2021 წლის მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების TOP 10
სპორტსმენების ყოველწლიური შემოსავალი მათ პროფესიულ ანაზღაურებასთან ერთად სარეკლამო სახის სასპონსორო ხელშეკრულებებსაც ითვალისწინებს, რაც რიგ შემთხვევებში საყოველთაოდ ცნობილი სპორტსმენებისათვის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროცაა. გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენებს, მათი ჯამური შემოსავლით: 10. კევინ დურანტი შემოსავალი – $75 მილიონი 9. ტომ ბრედი შემოსავალი – $76 მილიონი 8. ლუის ჰემილტონი შემოსავალი – $82 მილიონი 7. როჯერ ფედერერი […]
Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda – ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია
ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება და კულმინაცია პიკს აღწევს. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი გრან-პრია დარჩენილი და თანამედროვეობის ორ საუკეთესო პილოტს შორს შეუპოვარი ბრძოლაა გაჩაღებული. 369.5 ქულით მაქს ვერსტაპენი პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ნიდერლანდელს მოდუნების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ჰემილტონის პირად აქტივში ქულათა იდენტური რაოდენობაა. 12 დეკემბერს, ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი უკანასკნელ გრან-პრის […]
FIA-მ მერსედესის პროტესტი არ დააკმაყოფილა – ფერსტაპენი ჩემპიონია
აბუ დაბის გრან პრის დასრულების შემდეგ, FIA-მ მერსედესის გუნდის არცერთი პროტესტი არ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი პროტესტი შეეხებოდა სპორტული რეგულაციების 48.8 პუნქტის დარღვევას, რაც გულისხმობს, რომ მაქს ფერსტაპენმა ლუის ჰემილტონს უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ, სტარტამდე გაასწრო. რაც შეეხება მეორე საჩივარს, მერსედესი უკმაყოფილოა რბოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რადგან თავდაპირველად ლიდერთან ერთი წრით ჩამორჩენილ არცერთ პილოტს უსაფრთხოების მანქანის გასწრების […]
განახლებული კონტრაქტის თანახმად ლუის ჰემილტონი კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებს
Mercedes-ის საჯინიბომ მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელს კოლოსალური ანზღაურება დაუნიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ჰემილტონმა განახლებულ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც წელიწადში 40 მილიონ ფუნტს მიიღებს. განახლებული კონტრაქტის თანახმად, 30 მილიონი ფუნტი ჰემილტონს ხელფასის სახით დაერიცხება – 10 მილიონს კი ბრიტანელი მრბოლელი ბონუსის სახით მიიღებს. შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის მიმდინარე გათამაშებას სწორედ ჰემილტონი უდგას სათავეში. ჩემპიონის ტიტულის ნაადრევად […]
დიდი ბრიტანეთის გრან პრიზე ჰემილტონი ვერსტაპენს შეეჯახა | VIDEO
ვერსტაპენი | ჰემილტონმა არასპორტული საქციელით მოპოვებული გამარჯვება აღნიშნა
ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულისათვის გამართული შეუპოვარი ბრძოლა კიდევ უფრო დრამატულ ფაზაში შევიდა – ბრიტანეთის გრან პრიზე, ლუის ჰემილტონი მაქს ვერსტაპენს შეეჯახა . შეჯახების შედეგად, “რედ ბულის” საჯინიბოს ნიდერლანდელი პილოტი ჰოსპიტალში გადაიყვანეს – ჰემილტონს კი მხოლოდ 10-წამიანი ჯარიმა დააკისრეს. Verstappen and Hamilton collide! The title rivals come together at Copse, pitching Verstappen into a high-speed crash. The […]
ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი გახდა (ვიდეო)
ბრიტანული სპორტისათვის საკრალულ უქმეებს, სინათლის სხივად ლუის ჰემილტონის ტრიუმფი მოევლინა. “ლესტერის” მფლობელის, ვიჩაი შრივადანაპრაბჰას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაღი არაერთ სპორტულ მოვლენას დაასვა. კვირას, 28 ოქტომბერს გამართული მექსიკის გრან-პრი ლუის ჰემილტონისათვის განსაკუთრებული გამოდგა. ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულის მეხუთედ გასაფორმებლად ბრიტანელ მრბოლელს მინიმუმ მე-7 პოზიცია უნდა დაეკავებინა. ლუის ჰემილტონისათვის რბოლა იდეალურად წარიმართა. ჰემილტონმა მე-4 ადგილი დაიკავა – რაც ჩემპიონის […]
ლუის ჰემილტონის ბოლიდი რეაქტიული თვითმფრინავის წინააღმდეგ | VIDEO
ლუის ჰემილტონმა Instagram-ზე ვიდეო განათავსა, რომელშიც საოცარი კადრებია ასახული. ფორმულა 1-ის ბრიტანელი პილოტი, საკუთარი ბოლიდით რეაქტიულ თვითმფრინავს დაუპირისპირდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ჰემილტონმა აღნიშნა: “რეაქტიულ თვითმფრინავთან რბოლა ისეთი გიჟური იყო, რომ მე თვითონ უნდა ჩამეწერა. იმედია ისიამოვნეთ”. View this post on Instagram A post shared by Lewis Hamilton (@lewishamilton)
ლუის ჰემილტონის ღირსეული საქციელი
ფორმულა 1-ის გამორჩეული მრბოლელი ლუის ჰემილტონი ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრის ჩასაქრობად დაარსებულ ფონდში სოლიდურ თანხას გადარიცხავს. სოციალურ ქსელში დიდი მწუხარება გამოთქვა ავსტრალიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჰემილტონის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მას ძალიან უყვარს ცხოველები და აღნიშნული პროცესის შეჩერებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, მრბოლელი 500 000 ამერიკული დოლარს გადარიცხავს საქველმოქმედო ფონდში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უამრავი ადამიანია გაერთიანებული, […]
ლუის ჰემილტონმა გამარჯვება ნიკი ლაუდას ხსოვნას მიუძღვნა (ფოტოები)
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა, მონაკოს ქუჩის ტრასაზე დაძაბულ რბოლაში გაიმარჯვა და სეზონში მეოთხე, კარიერაში კი 77-ე ეტაპი მოიგო. ჰემილტონის განცხადებით, მან გამარჯვება მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს, ნიკი ლაუდას მიუძღვნა, რომელიც 1 კვირის წინ, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. “როდესაც ბოლიდს ვმართავდი, ვიფიქრე: “რას იზამდა ნიკი ლაუდა ჩემს ადგილას? ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ნიკი ჩემს გვერდით იმყოფებოდა. […]
ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონისა და 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს – ლუის ჰემილტონს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაჰრეინის გრან-პრის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ლეგენდარულ ბრიტანელ პილოტს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსის გამო, ჰემილტონი ბაჰრეინში საკინის გრან-პრის გამოტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰემილტონი ბაჰრეინის ერტ-ერთ სასტუმროში 10-დღის განმავლობაში იქნება იზოლირებული. “ფორმულა 1 და მერსედესის საჯინიბო ერთობლივად ვადასტურებთ, რომ რბოლის წინ ჩატარებული სავალდებულო […]
ოფიციალურად: ჰამილტონი მერსედესის გუნდში დარჩა
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი, ბრიტანელი – ლუის ჰამილტონი “მერსედესის” გუნდში დარჩა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად ფორმულა 1-ის ტვიტერის გვერდმა დაადასტურა. BREAKING: @LewisHamilton signs new @MercedesAMGF1 contract #F1 pic.twitter.com/aTYFYO3BjJ — Formula 1 (@F1) February 8, 2021 ბრიტანელი 7 გზის მსოფლიოს ჩემპიონი წლის განმავლობაში “მერსედესიდან” £40 მილიონს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ჰემილტონმა 2020 წელს მიხაელ შუმახრესი რეკორდი […]