,,მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარიერა, შესაძლოა, იანვარში დაასრულოს: ,,მინდა, ფეხბურთის თამაშით ყოველდღიურად მივიღო სიამოვნება, რადგან, ვფიქრობ, რომ როცა კარიერას დავასრულებ, ეს ყველაფერი ძალიან მომენატრება. ვცდილობ, ახალგაზრდა ბიჭების დონეზე ვიყო, რომლებიც ბევრს მუშაობენ და რიტმს ინარჩუნებენ. სანამ ვიცი, რომ შედეგის მიღწევა შემიძლია, ვითამაშებ. მაშინ, როცა სასურველი დონის გამოვლენას ვეღარ შევძლებ, მინდა, […]