ჯესი ლინგარდი შესაძლოა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს შეუერთდეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში ვრცელდება და იწერება, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატება რამდენიმე გუნდს სურს, მათ შორის ყველაზე აქტიური კი “ტოტენჰემ ჰოთსპურსია“. Football.london-ის ცნობით, “ტოტენჰემი” დაინტერესებულია ლინგარდის გადაბირებით, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და, შესაბამისად, ანტონიო კონტეს გაწვრთნილ გუნდს მისი დამატება უფასოდ შეეძლება. ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბს ამ […]
სულშერის შემცვლელი – ვინ არის სერ ალექსის ფავორიტი?
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი “წითელი ეშმაკების” ცუდი სათამაშო ფორმის გამო, ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთში კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტია. ნორვეგილ სპეციალისტს როგორც გუნდის შიგნით, ისე მის გარეთ მხარდამჭერიც ბევრი ჰყავს და კრიტიკოსიც, თუმცა ბოლო მონაცემებით, ხელმძღვანელობა მას ნდობას ისევ უცხადებს და მდგომარეობის გამოსასწორებლად სამმატჩიან პერიოდს აძლევს. მიუხედავად ამისა, ბრიტანულ და არამხოლოდ ბრიტანულ […]
“დიდი ტყუილი” – პოგბა სულშერთან დაპირისპირებას უარყოფს
“ლივერპულთან” გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლ პოგბამ ოლე გუნარ სულშერთან კომუნიკაცია შეწყვიტა. The Sun-ის სტატიაში ეწერა, რომ ამის შემდეგ პოგბამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების გაგრძელებაც აღარ ისურვა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოფიციალურად უპასუხა და ის “ფეიკ ნიუსად” მოიხსენა: “დიდი ტყუილები სათაურების შესაქმნელად,” – წერს პოგბა. Big […]
რა ულტიმატუმი წაუყენა მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე გუნარ სულშერს?
The Telegraph-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სამმატჩიანი ვადა მისცა. ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ნორვეგიელი სპეციალისტის შეცვლა გარდაუვალი არ არის და შესაძლოა მან დაკავებული თანამდებობა მაინც შეინარჩუნოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მას პოზიციები მყარად არ უჭირავს და მის სამსახურს საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება დაემუქროს. ამავე დროს, “წითელი ეშმაკების” […]
პოგბა ან სულშერი – ფრანგმა ფეხბურთელმა მოლაპარაკებები შეწყვიტა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურში “ლივერპულთან” პრინციპულ მატჩში დამარცხების შემდეგ (0:5), გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერთან კომუნიკაცია შეწყვიტა, გუნდში დარჩენა გადაიფიქრა და ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი თქვა. პოგბას მანჩესტერულ კლუბთან ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება. “წითელ ეშმაკებს” ფრანგთან კონტრაქტის განახლება სურთ, თუმცა მას სეზონის ბოლოს უფასოდ წასვლა შეუძლია. გავრცელებული […]
“დარჩეს, მაგრამ სხვა როლი მოირგოს” – კონორ მაკგრეგორი სულშერს მხარს უჭერს
შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელმა, კონორ მაკგრეგორმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს, სოციალურ ქსელში, ნორვეგიელი სპეციალისტის მისამართით არსებული კრიტიკის ქარცეცხლის საპასუხოდ, მისი მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. UFC-ის სუპერვარსკვლავმა და “წითელი ეშმაკების” გულშემატკივარმა Twitter-ზე სულშერის დამცავი სიტყვები დაწერა და “ოლდ ტრაფორდზე” არსებული პრობლემებზე ისაუბრა. “იუნაიტედში პრობლემა” არის ის, რომ უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი ესაუბრება ერთმანეთს, თანატოლები. თქვენ გჭირდებათ […]
სუპერკომპიუტერმა პრემიერ ლიგის ჩემპიონი და საბოლოო ცხრილი იწინასწარმეტყველა
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სუპერკომპიუტერი პრემიერ ლიგის სეზონის საბოლოო ცხრილს ვარაუდობს. უცნაურია, მაგრამ ასეა, რომ ალგორითმმა ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა არც მეტი არც ნაკლები, “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა. საუკეთესო ოთხეულში ადგილი “წითელი ეშმაკების” ნაცვლად, სუპერკომპიუტერმა “ბრენტფორდს” არგუნა. “ფუტკრები” პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში, 74-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ და 7 ტურის შემდეგ 12 ქულა მოაგროვეს, მხოლოდ ერთი მატჩი […]
რონალდუ თავს არაკომფორტულად გრძნობს – პორტუგალიელმა სულშერს ტაქტიკის ცვლილება სთხოვა
კრიშტიანუ რონალდუმ ოლე გუნარ სულშერს სთხოვა შეცვალოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ტაქტიკა, რათა მოერგოს მის სათამაშო სტილს კლუბში მეორე პერიოდის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კლუბში დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ 5 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში “ვილიარეალთან” 95-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, თავად 5 ოქროს ბურთის […]
რატომ ვერ გახდება მანჩესტერი პრემიერ ლიგის ჩემპიონი? – გარი ნევილის განმარტება
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, გარი ნევილი, რომელიც ამჟამად Sky Sports-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობს, ფიქრობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ამ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად ვერ იბრძოლებს, რადგანაც “წითელი ეშმაკები” გუნდურად კარგად ვერ თამაშობენ. ოლე გუნარ სულშერის გუნდი კარგ ფორმაში ნამდვილად ვერ იმყოფება, მათ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგეს, თანაც თითო მათგანი პრემიერ ლიგაში, ინგლისის […]
ერთი ლამაზი დღე საყვარელ კლუბთან ერთად – მანჩესტერის დასაფასებელი საქციელი
37 წლის პოლ უოკერი, მანჩესტერ “იუნაიტედის” გულშემატკივარია მთელი ცხოვრების განმავლობაში. მას უკურნებელი დაავადება დაუდგინდა და სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა. ამ ფაქტის გაგების შემდეგ, მანჩესტერ “იუნაიტედის” თავკაცი – ოლე გუნარ სულშერი, პოლ უოკერს დაუკავშირდა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე საშინაო მატჩზე, რომელსაც მანჩესტერი “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართავს, VIP ლოჟაში დაპატიჟა. მატჩის შემდეგ კი უოკერი ფეხბურთელებსაც […]
მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 მილანი (მიმოხილვა)
კვირას, 7 მარტს, პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა “ეტიჰადზე” გაიმართება. გვარდიოლას “სიტი” სულშერის “იუნაიტედს” უმასპინძლებს. მანჩესტერული დერბი გულშემატკივრებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. პეპ გვარდიოლას გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ბოლო 21 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს, მათ შორის, პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ზედიზედ. რაც შეეხება სულშერის “იუანიტედს”, “წითელმა ეშმაკებმა” ბოლო სამი შეხვდრა ნულოვანი […]