ბრაიტონი 1:4 სიტი (მიმოხილვა)
ოფიციალურად: იაია ტურე ჩინურ კლუბში გადავიდა
“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი იაია ტურე კარიერას ჩინურ კლუბში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, იაია ტურე ჩინეთის მეორე ლიგის ბინადარ “ქინგდაოს” შეუერთდა. ტრანსფერის პირობებისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ვრცელდება. “კარიერის დასაწყისიდანვე მხიბლავს ახალი გამოწვევების მიღება. მოხარული ვარ, რომ ისტორიის კვლავ დაწერის შესაძლებლობა “ქინგდაოში” მომეცა. მოუთმენლად ველი ახალი გუნდის მაისურით თამაშს”, – აღნიშნა იაია […]
კომპანი: “სტოუნსს შეუძლია მთელ მსოფლიოს დაანახოს თავისი სიძლიერე”
“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ გუნდის ახალგაზრდა მცველზე, ჯონ სტოუნსზე ისაუბრა.
You’ll never walk alone – ლივერპულისა და ერთგული ფანის გამაოგნებელი ისტორია (ფოტო/ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა. “ენფილდის” სავსე ტრიბუნების ფონზე, მერსისაიდულმა გრანდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (3:1) და საჩემპიონო ბრძოლაში საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. პრემიერ ლიგის განვლილი 12 ტურის შემდეგ, “ლივერპულმა” 34 ქულას მოუყარა თავი და “მანჩესტერ სიტი” 9 ქულით ჩამოიტოვა უკან – რაც შესაძლოა სანუკვარი ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. […]
გვარდიოლა: “პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანია”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მეტოქე ზაგრების “დინამო” შეაფასა და მისი გუნდის მდგომარეობაზეც ისაუბრა. “დინამო” ჩვენთვის გასაოცარი აღმოჩენა იყო. მათ კარგი, სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და ამ ტურნირზე წარმატების რეალური შანსი კვლავაც აქვთ. იდეალურ მდგომარეობაში არ ვართ, რისი მიზეზიც ძირითადად ტრავმებია. აქ უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩამოვედით, თუმცა საუკეთესო შემადგენლობას […]
ბერნარდო სილვამ მანჩესტერულ დერბიში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ხანგრძლივი წაუგებელი სერიები პრემიერლიგის ყველა სეზონში
იურგენ კლოპის “ლივერპული” შესანიშნავ ფორმაშია. “წითლების” მიერ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე თამაშითა და შედეგიანობით ფეხბურთის ობიექტური გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან. მერსისაიდელებმა საწყისი 25-დან 24 მატჩი მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს. “ლივერპულს” “არსენალის” რეკორდის გამეორებამდე 13 მატჩი აქვს დარჩენილი და ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერის შექმნა შეუძლია. ვიდრე კლოპი და ბიჭები ნანატრ ტიტულს დაეუფლებიან, შეგვიძლია 1992 წლის შემდეგ, გუნდების […]
მხოლოდ betlive.com-ზე – მოიგე ჯეკპოტი სპორტში!
მხოლოდ Betlive.com-ზე – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! რა უნდა ვიცოდე აქციის შესახებ? ქვიზის შევსება შეუძლიათ ID და SMS ვერიფიცირებულ მომხმარებლებს. ქვიზის შევსება შესაძლებელია მხოლოდ […]
ზუსტად 1 წლის წინ: გოლების წვიმა და დრამატული ფინიში ეტიჰადზე (ვიდეო)
2019 წლის 17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში, “ეტიჰადზე” “მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემი” 4:3 დაამარცხა, თუმცა ორმატჩიან დაპირისპირებაში, შინ გაშვებული გოლის გამო თავად წააგო (4:4) და საუკეთესო ოთხეულს ისევ ვერ უწია. ზუსტად 1 წლის წინ გამართული შეხვედრის საწყისი და დამაგვირგვინებელი წუთები იშვიათად სანახავი და თვალსასეირო გამოდგა. 22 წუთში გასული 5 გოლის გარდა, მატჩი იმითაც გამოირჩა, […]
სიტი ლივერპულს საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს
2019/2020 წლის პრემიერ ლიგა “ლივერპულმა” მოიგო. ინგლისში და არა მარტო ინგლისში, ჩემპიონ კლუბს, სხვა გუნდები თამაშის დაწყებამდე საჩემპიონო დერეფანს უწყობენ. “მერსისაიდელებს” შემდეგი შეხვედრა პეპ გვარდიოლას შეგირდებთან სტუმრად “ეტიჰადზე” აქვთ. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი “ლივერპულს” საჩემპიონობა დერეფანს აუცილებლად მოუწყობს. პეპმა ასევე დასძინა, რომ კლოპის ფეხბურთელები ამას იმსახურებენ. შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი 2 ივლისს გაიმართება […]
სიტიმ შესაძლოა ვერტონგენი უფასოდ დაიმატოს
“მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური დაცვის გაძლიერებას აპირებს. პეპ გვარდიოლას გუნდი აღნიშნულ პოზიციაზე “ტოტენჰემის” გამოცდილ ფეხბურთელ იან ვერტონგენს განიხილავს. ბელგიელ უკანახაზელს “სპურსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უსრულდება და ის თავისუფალი აგენტი ხდება. აქედან გამომდინარე, “სიტი” ვერტონგენის დამატებას უფასოდ შეეცდება. 33 წლის მცველს მსურველები ნამდვილად არ აკლია – იანის გადაბირებით “მილანი”, “ინტერი”, “რომა”, “ბეტისი” და […]
11 გამარჯვება – გვარდიოლა 21-ე საუკუნეში საუკეთესოა
პეპ გვარდიოლამ მორიგი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა. მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალს” ორივე შეხვედრა (2:1, 2:1) მოუგო, ესპანელი სპეციალისტი 21-ე საუკუნეში “სამეფო კლუბის” ყველაზე მეტჯერ დამმარცხებელი გახდა. ტიკი-ტაკას შემოქმედმა მიმდინარე საუკუნეში “ბლანკოსების” ძლევა 11-ჯერ მოახერხა, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე თანაბარი – 9-9 მოგებით დიეგო სიმეონე და ერნესტო ვალვერდე იმყოფებიან. პეპის გუნდი […]