მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ,,ალბისელესტეს” კაპიტანი, ლეო მესი გახდა მე-9 ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც კარიერის განმავლობაში მუნდიალის, ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის და ,,ოქროს ბურთის” მოგება შეძლო. არგენტინელმა ბობი ჩარლტონის, ფრანც ბეკენბაუერის, გერდ მიულერის, პაოლო როსის, ზინედინ ზიდანის, რივალდოს, რონალდინიოსა და კაკას მიღწევა გაიმეორა. მესის ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ (2005-2006, 2008-2009, 2010-2011, 2014-2015), […]