდეგ, FIA-მ მერსედესის გუნდის არცერთი პროტესტი არ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი პროტესტი შეეხებოდა სპორტული რეგულაციების 48.8 პუნქტის დარღვევას, რაც გულისხმობს, რომ მაქს ფერსტაპენმა ლუის ჰემილტონს უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ, სტარტამდე გაასწრო. რაც შეეხება მეორე საჩივარს, მერსედესი უკმაყოფილოა რბოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რადგან თავდაპირველად ლიდერთან ერთი წრით ჩამორჩენილ არცერთ პილოტს უსაფრთხოების მანქანის გასწრების […]
ჰემილტონის ტრიუმფალური სვლა (ვიდეო)
2 აგვისტოს გამართული დიდი ბრიტანეთის გრან პრი – ბრიტანელის ტრიუმფით დასრულდა. “სილვერსტოუნზე” ლუის ჰემილტონმა პირველობა არავის დაუთმო და რეკორდული მე-7 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალე გამარჯვების ფონზე, ჰემილტონმა გულშემატკივარს თავი დრამატული მომენტითაც დაამახსოვრა. უკანასკნელ წრეზე (52) ჰემილტონს საბურავი დაუზიანდა, რის შედეგადაც ფინალური მოსახვევების უმრავლესობ მან დაზიანებული საბურავით განვლო და დრამატული გამარჯვება მოიპოვა. ბოლიდზე შექმნილი პრობლემის […]