Top 14-ის ფინალში ,,მონპელიემ”, სადაც ორი ქართველი მორაგბე, გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი, თამაშობს, ლევან ჩილაჩავას ,,კასტრი” 29:10 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ,,მონპელიემ” გარდამტეხი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა – მეტოქეს სამი ლელო დაუდო და 23:3 მოუგო, მეორე ნახევარი კი 6:7 დათმო. ჩემპიონთა რიგებში ითამაშა გელა აფრასიძემ, რომელიც მატჩში 58-ე წუთიდან ჩაერთო. შემადგენლობაში […]