ჰაკან ჩალჰანოღლუ და ტეო ერნანდესი კოვიდ-19-ით დაინფიცირდნენ
“მილანმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩალჰანოღლუსა და ერნანდესის ტესტმა კოვიდ-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. Comunicato Ufficiale: Hakan Çalhanoğlu e Theo Hernández 👉🏻 https://t.co/NmG3ZHkGjj#SempreMilan pic.twitter.com/QOVTL6yQEV — AC Milan (@acmilan) January 17, 2021 კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩალჰანოღლუსა და ერნანდესის მოლეკულური ნაცხის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, გუნდის დანარჩენი წევრების პასუხი უარყოფითია. კლუბმა ამის შესახებ ჯანდაცვის […]
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “როსონერის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას თამაშის დონე შეაფასა და გუნდის ჩემპიონთა ლიგაში პოტენციური დაბრუნების შესახებაც ისაუბრა. “დონარუმა დღეს ყველაზე ძლიერი მეკარეა მსოფლიოში. მაგრამ მე მას ამის შესახებ არ ვეუბნები. მას სჭირდება მშიერად დარჩენა. ნორმალური არ არის, რომ მას ჩემპიონთა ლიგის არცერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული. ნაადრევია იმის თქმა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ადგილი […]
რონალდო: “მადრიდის რეალმა შეცდომა დაუშვა”
“ინტერის”, მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ მილანური კლუბის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა და აზრი მაროკოელი მცველის აშრაფ ჰაკიმის შესახებაც დააფიქსირა. “ინტერს ყავს შესანიშნავი მწვრთნელი და ის გამორჩეული სტილის გუნდია. ისინი არ თამაშობენ ევროპულ ტურნირებში, ეს არც ისე კარგია, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ მარტში “ინტერი” იტალიის ჩემპიონატში მეტოქეებზე მეტ ქულას დააგროვებს. “ინტერმა” არაჩვეულებრივი ფეხბურთელი […]
ოფიციალურად: მილანმა ტორინოდან მეიტე დაიმატა
26 წლის ფრანგი ნახევარმცველი სუალიჰო მეიტე “მილანის” ფეხბურთელი გახდა. მეიტე მილანურ კლუბს “ტორინოდან” იჯარის წესით შეუერთდა. მეიტე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “მილანის” პირველი ახალწვეულია. “მილანმა” 26 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. “ტორინოსა” და “მილანის” შეთანხმებაში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც პიოლის გუნდს ფრანგი ნახევარმცველის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. ფრანგი ნახევარმცველი ახალ გუნდში 18-ნომრიან მაისურს […]
კლას-იან ჰუნტელაარი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს
“აიაქსის” თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელერი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს. ნიდერლანდელი ფორვარდის დაბრუნების სურვილი გელზენკირხენის “შალკემ” გამოთქვა, რომელმაც ეს საკითხი კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილა. “შალკე” ეძებს გამოცდილ თავდამსხმელს, რომელიც ადვილად ადაპტირდება კლუბთან. ჰუნტელერს, რომელიც ამ პარამეტრებს შეესაბამება, უკვე დაუკავშირდა გერმანული კლუბი. თავდამსხმელის კონტრაქტი “აიაქსთან” სეზონის ბოლოს იწურება. “პსვ ეინდჰოვენის” აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელიც მანამდე მადრიდის “რეალში” ირიცხებოდა, […]
სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოათავსეს
“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “მონცას” ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სილვიო ბერლუსკონი, მონაკოს სამეფოს საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მოათავსეს. ცნობას Reuters-ი მისი პირადი ექიმის ალბერტო ზანგრილოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიტიკოსმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა თავი ცუდად იგრძნო, რის მერეც, ექიმის თქმით, მან ბერლუსკონის უახლოეს საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა, რადგან მისი იტალიაში გადაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სექტემბერში ცნობილი […]
ალეშანდრე პატო: “მილანში დაბრუნება ჩემი ოცნებაა”
“მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა ალეშანდრუ პატომ ისაუბრა კლუბში დაბრუნების ოცნებაზე და ასევე, “როსონერის” ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან თამაშის სურვილი გამოთქვა. “მილანთან” დიდი მოგონებები მაკავშირებს. 150 მატჩი, 63 გოლი, მოგებული სკუდეტო და იტალიის სუპერთასი. ამ კლუბში დაბრუნება ჩემი ოცნებაა. “მილანი” ჩემს გულშია. დიახ, ზლატანის შემცვლელად ყოფნასაც დავთანხმდებოდი. თუმცა, მე რამდენიმე მატჩიც მეყოფოდა იმისთვის, რომ მწვრთნელი ჩემს შესაძლებლობებში დამერწმუნებინა. […]
მილანი 0:0 ტორინო (პენ. 5:4) (მიმოხილვა)
რონალდუ, მესი, ზლატანი და დანარჩენები – 21-ე საუკუნის 33 საუკეთესო ბომბარდირი
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) შიდა ჩემპიონატებში 21-ე საუკუნის საუკეთესო ბომბარდირთა სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა – 5 ოქროს ბურთის მფლობელმა პრიმეირა ლიგის, პრემიერლიგის, ლა ლიგისა და სერია A-ს მატჩებში 462 გოლის გატანა მოახერხა. ნუსხაში მეორე პოზიციას “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი იკავებს, რომელმაც მთელი კარიერა […]
“ხარისხი და არა ფიზ-მომზადება” – ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესი დაიცვა
არასასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო, ბრიტანულ მედიაში ხამეს როდრიგესს კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა კოლუმბიელ ფეხბურთელს საყვარელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელმა მხოლოდ არსებული სათამაშო ხარისხის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. “მან უნდა ივარჯიშოს სწორად, ისევე როგორც წინა კვირაში. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ის ფაქტი, რომ ხამესმა ინგლისის […]
დიეგო სიმეონე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო მწვრთნელთა ათეული დაასახელა. მოკლე ნუსხაში პირველი ადგილი მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ დაიკავა, მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა გავიდა, ხოლო სამეული “ლივერპულის” გერმანელმა მესაჭემ იურგენ კლოპმა შეავსო. საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დიეგო სიმეონე 2. პეპ გვარდიოლა 3. იურგენ […]
ედგარ დავიდსი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩში მოედნიდან გააძევეს
“მილანის”, “ბარსელონას”, ტურინის “იუვენტუსის”, ამსტერდამის “აიაქსისა” და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი სამწვრთნელო კარიერას იწყებს, თუმცა, არც ისე სახარბიელოდ. 8 წლის განმავლობაში მოთამაშე-მწვრთნელად და ასისტენტად მუშაობის შემდეგ, ვეტერანმა ნიდერლანდელმა დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება სცადა და პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონის გუნდ “ოლაენსეს” ჩაუდგა სათავეში. დავიდსმა გუნდს პირველად 10 იანვარს, “ლუსიტანუ ევოსთან” მატჩში უხელმძღვანელა, რომელშიც მეგობრული ანგარიში […]