ბალოტელის ახალი შანსი – მანჩინი მარიოს ნაკრებში აბრუნებს
,,ადანა დემირსპორის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ჟურნალისტის ცნობით, ,,სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, მზადაა, ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რაც მალე ოფიციალურად დადასტურდება. მიმდინარე სეზონში ბალოტელის ანგარიშზე თურქული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მარიომ ეროვნულ გუნდში ბოლოს 2018 წლის სექტემბერში ითამაშა. […]
ბალოტელის მორიგი გიჟური თავგადასავალი (ვიდეო)
იტალიური სპორტული გამოცემა, Football Italia იუწყება, რომ მარიო ბალოტელიმ, ნეაპოლში, ბარის ერთ-ერთ თანამშრომელს €2000 ევრო გადაუხადა იმისთვის, რომ იგი საკუთარი მოპედით წყალში გადამხტარიყო. “შაბათი დილა იწყება ასე” – მარიო ბალოტელიმ სწორედ ამ ფრაზით გამოაქვეყნა ვიდეო სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, რომ ბარის ერთ-ერთი თანამშრომელი საკუთარი მოპედით წყალში ხტება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ბარის თანამშრომელიც გამოეხმაურა, […]
ბალოტელის მსურველი პრემიერლიგიდან გამოუჩნდა
მარიო ბალოტელის გადაბირებით პრემიერლიგის გუნდი დაინტერესდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდი “ვესტ ჰემს” სურს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლონდონური კლუბი მარკო არნაუტოვიჩმა დატოვა. 30 წლის შემტევი ჩინურ “შანხაიში” 22 მილიონ ევროდ გადავიდა. “ვესტ ჰემი” თავდასხმის ხაზის გაძლიერებას კალუმ უილსონოსა და მაქსი გომესის ტრანსფერებით აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერი ვერ შედგა. რაც შეეხება ბალოტელის, მისი […]
ბალოტელის პასუხი რასისტებს: “ეს უკვე ფეხბურთი აღარაა”
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში, “ვერონასა” და “ბრეშას” შორის გამართული მატჩის დროს ინციდენტი დაფიქსირდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მარიომ კუთხურის ხაზთან ახლოს ბურთი მიიღო, “ვერონას” გულშემატკივრებმა მის მიმართ რასისტული შეძახილები დაიწყეს, რაც ფეხბურთელმა ვერ აიტანა, ბურთი ხელში აიღო და დემონსტრაციულად ტრიბუნებისკენ დაარტყა. შეურაცხყოფის გამო ფეხბურთელს მოედნის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. არბიტრმა მატჩი შეწყვიტა, ორივე გუნდის ფეხბურთელები კი […]
ბალოტელის გიჟური ცხოვრება მანჩესტერში: ჯარიმები, რომელიც იტალიელს ინგლისში დააკისრეს
მარიო ბალოტელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა, რომლის კარიერის საწყისი წლებიც განსაკუთრებით აღსავსე იყო ხმაურიანი წვეულებებით, ალკოჰოლით, სამართალდამცავებთან ხშირი კომუნიკაციით და გართობის სხვადასხვა საშუალებებით. ეს ყველაფერი მისი ინგლისში ცხოვრებისა და “მანჩესტერ სიტიში” თამაშის პერიოდს გამორჩეულად ახასიათებს. ამ თემაზე გასახსენებელი ნამდვილად ბევრია, იქნებოდა ეს გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ, რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი თუ სააბაზანოებში ფეიერვერკის გაშვება […]
განრისხებული ბალოტელი – თავდამსხმელმა შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება ვერ დამალა (ვიდეო)
გიორგი მამარდაშვილი და მარიო ბალოტელი თანაგუნდელები ხდებიან
ესპანური მედიის ინფორმაციით, იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, მარიო ბალოტელი შესაძლოა ესპანეთში, კონკრეტულად კი “ვალენსიაში გადავიდეს. 31 წლის თავდამსხმელის დამატება “ღამურების” ახალ იტალიელ მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს სურს, რის შესახებაც ესპანურ მედიაში აქტიურად საუბრობენ. იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სკანდალურ-ეპატაჟური საფეხბურთო ფიგურა თანაგუნდელები გახდნენ, […]
ვის ანდობდა პენალტის შესრულებას, რომელზეც მისი სიცოცხლე იქნებოდა დამოკიდებული? – ჰოლანდის პასუხი
,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, გარი ნევილთან საუბრისას, რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა. ნორვეგიელს ყოფილმა ფეხბურთელმა ჰკითხა თუ ვის ანდობდა პენალტის შესრულებას, რომელზეც მისი სიცოცხლე იქნებოდა დამოკიდებული: ,,საკუთარ თავს დავასახელებდი, რადგან ჩემი თავის მიმართ დიდი ნდობა მაქვს, მაგრამ, ასევე, ვიტყოდი მარიო ბალოტელის, რომელიც ამ საქმეში საუკეთესო იყო. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია.” ნევილმა ჰოლანდს ჰკითხა […]
ზუსტად 10 წლის წინ: მარიო ბალოტელის დიდებული სანახაობა გერმანიის წინააღმდეგ | VIDEO
ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 28 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის გამორჩეული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც იტალიის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს 2:0 სძლია. ამ შეხვედრის მთავარი გმირი მარიო ბალოტელი გახლდათ. ბოლო ათწლეულში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელმაც ბავშვობის ტრავმების, სხვადასხვა პრობლემებისა და ცხოვრების არც ისე პროფესიონალური წესის გამო, იმ თამაშის სრულფასოვნად ჩვენება ვერ მოახერხა, […]
თავისუფალი აგენტებით დაკომპლექტებული საუკეთესო შემადგენლობა
მიმდინარე კვირის ბოლოს, იმდენი ცნობილი ფეხბურთელის კონტრაქტი იწურება, რომ მათგან კარგი გუნდის შედგენაც კი შეიძლება. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნებიან წარმოდგენილები, რაც ევროპულ და არაევროპულ გუნდებს აძლევს შანსს, ისინი გუნდში სრულიად უფასოდ დაიმატონ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფეხბურთელები უკვე გაიფორმეს. მაგალითად, ურუგვაელი დიეგო გოდინი მომდევნო […]
კაკა, ზლატანი, ბალოტელი – ბერლუსკონის ამბიციური პროექტი
სილვიო ბერლუსკონი მეგაპროექტის განხორციელებას და სამი ვარსკვლავის გაფორმებას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონის ახალ კლუბში მისთვის კარგად ნაცნობი სამი ვარსკვლავის მიყვანა სურს – კაკა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარიო ბალოტელი “მილანის” ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტთა შორის არიან. 2018 წელს, “როსონერის” გაყიდვიდან 1 წლის შემდეგ, იტალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სერია ც-ს ბინადარი “მონცა” შეიძინა. ბერლუსკონის ახალმა კლუბმა სერია ც-ში […]
კიელინი: “კინი ბალოტელის არ ჰგავს”
ყოფილ თანაგუნდელ – მოისე კინზე საუბრის დროს, ჯორჯო კიელინიმ აღნიშნა, რომ იგი მარიო ბალოტელის საერთოდ არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალების გამო კინი არაერთხელ დაისაჯა, კიელინი მიიჩნევს, რომ მასსა და ბალოტელის შორის საერთო არაფერია. “ევერტონში” გადასვლის შემდეგ, კინის კარიერა არც ისე წარმატებულად განვითარდა. არაერთი ტაბლოიდის მტკიცებით, ახალგაზრდა შემტევი კვლავ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება, მისით კი “რომა” […]