ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის წინ, თავისი ყოფილი გუნდის მადრიდის “რეალის” მიერ “მანჩესტერ სიტის” ბარიერის დაძლევის შესაძლებლობაზე ისაუბრა. “ვფიქრობ, ზიდანის დაბრუნებამ გუნდს თავისი ქიმია და დნმ დაუბრუნა. პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, “რეალი” შესანიშნავად გამოიყურებოდა თანაც იმის ფონზე, რომ “ბარსელონას” ჩავარდნა ჰქონდა. როცა გუნდში ისეთი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები გყავს, […]