მატეო კოვაჩიჩმა სიტისთან შეთანხმებას მიაღწია
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატეო კოვაჩიჩმა “სიტისთან” შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, გუნდები ფეხბურთელის ფასზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაისაუბრენენ. 2022-2023 წლების სეზონში ხორვატმა ,,არისტოკრატების” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ხვალ “სიტის” ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის. 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვარდიოლას გუნდი “ინტერს” დაუპირისპირდება. […]
ილქაი გიუნდოგანმა სიტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი თვის ბოლოს კლუბს დატოვებს. Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ილქაი გუნდს დატოვებს. იგივე წყარო წერს, რომ გიუნდოგანმა “ბარსელონასთან” სამ წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, 32 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ოფიციალურად კონტრაქტს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გააფორმებს. ამბობენ, რომ […]
,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. მაგრამ, პირველ ყოვლისა, ეს არის მატჩი, რომელიც მოსაგებია. ჩვენი სეზონი ფანტასტიკური იყო და გვინდა, რომ ის მაქსიმალურად კარგად დავასრულოთ. ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ინტერია, გაგვიჭირდება, მაგრამ გამარჯვება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გვარდიოლასგან ძალიან ბევრი […]
ალ აჰლი რიად მაჰრეზის მიმართ ინტერესს იჩენს
სატრანსფერო რადარზე კიდევ ერთი არაბული გუნდი გამოჩნდა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, “ალ აჰლი” რიად მაჰრეზით ინტერესდება. სპორტული ჟურნალისტის თქმით, ეს ინტერესი დადასტურებულია. არაბულ კლუბს ალჟირელი შემტევის შეძენა ძალიან სურს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “ალ აჰლის” “მანჩესტერ სიტისთან” ჯერ მოლაპარაკებებიც კი არ დაუწყია. მიმდინარე სეზონში მაჰრეზმა “მანჩესტერ სიტის” მაისური 47-ჯერ მოირგო და 13 საგოლე გადაცემასთან ერთად […]
,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ინტერს მდიდარი ისტორია აქვს. ეს გუნდი ძალიან კარგია არა მხოლოდ დაცვაში, არამედ გარდამავალ ფაზებში, თავდამსხმელების გამოყენებაში. მათი მეკარე გამორჩეულია შეტევის დაწყების უნარით, რაც მაღალ პრესინგს ართულებს. მეტოქის ბევრი მატჩი ვნახეთ და მესმის, რატომ გავიდნენ ისინი ფინალში. ,,ინტერი” ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. ასეთი დაცვის წინააღმდეგ შეტევის […]
მანჩესტერ “სიტიმ” ინგლისის თასი “უემბლიზე” ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ კლუბი “Brand Finance Football 50 Report”-ში პირველად მოხვდა. “სიტის” კოვიდ 19-ის პანდეემის შემდეგ, 34%-იანი ზრდა აქვს და პირველ ადგილზე გადაინაცველეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველ ადგილზე ინგლისური კლუბი აღმოჩნდა (აქამდე პირველ ადგილს მადრიდის “რეალი” იკავებდა). ეს არის “სიტის” შესანიშნავი […]
ყველა გაოგნებული დარჩა, როდესაც FA თასის ფინალში “სიტის” გულშემატკივარი ცნობილ იუთუბერს Speed-ს თავს დაესხა. მისი მხრიდან მსგავსი ქმედება ყველასაგან მოულოდნელი იყო. მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც Speed “სიტის” მისი გულშემატკივრის წინაშე ამცირებს.
მანჩესტერ სიტი 2:1 მანჩესტერ იუნაიტედი (მიმოხილვა)
პეპ გვარდიოლასა და ნეიმარს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასა და ნეიმარს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს. ფრანგული გამოცემის თანახმად, ესპანელმა მწვრთნელმა ბრაზილიელ შემტევს ჰკითხა აპირებს თუ არა სეზონის ბოლოს ლიგა 1-ის დატოვებას. L’Equipe -ის მიხედვით, ფრანგული მხარე უკმაყოფილოა, რომ ბრაზილიელმა შემტევმა სეზონის ბოლო შეხვედრა გამოტოვა. მათი თქმით, ეს ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ ნეიმარი […]
ჟოაუ კანსელუს ირგვლივ მოვლენები საინტერესოდ ვითარდება
მიუხედავად იმისა, რომ ჟოაუ კანსელუ ჯერ კიდევ “ბაიერნის” რიგებში ირიცხება, პორტუგალიელი კვლავ “სიტის” საკუთრებაში რჩება. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, “ქალაქელები” მის შენარჩუნებას არ აპირებენ და ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე გაყიდიან კიდეც. ბავარიელებს, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ჟოაუს გამოსყიდვა შეეძლოთ, თუმცა, გერმანულმა კლუბმა ამაზე უარი თქვა. სპორტულ მედიაში ისიც იწერება, რომ კანსელუ შესაძლოა “ბარსელონას” სამიზნეც გახდეს. ხავისთვის ახალი […]
პრემიერლიგიდან ლესტერი, ლიდსი და საუთჰემპტონი გავარდნენ
პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეული იყო. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, დარჩენისთვის ერთდროულად სამი გუნდი (,,ევერტონი”, ,,ლიდს იუნაიტედი” და ,,ლესტერი” ) იბრძოდა. ,,ევერტონმა”, რომელიც საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, შინ ,,ბორნმუთის” დამარცხება შეძლო და 36 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა. მოიგო ,,ლესტერმაც”, თუმცა დინ სმიტის გუნდმა პრემიერლიგა 34 ქულით მე-18 ადგილზე დაასრულა […]
პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰოლანდი დასახელდა
,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გამოკითხვაში, რომელშიც ნორვეგიელმა კევინ დე ბრუინეს, ჰარი კეინს, მარტინ ოდეგორს, ბუკაიო საკას, მარკუს რაშფორდსა და კირან ტრიპიერს აჯობა, მონაწილეობა 20 გუნდის კაპიტანმა და ფეხბურთის ექსპერტთა ჯგუფმა მიიღო. ჰოლანდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 52 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. […]