დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ქართული რაგბისა და ახალგაზრდობისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მსოფლიო რაგბის პროექტი – „ჩაერთე რაგბიში“, ამიერიდან ქართულ სკოლებში ამოქმედდება და ქართულ რაგბის მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი […]