დიბალამ რონალდუს აჯობა – არგენტინელი სერია A-ს საუკეთესოდ დაასახელეს
პაულო დიბალა სერია A-ს 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გათამაშების დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი არგენტინელ ვარსკვლავს ერგო. “ბებერი ქალბატონის” 26 წლის შემტევმა ნომინაციაში საკუთარი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ დაამარცხა. დიბალამ თავისთვის ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოგებაში წვლილი 11 გოლით და 11 საგოლე გადაცემით შეიტანა. Performance decisive per distinguersi […]
სარი: ,,სპალეტი მეფე გახდება”
რომის ,,ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ,,ნაპოლისთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ეს მნიშვნელოვანი 3 ქულაა მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც თავისთვის ცალკე სეზონს ატარებს და რომელმაც, მგონი, საკუთარ სტადიონზე 11 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ასე რომ, აქ მოგება ბევრს ნიშნავს. ყურადღების, ფოკუსირების, თავდადებისა და მონდომების თვალსაზრისით, მაღალი დონის შესრულება იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მეტი შეგვიძლია. ჩვენი […]
რონალდუს სარისთან პრობლემები აქვს – პორტუგალიელი მოედნიდან სახლში გაიქცა
როგორც ჩანს, იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, “მილანის” წინააღმდეგ (1:0) მოედნიდან ნაადრევმა გაყვანამ, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან განარისხა. ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მოედანი 55-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში ერთადერთი გოლის ავტორი პაულო დიბალა ჩაერთო. 5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი ამან ძალიან გააბრაზა და მოედნიდან გასვლის შემდეგ “ბებერი ქალბატონის” მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარის ხელი არ ჩამოართვა, […]
იუვენტუსს სარის გაშვება ძვირი დაუჯდა – რა თანხას მიიღებს იტალიელი კომპენსაციის სახით?
Football Italia- ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადაყენება, პირდაპირი მნიშვნელობით, ძალიან ძვირი დაუჯდება. “ბებერი ქალბატონის” მმართველებმა იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო 20 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. “ბიანკონერისა” და 61 წლის სპეციალისტის ხელშეკრულება ძალაში კიდევ 2 წლით იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან “ლიონთან” გამოვარდნამ “ზებრების” ბოსები გაანაწყენა და “ნაპოლისა” და “ჩელსის” ყოფილ […]
სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად მაურისიო სარი დასახელდა
მაურისიო სარი სერია A-ს, მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. 64 წლის სპეციალისტს ჯილდო “ლაციო” “იუვენტუსის” მატჩის წინ გადაეცემა. ჯილდო მიანიჭა სპორტული გაზეთების დირექტორებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლებიც აფასებდნენ ცალკეულ მწვრთნელებს ტექნიკურ-სპორტული კრიტერიუმების და მათი გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით, ასევე მატჩების დროს შენარჩუნებული ქცევის/სამართლიანი თამაშის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში სარის გაწვრთნილმა “ლაციომ” 3 მატჩი გამართა […]
იუვენტუსმა რონალდუს დასჯა გადაიფიქრა
კრიშტიანუ რონალდუ დაჯარიმებას გადაურჩა – ტურინის “იუვენტუსმა” გუნდის მთავარი ვარსკვლავის დასჯა გადაიფიქრა. “მილანთან” მოგებულ (1:0) შეხვედრაში “ბებერი ქალბატონის” თავდამსხმელმა 55-ე წუთზე შეცვლისა და მაურციო სარიზე გაცხარების შემდეგ, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა, რამაც “ზებრების” მმართველები გააბრაზა და მათ თავდაპირველად პორტუგალიელის დასჯა გადაწყვიტეს, თუმცა ჩანაფიქრი არ განახორციელეს. 5 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელი საკადრის ნდობას არ […]
სარი დირექტორსაც გაიყოლებს? – იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება
მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა მიმდინარე ზაფხულში ტუირინის “იუვენტუსში” ერთადერთი ცვლილება არ იქნება. როგორც იტალიური მედია-საშუალებები იუწყებიან, სულ მალე, “ბებერ ქალბატონს” გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატისიც დატოვებს. მიზეზი მარტივია: სწორედ პარატისი იყო მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის გაწყვეტის მოსურნე და მაურიციო სარის დანიშვნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი. უახლოეს პერიოდში, პარატრისი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ოფიციალურად შეხვდებიან და […]
მაურიციო სარი: “ნაპოლის ჩემპიონობა გამიხარდება”
“ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრაში “სასუოლოსთან”, საშინაო კედლებში – 2:0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ყოფილი კლუბის, “ნაპოლის” პოტენციური ჩემპიონობის შესახებ ისაუბრა. “მოხარული ვარ, რომ “ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებს, ბავშვობაში სწორედ ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი. სიამოვნებას მანიჭებს, რომ ისინი იგებენ. გასაგებია, რომ ვისურვებდი იქ მოხვედრას. შესაძლოა “ლაციოსთან” ერთად მოვიგო? ამას დიდი ხანი დასჭირდება […]
რონალდუმ სარის ბ***ს შვილი უწოდა (ვიდეო)
კრიშტიანუ რონალდუს და მაურიციო სარის შორის კონფლიქტი რომ არსებობს აშკარაა. ბოლო მატჩებში, იტალიელი მწვრთნელი 34 წლის თავდამსხმელს საკმარისად არ ენდობა და აგერ ბოლო ორი შეხვედრაა ნაადრევად შეცვალა კიდეც. “მილანთან” პორტუგალიელი ვარსკვლავი 55-ე წუთზე შეცვალეს, მის ნაცვლად შესულმა პაულო დიბალამ კი ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა. ამან კრიშტიანუ ძალიან გააბრაზა, ის შეცვლის შემდეგ ჯერ გასახდელში, მერე კი […]
Sky Sport: იუვენტუსს ანდრეა პირლო ჩაიბარებს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაძლოა ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გრანდი ჩაიბაროს. მას მერე, რაც მაურიციო სარი ტურინის “იუვენტუსიდან” დაითხოვეს, იტალიურ მედიაში “ზებრების” ახალი თავკაცის შესახებ უკვე არაერთი ცნობა გავრცელდა. ყველაზე ხშირად, მაურიციო პოჩეტინოს სახელი ჟღერდება, თუმცა ბოლოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეა ანიელი და კლუბის სხვა მმართველები გუნდის […]
სარი: “მადლობა რონალდუს დედას, რომ ასეთი სამაგალითო ფეხბურთელი გვაჩუქა”
იტალიის თასის მეოთხედფინალში, “რომას” (3:1) დამარცხების შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. “ნათელია, რომ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, კრიშტიანუ დიდებულ ფორმაშია. ამიტომაცაა, რომ მას ასე ხშირად გააქვს გოლები. არც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გახდეს ის უკეთესი ფეხბურთელი, ალბათ თავდაცვით ფუნქციებს თუ გააუმჯობესებს. იმაზე, თუ როგორი ფეხბურთელია რონალდუ, საუბარი უხერხულია, უბრალოდ […]
ბუფონი პირლოს: “ახლა მისტერი უდნა დაგიძახო?!”
სულ ცოტა ხნის წინ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად ამ კლუბის, “მილანის”, იტალიის ნაკრების და ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო დაინიშნა. “ბებერი ქალბატონის” 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თავისზე უმცროსი მეგობრის და ყოფილი თანაგუნდელის ახალ პოზიციას სახალისო პოსტით შეხვდა. “ახლა მისტერი უნდა დაგიძახო?! წარმატებები ამ ახალ გამოწვევაში, ანდრეა”, – წერს ლეგენდარული გოლკიპერი Twitter-ში. Quindi ora devo chiamarti […]