საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობას, რომელიც ბაქოში გასამართ გრანდ სლემისთვის იყო ცნობილი, კიდევ ორი სპორტსმენი დაემატა. 100 კგ წონით კატეგორიაში, სადაც არც ერთი ქართველი ძიუდოისტი არ იყო დარეგისტრირებული, ტურნირზე ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე იასპარეზებენ. ოლიმპიადის მოგების შემდეგ, ლაშა ბექაური თავის პირველ ტურნირს იჭიდავებს. ბაქოში ვიხილავთ ასევე ტოკიო 2020-ის ვერცხლის მედალოსნებს – ლაშა შავდათუაშვილს, გურამ თუშიშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს. საქართველოს […]