,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,კილიანმა ყველაფერი სწორად გააკეთა. ყოველთვის ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა, გასულ კვირას კი ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მბაპე მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა, მას კონცენტრაციისთვის შესაფერისი სიმშვიდე სჭირდებოდა,” – […]
პსჟ ახალ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს განიხილავს
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ჟოზე მოურინიო გახდეს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზელებს ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვთ. არგენტინელის შემცვლელად კი მთავარ კანდიდატად სწორედ ჟოზე სახელდება. პოჩეტინოს ,,პსჟ-სთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 50 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ი მოიგო. მოურინიო ,,რომაში” გასული წლის ივლისიდან მუშაობს. პორტუგალიელმა […]
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მარცხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: ,,რეალის დამარცხებასთან ახლოს ჩვენ უფრო ვიყავით, ვიდრე ჩელსი და სიტი. სამწუხაროდ, ცუდი მომენტები გვქონდა, რის გამოც მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით,” – პოჩეტინოს სიტყვებს Marca ციტირებს. ,,პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალიდან მადრიდის ,,რეალმა” გამოთიშა. ,,სამეფო გუნდმა” მეოთხედფინალში […]
პოჩეტინო: ,,მესი მარადონას დონეზეა”
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,როცა მესიზე ვმსჯელობთ, განსაკუთრებულ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ლეო დიეგო მარადონას დონეზეა. გასაგებია, რომ მისი პსჟ-ში გადმოსვლა დიდი ცვლილება იყო, რასაც ადაპტაცია სჭირდება. გარკვეული გარემოებების გამო, თავი თავიდანვე ისე კომფორტულად ვერ იგრძნო, როგორც ბარსელონაში გრძნობდა. მის თვისებებში ეჭვი არ მეპარება. მომავალი სეზონი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება,” – პოჩეტინოს […]
დიდი ალბათობით მაურისიო პოჩეტინო “მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი მთავარი მწვრთნელი ვერ გახდება. არსებობს 2 მიზეზი, რის გამოც პრემიერ ლიგის გრანდის მესვეურები არჩევანს პოჩეტინოს ნაცვლად, ერიკ ტენ ჰაგზე შეაჩერებენ. ჯერ კიდევ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნის დროს, პოჩეტინოს “მანჩესტსერ იუნაიტედის” მთავარ სამიზნედ განიხილავდნენ. იუხედავად იმისა, რომ მანჩესტერულ გრანდს სოლსკიაერი წვრთნიდა, ხოლო პოჩეტინომ “პარი სენ-ჟერმენი” ჩაიბარა, ბრიტანული მედია […]
ნასერ ალ-ხელაიფს და მაურისიო პოჩეტინოს უეფასგან სასჯელი ემუქრება
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა მადრიდის “რეალმა” “პსჟ” – 3:1, ორი მატჩის ჯამში კი – 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ძალიან გაბრაზებული იყო და როგორც ესპანური მედია იუწყება, კადრს მიღმა, სტადიონის სხვადასხვა ოთახში იგი აგრესიული ქმედებებითაც გამოირჩეოდა. როგორც Marca წერს, ყატარელი ბიზნესმენი მატჩის […]
პოჩეტინო: “წინ რთული კვირები გველოდება”
მაურისიო პოჩეტინოს განცხადებით, “მომდევნო რამდენიმე კვირა ადვილი არ იქნება”. არგენტინელმა ეს სიტყვები მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2-ბურთიანი უპირატესობის ხელიდან გაშვების შემდეგ თქვა. საპასუხო მატჩში ერთი საათის გასვლის შემდეგ, “პსჟ-ს” მატჩის სადავეები ხელში ჰქონდა და კილიან მბაპეს გოლის წყალობით, ჯამში 2 ბურთით იგებდა. თუმცა შემდეგ იყო დონარუმას შეცდომა და შესანიშნავი კარიმ ბენზემას მიერ 17 წუთში […]
მაურისიო პოჩეტინო: “ოპტიმისტი ვარ, თუმცა მადრიდში ძალიან რთული მატჩი გველოდება”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენმა” მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში – 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა. “ძალიან ბედნიერი ვარ ფეხბურთელებით, რომლებიც ამას იმსახურებენ. ვფიქრობ, შედეგზე საუბარი ცოტა ცოტა ნაადრევია, მაგრამ ეს გვაძლევს მადრიდის იმედს, რადგან ვიცით, რომ იქ თამაში ძალიან რთული იქნება. მადრიდელთა დაცვა კარგი […]
პოჩეტინო: ,,არ ვფიქრობ, რომ რეალი ისეთივე დისციპლინით ითამაშებს, როგორც რენი”
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,რენთან” მოგებული მატჩის შემდეგ, მადრიდის ,,რეალთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,არ ვფიქრობ, რომ რეალი ისეთივე დისციპლინით ითამაშებს, როგორც ამას რენი ან საფრანგეთის ლიგა 1-ის სხვა გუნდები აკეთებენ. შესაძლოა, მადრიდელებმაც იმავე სტრუქტურა აირჩიონ, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი გველის. ახლა უკვე რეალთან გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი,” – განაცხადა პოჩეტინომ. ,,პარი სენ […]
პოჩეტინო: ,,იმედი მაქვს, რომ ნეიმარი რეალთან თამაშს შეძლებს”
,,რენთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა: ,,რამდენიმე დღეში ვნახავთ, შეძლებს თუ არა ნეიმარი რეალთან მატჩში გუნდთან ერთად ყოფნას. როცა საქმე მოლოდინს ეხება, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ ის თამაშს შეძლებს და იმედი მაქვს, ასეც მოხდება,” – განაცხადა პოჩეტინომ. სამედიცინო […]
მაურისიო პოჩეტინო: “ველოდებით მბაპეს გადაწყვეტილებას…”
“პსჟ”-ს 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა – მაურისიო პოჩეტინომ, კილიან მბაპეს მიმართ მადრიდის “რეალის” შემოთავაზებაზე ისაუბრა. პოჩეტინომ აღნიშნა და დაადასტურა ის ფაქტი, რომ “სამეფო კლუბსა” და კილიან მბაპეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საწყის ეტაპზეა, თუმცა მბაპე ესპანეთში გადასვლის თაობაზე პასუხს ჯერჯერობით არ ჩქარობს. “მბაპე, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შემდეგ მიიღებს, როდესაც სწორედ მადრიდის […]
მანჩესტერი რანგნიკთან აღარ ითანამშრომლებს – ეშმაკები ახალ მწვრთნელს ეძებენ
უდიდესი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” რალფ რანგნიკთან თანამშრომლობას არ გაახანგრძლივებს და მას, როგორც სრულფასოვან ახალ მთავარ მწვრთნელს არ განიხილავს. ოლე გუნარ სოლსკიაერის სრულფასოვანი შემცვლელის მოყვანას “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ნორვეგიელი სპეციალისტის მუშაობის პერიოდიდანვე ცდილობდა, რალფ რანგნიკი კი მხოლოდ დროებითი მწვრთნელის ფუნქციის შესასრულებლად დანიშნეს. ამ მომენტისთვის, “წითლების” სიაში, ამ პოზიციის დამკავაბელ პოტენციურ კანდიდატებს შორის “პსჟ-სა” და “აიაქსის” ხელმძღვანელები, […]