,,მეცის” თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა თავდამსხმელმა მარტში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 2 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 გოლია, რითაც 22 წლის ფორვარდი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ,,მეცი” 31 ტურის […]