ყველა დროის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის, თანაც ისე, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, გამოსამშვიდობებელ მატჩში ვერ ვიხილავთ. საფრანგეთის რაგბის კავშირმა, მთავრობასთან შეთანხმებით, მიმდინარე სპორტული ღონისძიებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმის მანიშნებელია, რომ 35 წლის მორაგბემ ტოპ 14-ში თავისი უკანასკნელი შეხვედრა 2019 წლის 30 ნოემბერს, ‘პოსთან’ გამართა. მაშინ ის ტრავმამ შეაჩერა, რომელიც ახლა აღარ […]