ოფიციალურად: სიტიმ თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გააკეთა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, როდრიგო ერნანდესი კარიერას მანჩესტერ “სიტიში” გააგრძელებს. პეპ გვარდიოლას გუნდმა 23 წლის ესპანელის გამოსასყიდი თანხა – 62.8 მილიონი ევრო გადაიხადა. როდრი კი “სიტის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზის “ლესტერიდან” “სიტიში” 60 მილიონიან ტრანსფერს მცირედით აჯობა. როდრი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია, “ატლეტიკოში” 47 ჩატარებულ მატჩში 3 […]
“მკვლელი ბავშვის თვალებით” და სხვები: პრემიერლიგის მწვრთნელები 14 წლის ასაკში
იყო პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. როცა აცნობიერებ, რომ სამყაროში მილიონობით ადამიანი ოცნებობს შეასრულოს შენი საქმე, იძულებული ხარ, მუდმივად ყურადღებით იყო და ეცადო საკუთარი საქმე მაქსიმალური კონცენტრაციითა და მინიმალური შეცდომებით შეასრულო. ამრიგად, ეს საქმე ბევრ უძილო ღამესაც უდრის, რის მერეც გარეგნობა ისეთ ადამიანსაც კი შეეცვლება, რომელსაც თავის დროზე “ბავშვის […]
გვარდიოლა უკრაინაზე: “ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ უდანაშაულო ხალხი უნდა განადგურდეს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის გუნდში უკრაინელი, ოლექსანდრ ზინჩენკო თამაშობს, რისი მეშვეობითაც, გვარდიოლა ომზე კარგად არის ინფორმირებული. ხოსეპმა ინტერვიუში რუსეთისა და პუტინის ქმედება დაგმო. “დრამა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნები აგრძელებენ ნგრევას, რადგან ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ უდანაშაულო ხალხი უნდა განადგურდეს. ამავდროულად, მსოფლიო ერთად დგას – მსოფლიო დუმს. ფეხზე […]
10 კლუბი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ტრანსფერებში ყველაზე მეტი დახარჯა
თანამედროვე ფეხბურთში ფინანსური დივიდენდების გარეშე განსაკუთრებული წარმატების მიღწევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. დიახ, ჩვენ გვაქვს საპირისპირო მაგალითებიც, თუმცა ერთ ან ორ სეზონში, მხოლოდ სპორტული შესაძლებლობების ან მენეჯმენტის კარგ მუშაობას ფინანსურად ძლიერი გიგანტები ყლაპავენ. “პორტუ”, “მონაკო”, “აიაქსი” და სხვა კლუბები, რომლებმაც თავი დიდებული სეზონებით დაგვამახსოვრეს, მალე იძულებულნი გახდნენ, მთავარი ვარსკვლავები გრანდებისთვის მსუყე კომპენსაციის სანაცვლოდ დაეთმოთ. ამრიგად, დღეს წარმატებას ის […]
რიად მაჰრეზის შესანიშნავი გოლი პსჟ-ს კარში (ვიდეო)
“სილვა კაცი არ არის!” ლაციოს სპორტული დირექტორი განრისხებულია
დავიდ სილვა, რომელსაც მანჩესტერში უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელად მოიხსენიებენ, “ლაციოში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო: კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული იყო და ესპანელს უკვე რომში ელოდებოდნენ, თუმცა მოვლენები მოულოდნელად სხვანაირად განვითარდა და სილვა “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელი გახდა. Sky Sports Italia-ს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ტვიტერზე ვკითხულობთ, რომ დავიდ სილვამ ესპანურ გუნდთან მოლაპარაკება ფარულად აწარმოა და უკეთესი შეთავაზების მიღებისას, რომაულ […]
სიტის ამომავალი ვარსკვლავი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
“მანჩესტერ სიტის” ამომავალმა ვარკსვლავი და პეპ გვარდიოლას ფავორიტი ტალანტი, ფილ ფოდენი, გინესის 2020 წლის რეკორდების წიგნში მოხვდა – 2018 წლის მაისში, 17 წლის და 350 დღის ფოდენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო. “ძალიან ბედნიერი ვარ, ვერც გავიაზრე რომ ამ მიღწევით გინესის რეკორდების წიგნში მოვხვდებოდი. ჩემი მთავარი მიზანია, წინსვლა განვაგრძო და “სიტის” […]
“დაუჯერებელი, ლეგენდარული” – რას ამბობენ სიტის ფანები ქინქლაძეზე
დღეს “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ქინქლაძის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ინგლისური გუნდი ქართველი ფეხბურთელის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ვიდეო, რომელიც მანჩესტერელებმა ასე დაასათაურეს – “ჯადოქარი მეინ როუდზე”, 4 საათის შემდეგ 40 000 ნახვასა და “სიტის” ფანების ძალიან თბილ კომენტარებს აგროვებს. გთავაზობთ “ქალაქელთა” გულშემატკივრის მიერ დაწერილ გამორჩეულ შეტყობინებებს. “ნამდვილი ჯადოქარი, არასწორი ეპოქა, არასწორი […]
რაიო ვალეკანოს საოცარი შედეგი – პსჟ-ზე, ბაიერნზე, სიტისა და რეალზე წინ
ლა ლიგის მიმდინარე სეზონი ჯერჯერობით ძალიან წარმატებულია “რაიო ვალეკანოსთვის”, რომელიც 18 ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილში 30 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. აღსანიშნავი და გასაკვირია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში “რაიო ვალეკანო” ევროპის TOP 5 ჩემპიონატში, საკუთარ მოედანზე ყველაზე კარგად თამაშობს და იმაზე მეტი ქულები აქვთ დაგროვებული ვიდრე: “პსჟ-ს”, “ბაიერნს”, “დორტმუნდს”; “მანჩესტერ […]
პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო გოლი ცნობილია (ვიდეო)
პრემიერ ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორად კევინ დე ბრუინე დასახელდა. “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის მიერ შორეული დარტყმით “ნიუკასლის” კარში გატანილმა გოლმა დამსახურებულად მოიპოვა თვის საუკეთესოს სტატუსი. კევინ დე ბრუინეს ბრწყინვალე გოლის მიუხედავად, “მანჩესტერ სიტიმ” მატჩის მოგება ვერ შეძლო. “ნიუკასლი” “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. Kevin De Bruyne has won the Premier League Goal of […]
ჩემპიონთა ლიგა: 1/4-ფინალი დაკომპლექტდა
ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალური ეტაპი, რომელიც ისტორიაში პირველად, ნახევარ წელიწადს გაგრძელდა, დასრულდა. შესაბამისად, ცნობილია ყველა მეოთხედფინალური წყვილი და მათი თითომატჩიანი დაპირისპირებების ჩატარების თარიღებიც, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: “ატალანტა” – “პსჟ” 12 აგვისტო “ლაიფციგი” – “ატლეტიკო” 13 აგვისტო “ბარსელონა” – “ბაიერნი” 14 აგვისტო “მანჩესტერ სიტი” – “ლიონი” 15 აგვისტო კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო, ტურნირის ფორმატი შეიცვალა და […]
სოლსკიაერმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა!
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. ნორვეგიელი მწვრთნელი გახდა პირველი, ვისმა გუნდმაც ინგლისის უმაღლეს ლიგაში, საწყის 7 ტურში 19 ქულა დააგროვა. “წითელმა ეშმაკებმა” სოლსკიაერის თაოსნობით პრემიერლიგაში პირველი 6 მატჩი მოიგეს, გუშინ კი “ბარნლისთან” ბოლო წუთებში გატანილი 2 გოლით, ქულა გადაარჩინეს და მწვრთნელს რეკორდიც დაამყარებინეს. აღსანიშნავია, რომ საწყისი 6 მატჩი სოლსკიაერის გარდა […]