ოთარ კაკაბაძემ ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, გულშემატკივარს მიმართა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამაიმედებელი განცხადება გააკეთა. “მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია. ჩამოვედი […]
ვლადიმირ ვაისი: “შემადგენლობაში არაერთ ცვლილებას ვგეგმავთ, სომხეთთან განსხვავებული თამაში იქნება”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს, ნეიტრალურ არენაზე, პოლონეთში დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირი ვაისმა პოლონეთში მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მისი გუნდის მომზადებასა და და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს. “ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება […]
კაკაბაძე: “ლუცერნი ჩემს გულში დარჩება”
ოთარ კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა – ქართველი ფეხბურთელი “ტენერიფეს” ოფიციალურად შეუერთდა. 25 წლის მარჯვენა მცველი “ლუცერნს” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა. “ოფიციალურად, დღეიდან აღარ ვარ ლუცერნის წევრი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს და კლუბის ყველა წევრს. დიდი სიამოვნება იყო თქვენთან მუშაობა. გისურვებთ წარმატებებს მიმდინარე და მომდევნო სეზონებში. “ლუცერნი” სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში,” – დაწერა კაკაბაძემ. ოფიციალურად, […]
კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა – ნაკრების მცველი ლა ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე ესპანეთში ბრუნდება. ქართველი მარჯვენა მცველი კარიერას ესპანურ “ტენერიფეში” გააგრძელებს, რომელიც ლა ლიგა 2-ში გამოდის. 25 წლის ფლანგელმა შვეიცარიული “ლუცერნი” დატოვა და ახალ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს კაკაბაძისთვის კარიერაში მეორე ესპანური კლუბია, 2016-18 წლებში იგი “ხიმნასტიკში” ირიცხებოდა. წინა სეზონში “ტენერიფემ” ლა ლიგა 2-ში მე-12 პოზიცია დაიკავა მიმდინარე გათამაშებაში კი თითო-თითო […]
საქართველო 1:0 ინგლისი – სად არიან ახლა ფეხბურთელები?
ზუსტად 8 წლის წინ, 2012 წლის 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სენსაცია მოახდინა და ბოლო წუთზე გატანილი გოლით ინგლისი დაამარცხა. ამ თაობამ თბილისში გამართულ შესარჩევ ეტაპზე ესპანეთისა და ინგლისის ჯგუფში ჩატოვება მოახერხა, ევრო 2012-ზე კი, გერმანიასთან და საფრანგეთთან მოხვედრის მიუხედავად, პლეი-ოფში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაზე ნიდერლანდების 17-წლამდე ნაკრებთან ბოლო წუთებზე დავმარცხდით. ახლა […]
ოთარ კაკაბაძე: “საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს”
თითქმის ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ოთარ კაკაბაძემ ვარჯიში განაახლა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ბოლოს ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა, რომლის 39-ე წუთზეც ტრავმის მიზეზით შეცვალეს. 24 წლის ქართველ ფეხბურთელს 2020 წლიდან ახალი გამოწვევები ელოდება. მისი “ლუცერნი” ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში სათამაშო ფორმას აუმჯობესებს, წინ კი ერთა ლიგის დასკვნითი, საპასუხისმგებლო ეტაპია. ამ და სხვა თემების შესახებ კაკაბაძემ […]
ოთარ კაკაბაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და 1:2 წააგო. ამხანაგურ მატჩში ქართველები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, რის შემდეგაც ვაისის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუშვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ოთარ კაკაბაძემ, რომელიც რებიჩთან ორთაბრძოლისას დაშავდა. 24 წლის მარჯვენა მცველმა ეპიზოდის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა. საბედნიეროდ, ოთარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ქართველი ფეხბურთელი ამის შესახებ […]
კაკაბაძის საგოლე გადაცემამ ლუცერნი მარცხისგან ვერ იხსნა
შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში, “ლუცერნმა” “ლუგანო” მიიღო და საკუთარ კედლებში (1:2) დამარცხდა. უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაში სრულად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ. მასპინძელთა ქართველმა მარჯვენა მცველმა თავისი გუნდის ერთადერთი გოლისას ასისტენტობაც გასწია. საქართველოს ნაკრების ფლანგელმა საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი თანაგუნდელს თავით დასარტყმელ პოზიციაზე ზუსტად გადააწოდა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში მეორე საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, კაკაბაძის […]
კაკაბაძის პენალტი კრისტალ პალასის კარში (ვიდეო)
ევრო 2012 U17 – სად არიან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ახლა?
2012 წელს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და ურთულესი ჯგუფიდან (ინგლისი, ესპანეთი, უკრაინა) ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველო ტურნირზეც უძლიერეს ჯგუფში მოხვდა (გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია) და იქიდანაც მოახერხა ნახევარფინალში გასვლა სადაც რუმინელი მსაჯის მარიუს ავრამის ავადსახსენებელი ქმედებების გამო მომავალ ჩემპიონ ჰოლანდიასთან 2:0 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მაშინ უძლიერესმა მეტოქეებმა ითამაშეს. საფრანგეთიდან: კლემენ ლენგლე, ენტონი […]