31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ანტალიის გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით იასპარეზებს. რამდენიმე წუთის წინ კი, ანტალიის გრანდ სლემის წილისწყრა გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები გაირკვა. 60 კგ | 60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავს. ჩხვიმიანი განთესილი იქნება […]