ბაიერნი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა
მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურები გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მანუელ ნოიერის გარშემო განვითარებული მოვლენები გახდა. რამდენიმე დღის წინ, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების ძირითად მეკარედ აღარ განიხილება და მის ადგილს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიკავებს. “რეკორდმაისტერის” პრეზიდენტის, ული ჰიონესის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მანუელ ნოიერი ნაკრებში პირველობას დაკარგავს, “ბაიერნი” საკუთარ ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრებში […]
ბარსამ მიზანს მიაღწია – ახალი კონტრაქტი უახლოეს დღეებში
კატალონიური გამოცემა Mundo deportivo წერს, რომ “ბარსელონა” მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოსაა. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შენარჩუნება სურს. გერმანელ მეკარესა და ესპანურ კლუბს შორის მოლაპარაკებები სეზონის დაწყებიდან მიმდინარეობს. ჩანს, “ბარსამ” მთავარ მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში იგი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. ჯერჯერობით უცნობია ხელშეკრულების დეტალები, მაგრამ ირკვევა, რომ ტერ შტეგენი […]
ბარსელონამ გუნდის ოთხ საკვანძო ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბმა გუნდის წამყვან ფეხბურთელებს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც კატალონიელებმა ლაშა დვალის “ფერენცვაროშს” – 5:1 აჯობეს, “ბლაუგრანას” პრესსამსახურმა გუნდის მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენის, მცველების ჟერარდ პიკეს და კლემენ ლენგლეს და ნახევარმცველის ფრენკი დე იონგისთვის გახანგრძლივებული კონტრაქტების შესახებ გამოაცხადა. “ბლაუგრანას” ფეხბურთელებთან დადებული ახალი კონტრაქტის პირობები შემდეგნაირია ჟერარდ პიკე: 2024 […]
ბარსელონას დაცვის კურიოზული შეცდომა და ნეგრედომ კადისი მეორედ დააწინაურა (ვიდეო)
ბოლო ათწლეულის მეკარეთა საუკეთესო ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარე დაასახელა. დეკადის საუკეთესო გოლკიპერად მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მეორე პოზიციას ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს, ხოლო სამეულს მადრიდის “რეალის” და ბელგიის ნაკრების პირველი ნომერი ტიბო კურტუა ასრულებს. ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა ათეული შემდეგნაირად […]
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
გავიხსენოთ: მოედანზე ცუდად გამხდარი უმტიტი და შეშინებული ტერ შტეგენი (ვიდეო)
გორეცკა: “ტერ შტეგენი ბედნიერია რომ ლიგაზე ჩვენ ვერ შეგვხვდება…”
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” 28 წლის ნახევარმცველმა – ლეონ გორეცკამ, გერმანიის ვარჯიშზე მომხდარი სახალისო ფაქტის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. გორეცკამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, კატალონიის “ბარსელონას” მეკარე – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მასთან მივიდა და უთხრა, რომ ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ “ბარსელონა” და “ბაიერნი” 2023/2023 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს აღარ […]
ლაპორტამ დაასახელა 4 ფეხბურთელი, რომლებიც ბარსელონას არ დატოვებენ
კატალონიის “ბარსელონას” 60 წლის პრეზიდენტმა – ხუან ლაპორტამ დაასახელა 4 ფეხბურთელი, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში “ბარსელონას” არ დატოვებს. “ბლაუგრანა” ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდა და უნდა მინიმუმ 26 მილიონი ევრო სჭირდებათ იმისათვის, რომ დაემორჩილონ ლა ლიგის ახალ ფინანსურ წესებს. ამის გამო მათ რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება ან ხელფასის შემცირება მოუწევთ. სწორედ ამიტომ, ლაპორტამ “ბარსელონას” 4 ფეხბურთელი […]