ზედიზედ მეცხრე სკუდეტო – იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია!
უკვე ტრადიციად და ბუნებრივ მოვლენად ქცეული ფაქტი კვლავ დაფიქსირდა – ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია. სერია A-ს 36-ე ტურში, “ბებერმა ქალბატონმა”, შინ, კრიშტიანუ რონალდუსა და ფედერიკო ბერნარდესკის გოლების მეშვეობით, “სამპდორიას” 2:0 აჯობა, 83 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევრების, “ინტერის”, “ლაციოსა” და “ატალანტასთვის” მიუწვდომელი გახდა. “ბიანკონერიმ” სკუდეტო ზედიზედ მეცხრედ, გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ისტორიაში კი 36-ედ […]
ბუფონი პირლოს: “ახლა მისტერი უდნა დაგიძახო?!”
სულ ცოტა ხნის წინ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად ამ კლუბის, “მილანის”, იტალიის ნაკრების და ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო დაინიშნა. “ბებერი ქალბატონის” 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თავისზე უმცროსი მეგობრის და ყოფილი თანაგუნდელის ახალ პოზიციას სახალისო პოსტით შეხვდა. “ახლა მისტერი უნდა დაგიძახო?! წარმატებები ამ ახალ გამოწვევაში, ანდრეა”, – წერს ლეგენდარული გოლკიპერი Twitter-ში. Quindi ora devo chiamarti […]
სარი: “მადლობა რონალდუს დედას, რომ ასეთი სამაგალითო ფეხბურთელი გვაჩუქა”
იტალიის თასის მეოთხედფინალში, “რომას” (3:1) დამარცხების შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. “ნათელია, რომ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, კრიშტიანუ დიდებულ ფორმაშია. ამიტომაცაა, რომ მას ასე ხშირად გააქვს გოლები. არც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გახდეს ის უკეთესი ფეხბურთელი, ალბათ თავდაცვით ფუნქციებს თუ გააუმჯობესებს. იმაზე, თუ როგორი ფეხბურთელია რონალდუ, საუბარი უხერხულია, უბრალოდ […]
კავანიმ ბექჰემს უარი უთხრა – ურუგვაელს ევროპაში თამაში სურს
ძალიან მალე, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის დამატება ევროპის რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური მაიამის “ინტერი” იყო, რომელსაც სათავეში დევიდ ბექჰემი უდგას. როგორც calciomercato წერს, 33 წლის ფორვარდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უარი უთხრა, რადგან თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დარჩენა კვლავაც შეუძლია. მას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს, […]
სარი დირექტორსაც გაიყოლებს? – იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება
მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა მიმდინარე ზაფხულში ტუირინის “იუვენტუსში” ერთადერთი ცვლილება არ იქნება. როგორც იტალიური მედია-საშუალებები იუწყებიან, სულ მალე, “ბებერ ქალბატონს” გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატისიც დატოვებს. მიზეზი მარტივია: სწორედ პარატისი იყო მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის გაწყვეტის მოსურნე და მაურიციო სარის დანიშვნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი. უახლოეს პერიოდში, პარატრისი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ოფიციალურად შეხვდებიან და […]
მაურიციო სარი: “იუვენტუსი იმ გუნდს ჰგავდა, რომლის თამაშის ხილვაც მსურს”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში მილანის “ინტერთან” (2:0) გამარჯვების შემდეგ, თავისი გუნდის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა. “ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ 12 მატჩია. “იუვენტუსი”, რომელიც დღეს ვნახე, ძალიან ახლოსაა იმ გუნდთან, რომლის ხილვაც მსურს. ბოლო პერიოდში გადავიღალეთ, ამიტომ ძირითადი შემადგენლობისთვის ის ფეხბურთელები უნდა შევარჩიოთ, რომლებსაც ფიზიკურად და […]
მაურიციო სარი ლაციოს ჩაიბარებს?!
იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სიმონე ინძაგის მაურიციო სარი ჩაანაცვლებს. Corriere dello Sport-ის მტკიცებით, მაურიციო სარი “ლაციოს” პრეზიდენტს უკვე ესაუბრა და მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. 2019-20 წლების სეზონში, სარის მეთაურობით “იუვენტუსმა” ზედიზედ მე-9 სკუდეტო მოიპოვა. სერია ა-ს ტრიუმფით დასრულების შემდეგ, სარიმ “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იტალიაში დაბრუნებამდე სარი […]
ოფიციალურად | მაურიციო სარი ლაციოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
მომდევნო სეზონიდან, მაურიციო სარი “ლაციოს” გაწვრთნის: იტალიელმა სპეციალისტმა რომაულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 62 წლის სარი “ლაციოს” სიმონე ინძაგის წასვლის შემდეგ შეუერთდა. თავის მხრივ, სიმონე ინძაგი “ინტერში” გადაბარგდა, სადაც ის ანტონიო კონტეს ჩაანაცვლებს. ცნობილია, რომ გუნდის გასაძლიერებლად, სარის “ლაციოში” ისეთი ფეხბურთელების გადაბირება სურს, რომელთანაც მას უკვე უმუშავია. იტალიური მედიის თანახმად, სიის სათავეში “ჩელსის” ფეხბურთელი, რუბენ […]