გელა აფრასიძე: “ჩემი მთავარი მიზანია დავრჩე ისეთ ფორმაში, როგორშიც ვიყავი…”
კორონავირუსის პამდემიის შედეგად, მსოფლიოში სპორტის ყველა სახეობა და ყველა შეჯიბრი შეჩერებულია. საინტერესოა, ასეთ პერიოდში როგორ ვარჯიშობენ და ინარჩუნებენ ფორმას ქართველი სპორტსმენები. ამ თემასთან დაკავშირებით Live.ge, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “მონპელიეს” 9 ნომერს – გელა აფრასიძეს ესაუბრა. კორონავირუსის გამო ყველანარი სპორტული აქტივობა შეჩერებულია, როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენზე? პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიო ასეთ […]
გელა აფრასიძის ულამაზესი ლელო TOP 14-ში | VIDEO
ოფიციალურად: გელა აფრასიძემ მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“მონპელიემ” ოფიციალურად დაადასტურა გელა აფრასიძის კონტრაქტის გახანგრძლივება. 21 წლის ქართველი ჰავბეკი “მონპელიეში” 2017 წლიდან ირიცხება. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გელა აფრასიძემ “ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში 20-ზე მეტი კეპის მოხვეჭა შეძლო – მან ასევე იასპარეზა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე. გავრცელებული ინფორმაციით, “მონპელიემ” აფრასიძეს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და JIFF სტატუსი მიანიჭა. განახლებული კონტრაქტის თანახმად, აფრასიძე პირველ წელს კვლავ ესპუარებში […]
კოტე მიქაუტაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბორჯღალოსნებს დიდი ხნის განმავლობაში გამოაკლდება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მორაგბემ – კოტე მიქაუტაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო. 28 წლის მეორეხაზელმა ტოპ 14-ის მატჩში “პოს” წინააღმდეგ აქილევსის მყესი დაიზიანა და 6 თვეს იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი “ბორჯღალოსნებს” მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კოტე ზაფხულს ტესტ-მატჩებზე თამაშს. ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა “მონპელიეს” ოფიციალური ტვიტერიც: […]
ლეგენდარული ქართველი მორაგბე კარიერას ასრულებს
“ბორჯღალოსნების” ლეგენდარული კაპიტანი, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე, გორგოძემ ტოლეკომპანია “იმედთან” ისაუბრა. “30 ივნისს მიმთავრდება მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ “ტულონთან” და მის გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ. გადავწყვიტე დავასრულო სარაგბო კარიერა. თუ რამეში დასჭირდება ქართულ რაგბს ჩემი დახმარება, მუდმივად მის გვერდით ვიქნები”, – აღნიშნა მამუკა გორგოძემ შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას მამუკა გორგოძე 2003-2017 წლებში […]
ცხოვრებაძის გუნდი მერვედფინალშია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე საფრანგეთის მონპელიემ პლეიოფში გასვლა გაინაღდა. ტურნირი სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა. მე-11 ტურში ლიგის 2018 წლის ჩემპიონმა მონპელიემ შინ 25-24 დაამარცხა 2016 წლი გამარჯვებული, პოლონეთის კელცე, 13 ქულა დააგროვა და მერვედფინალში ითამაშებს. 18 წლის ქართველი ხელბურთელი, გიორგი ცხოვრებაძე, 11 თამაშიდან ექვსში, მათ შორის კელცესთან, გუნდის შემადგენლობაში იყო. […]
მონპელიე – ნიმის მსვლელობისას ტრიბუნა ჩამოიშალა (ვიდეო)
ფრანგმა კვაჭმა მონპელიესთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საფრანგეთის ნაკრების კვაჭმა გიონ გირადომ “მონპელიესთან” 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფრანგი კვაჭი “მონპელიეს” შერკინებას მიხეილ ნარიაშვილთან, ლევან ჩილაჩავასთან და კოტე მიქაუტაძესთან ერთად გააძლიერებს. გირადო კლუბს სეზონის ბოლოს შეუერთდება, ახლა კი იგი “ტულონის” ღირსებას იცავს. მას “წითლების” მაისური 86-ჯერ აქვს მორგებული და 7 ლელო გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში კი, მან […]
მონპელიე 3:2 პსჟ (მიმოხილვა)
საფრანგეთში მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი აღიარეს!
ფრანგული კლუბი – “მონპელიეს” გულშემატკივრებს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მათი კლუბის ლეგენდარული XV-ეული გამოევლინათ. დღეს კი “მონპელიეს” ოფიციალურმა “Facebook” გვერდმა, ხმის მიცემა დაასრულა და ლეგენდარული XV-ეული გამოავლინა, სადაც მარცხენა ბურჯად – მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო 7 ნორმად – მამუკა გორგოძე მოგვევლინა. მამუკა გორგოძე ფრანგულ გრანდში 2005-2014 წლებში ირიცხებოდა, სადაც 168 მატჩი ჩაატარა და […]
მიხეილ ნარიაშვილი: ერთმა მოულოდნელმა ზარმა ჩემი მომავალი შეცვალა
მიხეილ ნარიაშვილი იმ მორაგბეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და თავის საქმეს ჩუმად აკეთებენ. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი, საუკეთესო პირველი ნომერის ინტერვიუს იშვიათად თუ შეხვდებოდით. „ვთვლი და მიმაჩნია, რომ სპორტსმენი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს მოედანზე და ვარჯიშში. არაა საჭირო ტელეეკრანების და გაზეთის ფურცლებზე, გნებავთ სოციალურ ქსელში აქტიურობა. თამაშით უნდა მოიპოვო გულშემატკივრის პატივისცემა“ – ასეთია მისი პოზიცია […]
მონპელიემ მსოფლიო ჩემპიონს მაცდური წინადადებით მიმართა
“მონპელიე” პიტერ-სტეფ დუ ტოის 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის თანახმადაც სამხრეთ აფრიკელი ფლანკერი ყოველთვიურად €100.000 მიიღებს (€3.6 მილიონი წელიწადში). იმ შემთხვევაში თუ დუ ტოი “მონპელიეს” წინადადებას დათანხმდება იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე გახდება. 2019 წელს, სამხრეთ აფრიკისა და მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დასახელებულმა დუ ტოიმ აღნიშნა, რომ ფრანგული კლუბის წინადადებას აგენტთან განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, დუ ტოიმ […]