პარი სენ ჟერმენმა სიტის ბერნარდუს სანაცვლოდ 3 ფეხბურთელი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო

,,პარი სენ ჟერმენი” ,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარიზულმა კლუბმა ,,ქალაქელებს” პორტუგალიელის სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი – ჯანლუიჯი დონარუმა, მარკო ვერატი და პრესნელ კიმპემბე შესთავაზა.

,,სიტიმ” შეთავაზება დაბლოკა, თუმცა როგორც Foot Mercato წერს, მანჩესტერული კლუბი მზადაა, ბერნარდუ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში გაყიდოს.

გასულ სეზონში სილვამ ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. 28 წლის ფეხბურთელის გადაბირებით კატალონიის ,,ბარსელონა” და არაბული გუნდებიც ინტერესდებიან.

პარი სენ ჟერმენმა სიტის ბერნარდუს სანაცვლოდ 3 ფეხბურთელი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო

სტატიის ავტორი
-