საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ახალწვეულმა და პირველი გოლის ავტორმა, გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა. “ძალიან გახარებული ვარ, რადგან საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი გავიტანე და პირველი გამარჯვება მოვიპოვე“, – თქვა ეროვნული გუნდის ახალწვეულმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას. საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი სადებიუტო გოლებით […]