“დარჩეს, მაგრამ სხვა როლი მოირგოს” – კონორ მაკგრეგორი სულშერს მხარს უჭერს
შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელმა, კონორ მაკგრეგორმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს, სოციალურ ქსელში, ნორვეგიელი სპეციალისტის მისამართით არსებული კრიტიკის ქარცეცხლის საპასუხოდ, მისი მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. UFC-ის სუპერვარსკვლავმა და “წითელი ეშმაკების” გულშემატკივარმა Twitter-ზე სულშერის დამცავი სიტყვები დაწერა და “ოლდ ტრაფორდზე” არსებული პრობლემებზე ისაუბრა. “იუნაიტედში პრობლემა” არის ის, რომ უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი ესაუბრება ერთმანეთს, თანატოლები. თქვენ გჭირდებათ […]
“დიდი ტყუილი” – პოგბა სულშერთან დაპირისპირებას უარყოფს
“ლივერპულთან” გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლ პოგბამ ოლე გუნარ სულშერთან კომუნიკაცია შეწყვიტა. The Sun-ის სტატიაში ეწერა, რომ ამის შემდეგ პოგბამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების გაგრძელებაც აღარ ისურვა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ნახევარმცველმა აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოფიციალურად უპასუხა და ის “ფეიკ ნიუსად” მოიხსენა: “დიდი ტყუილები სათაურების შესაქმნელად,” – წერს პოგბა. Big […]
“მკვლელი ბავშვის თვალებით” და სხვები: პრემიერლიგის მწვრთნელები 14 წლის ასაკში
იყო პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. როცა აცნობიერებ, რომ სამყაროში მილიონობით ადამიანი ოცნებობს შეასრულოს შენი საქმე, იძულებული ხარ, მუდმივად ყურადღებით იყო და ეცადო საკუთარი საქმე მაქსიმალური კონცენტრაციითა და მინიმალური შეცდომებით შეასრულო. ამრიგად, ეს საქმე ბევრ უძილო ღამესაც უდრის, რის მერეც გარეგნობა ისეთ ადამიანსაც კი შეეცვლება, რომელსაც თავის დროზე “ბავშვის […]
100 შეხვედრის ჯამში სულშერის შედეგი ფერგიუსონის შედეგზე უკეთესი იქნება
პირველ ნოემბერს პრემიერ ლიგის მე-7 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “არსენალს” უმასპინძლებს, აღნიშნული შეხვედრა “წითელი ეშმაკების” ნორვეგიელი სპეციალისტისთვის რიგით მე-100 იქნება “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ოლე გუნარ სულშერის გამარჯვების პროცენტი უკეთესი იქნება, ვიდრე ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონისა. “მანჩესტერ იუნაიტედის” მხოლოდ ორ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ექნება სულშერზე უკეთესი შედეგი 100 შეხვედრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ნორვეგიელი “მანჩესტერ […]
დიდი წმენდა მანჩესტერ იუნაიტედში – ვინ დატოვებს კლუბს?
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, “მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი წმენდა განხორციელდება. The Telegraph-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” იანვარში ფილ ჯონსთან, მარკოს როხოსთან, სერხიო რომეროსთან, დიეგო დალოტთან და ანდრეას პერეირასთან განშორებას გეგმავენ. ცოტა ხნით ადრე, ოლე გუნარ სულშერმა გაამჟღავნა, რომ მისი კლუბის ხელმძღვანელობა როხოსა და რომეროსთვის ახალი კლუბის მოძებნას აპირებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]
ედინსონ კავანის სადებიუტო გოლი მანჩესტერ იუნაიტედში (ვიდეო)
ერთი ლამაზი დღე საყვარელ კლუბთან ერთად – მანჩესტერის დასაფასებელი საქციელი
37 წლის პოლ უოკერი, მანჩესტერ “იუნაიტედის” გულშემატკივარია მთელი ცხოვრების განმავლობაში. მას უკურნებელი დაავადება დაუდგინდა და სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა. ამ ფაქტის გაგების შემდეგ, მანჩესტერ “იუნაიტედის” თავკაცი – ოლე გუნარ სულშერი, პოლ უოკერს დაუკავშირდა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე საშინაო მატჩზე, რომელსაც მანჩესტერი “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართავს, VIP ლოჟაში დაპატიჟა. მატჩის შემდეგ კი უოკერი ფეხბურთელებსაც […]
ვან პერსი: “იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიყვარს, სულშერს საკმარისი დრო სჭირდება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება, მხარს უჭერს. “მწვრთნელების გათავისუფლების საკითხში მე იმპულსური გადაწყვეტილებების მომხრე არ ვარ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სულშერს უნდა მიეცეს დრო საკუთარი იდეების განსახორციელებლად. იმედი მაქვს, რომ ის კლუბის ხელმძღვანელობისგან საკმარის ნდობას მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, “ბასაქშეჰირთან” მატჩი საკმარისად კარგი არ იყო. […]
თამაში, რომლის დახმარებითაც სულშერმა ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ ისწავლა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ მან ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ “ფანტასტიკური” თამაშის, “საფეხბურთო მენეჯერის სერიის” დახმარებით ისწავლა. ნორვეგიელმა პოპულარული თამაშისადმი სიყვარული Dagbladet- თან ინტერვიუში 2016 წელს, “მიოლდეს” თავკაცობის პერიოდში გაამხილა. სკანდინალვიელის თქმით, ის “საფეხბურთო მენეჯერით” ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა ფეხბურთს თავად თამაშობდა და ეს მას სამწვრთნელო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარა. I can’t […]
მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 მილანი (მიმოხილვა)
მანჩესტერ იუნაიტედის რეკორდი – წითელმა ეშმაკებმა ეს ისტორიაში პირველად მოახერხეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, “პარი სენ-ჟერმენმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და – 1:2 დამარცხდა. საინტერესოა, რომ “წითელმა ეშმაკებმა” ისტორიაში პირველად მოახერხეს და ყველა ტურნირზე, სტუმრად ჩატარებული ბოლო 10 მატჩი მოიგეს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი გოლი, რომელიც ინგლისელებმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გაიტანეს, მარკუს რაშფორდის აქტივშია. საინტერესოა ისიც, […]
28 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონში, „ჩელსისთან“ სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა და თავისი ძალიან ცუდი სტატისტიკა ტოპ 6-ის წარმომადგენელი გუნდების წინააღმდეგ კიდევ უფრო „გაიმყარა“. ამ სეზონში “იუნაიტედმა” შვიდი მატჩი ჩაატარა “ჩელსის”, “ტოტენჰემის”, “არსენალის”, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ და ვერცერთი მოიგო. Played: 7 Won: 0 Scored: 1 Man Utd are […]