სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამართული შეხვედრის (2:2) შემდეგ, ეროვნული გუნდის თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას კომენტარს ავრცელებს. “ნაკრებში გატანილი გოლი, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მაგრამ ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. თამაშიდან გამომდინარე გულდასაწყვეტია საბოლოო შედეგი. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება. რაც მთავარია, ყველაფერი […]