ბალოტელის ახალი შანსი – მანჩინი მარიოს ნაკრებში აბრუნებს
,,ადანა დემირსპორის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ჟურნალისტის ცნობით, ,,სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, მზადაა, ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რაც მალე ოფიციალურად დადასტურდება. მიმდინარე სეზონში ბალოტელის ანგარიშზე თურქული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მარიომ ეროვნულ გუნდში ბოლოს 2018 წლის სექტემბერში ითამაშა. […]
ბალოტელის მორიგი გიჟური თავგადასავალი (ვიდეო)
იტალიური სპორტული გამოცემა, Football Italia იუწყება, რომ მარიო ბალოტელიმ, ნეაპოლში, ბარის ერთ-ერთ თანამშრომელს €2000 ევრო გადაუხადა იმისთვის, რომ იგი საკუთარი მოპედით წყალში გადამხტარიყო. “შაბათი დილა იწყება ასე” – მარიო ბალოტელიმ სწორედ ამ ფრაზით გამოაქვეყნა ვიდეო სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, რომ ბარის ერთ-ერთი თანამშრომელი საკუთარი მოპედით წყალში ხტება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ბარის თანამშრომელიც გამოეხმაურა, […]
მარიო ბალოტელი: “რონალდუს ფანი არ ვარ, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს…”
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და შვეიცარიული “სიონის” ფორვარდმა – მარიო ბალოტელიმ, კრიშტიანუ რონალდუს სოლიდარობა გამოუცხადა. კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა და 1/4-ფინალში მაროკოსთან 0:1 დამარცხების შემდეგ გამოვარდა. ამ მარცხის შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცრემლები ვერ შეიკავა და მატჩის დასრულებისთანავე გასახდელისკენ აცრემლიანებული გაეშურა. 11 დეკემბერს კი მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოექვეყნა, სადაც მაროკოსთან დამარცხებას გამოეხმაურა. კრიშტიანუ რონალდუს […]
ბალოტელიმ კიელინის კრიტიკას უპასუხა
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კიელინის ინტერვიუ, სადაც ის მის თანამემამულე მარიო ბალოტელის ღიად აკრიტიკებს. მარიო ბალოტელის სულ ცოტა ხანი დასჭირდა პასუხის გასაცემად: “კიელინისგან განსხვავებით მე მაქვს გამბედაობა, რომ რასაც სხვაზე ვფიქრობ, მას პირში ვუთხრა. არავინ იცის რას ამბობს ჯორჯო მის ახლანდელ თანაგუნდელებზე. კიელინი უცნაური კაპიტანია და თუ ის ხალხს ასეთი მოსწონს, როგორიც არის, […]
ბალოტელი მოლაპარაკებას მარსელთან აწარმოებს
იტალიური სპორტული მედიის თანახმად, მარიო ბალოტელიმ ფრანგულ “მარსელთან” შეთახნმებას მიაღწია. 28 წლის ფეხბურთელი ამჟამად ფრანგული “ნიცას” ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე არცერთი გოლი არ ირიცხება. იტალიური მედიის საპირისპიროდ, ფრანგული L’Equipe იტყობინება, რომ ბალოტელიმ “მარსელს” წელიწადში 5 მილიონი მოსთხოვა, რამაც შესაძლოა მოლაპარაკება ჩაშალოს. ბალოტელის, რომელიც ერთ დროს ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, “ნიცასთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში […]
ოფიციალურად: ბალოტელი იტალიის ნაკრებში ბრუნდება
4-წლიანი პაუზის შემდეგ მარიო ბალოტელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. დღეს რობერტო მანჩინიმ დაასახელა იმ 35 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში თამაშისთვის იბრძოლებენ. მათ შორის მოხვდა თურქული “ადანა დემისპორის” 31 წლის ფორვარდიც. ბოლოს ბალოტელიმ “ნერაძურის” მაისური 2018 წლის 7 სექტემბერს, პოლონეთთან (1:1) ერთა ლიგის მატჩში მოირგო. მარიოს თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე […]
ბალოტელის მსურველი პრემიერლიგიდან გამოუჩნდა
მარიო ბალოტელის გადაბირებით პრემიერლიგის გუნდი დაინტერესდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდი “ვესტ ჰემს” სურს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლონდონური კლუბი მარკო არნაუტოვიჩმა დატოვა. 30 წლის შემტევი ჩინურ “შანხაიში” 22 მილიონ ევროდ გადავიდა. “ვესტ ჰემი” თავდასხმის ხაზის გაძლიერებას კალუმ უილსონოსა და მაქსი გომესის ტრანსფერებით აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერი ვერ შედგა. რაც შეეხება ბალოტელის, მისი […]
“მინახავს თუ რას აკეთებდნენ ჩემი კოლეგები, ეს რომ მე გამეკეთებინა…” – მარიო ბალოტელიმ მის განვლილ წლებზე ისაუბრა
მარიო ბალოტელი მთელი კარიერის განმავლობაში გულშემატკივარს მისი არაორდინალურობით მუდამ აკვირვებდა. იტალიელი ფეხბურთელის უცნაური ქცევები მთავარ მწვრთნელებსაც აწუხებდათ. ასეთი იყო ჟოზე მოურინიოც, რომელმაც ერთხელ “ინტერის” შემტევს გუნდის ავტობუსი დაატოვებინა. Muschio Selvaggio-ს პოდკასტში საუბრისას ბალოტელიმ ის ეპიზოდი გაიხსენა, როცა ის და მოურინიო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. “მოუ რბილი ხასიათის ადამიანი არ არის, ისევე როგორც მე. ერთხელ კატანიაში გამგზავრებამდე, აეროპორტში […]
კიელინი: “კინი ბალოტელის არ ჰგავს”
ყოფილ თანაგუნდელ – მოისე კინზე საუბრის დროს, ჯორჯო კიელინიმ აღნიშნა, რომ იგი მარიო ბალოტელის საერთოდ არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალების გამო კინი არაერთხელ დაისაჯა, კიელინი მიიჩნევს, რომ მასსა და ბალოტელის შორის საერთო არაფერია. “ევერტონში” გადასვლის შემდეგ, კინის კარიერა არც ისე წარმატებულად განვითარდა. არაერთი ტაბლოიდის მტკიცებით, ახალგაზრდა შემტევი კვლავ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება, მისით კი “რომა” […]
მარიო ბალოტელის ახალი კლუბი ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 28 წლის იტალიელი ცენტრფორვარდი – მარიო ბალოტელი “ნიცადან” “მარსელში” გადავიდა. მარიო ბალოტელი ქალაქ მარსელში უკვე ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. იგი “ნიცადან” “მარსელში” უფასოდ გადავიდა. OFFICIAL: Marseille confirm the signing of @FinallyMario pic.twitter.com/mCmJJY4Wtg — B/R Football (@brfootball) January 23, 2019
ბალოტელის გიჟური ცხოვრება მანჩესტერში: ჯარიმები, რომელიც იტალიელს ინგლისში დააკისრეს
მარიო ბალოტელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა, რომლის კარიერის საწყისი წლებიც განსაკუთრებით აღსავსე იყო ხმაურიანი წვეულებებით, ალკოჰოლით, სამართალდამცავებთან ხშირი კომუნიკაციით და გართობის სხვადასხვა საშუალებებით. ეს ყველაფერი მისი ინგლისში ცხოვრებისა და “მანჩესტერ სიტიში” თამაშის პერიოდს გამორჩეულად ახასიათებს. ამ თემაზე გასახსენებელი ნამდვილად ბევრია, იქნებოდა ეს გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ, რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი თუ სააბაზანოებში ფეიერვერკის გაშვება […]
ბალოტელი ევროპულ კარიერას ასრულებს?!
მარიო ბალოტელის ევროპული კარიერა შესაძლოა უახლოეს დღეებში დასრულდეს. Calciomercato-ს მტკიცებით, “ფლამენგო” ბალოტელის 2.5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, მარიო ბალოტელი “ფლამენგოს” წინადადებას და ბრაზილიაში გადასვლის შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მარიო ბალოტელი გახდება პირველი იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც “ფლამენგოს” მაისურს მოირგებს.