უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, პრინციპულ მეტოქე, თანაქალაქელ “ინტერთან” წაგების (0:2) შემდეგ, “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა. “ინტერმა” პირველ ტაიმში ჩვენზე უკეთ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, მეორეში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიტანეთ. “ინტერმა” მაშინვე გაიტანა თავისი პირველი კუთხურით. გასაგებია, რომ უფრო ყურადღებიანად და მზად უნდა ვყოფილიყავით, განსაკუთრებით მეორე გოლის დროს. გვინდოდა განსხვავებული […]