ოთარ კაკაბაძემ ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, გულშემატკივარს მიმართა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამაიმედებელი განცხადება გააკეთა. “მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია. ჩამოვედი […]
ოთარ კაკაბაძის ეფექტური თამაში და საგოლე პასი | VIDEO
კაკაბაძე: “ლუცერნი ჩემს გულში დარჩება”
ოთარ კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა – ქართველი ფეხბურთელი “ტენერიფეს” ოფიციალურად შეუერთდა. 25 წლის მარჯვენა მცველი “ლუცერნს” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა. “ოფიციალურად, დღეიდან აღარ ვარ ლუცერნის წევრი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს და კლუბის ყველა წევრს. დიდი სიამოვნება იყო თქვენთან მუშაობა. გისურვებთ წარმატებებს მიმდინარე და მომდევნო სეზონებში. “ლუცერნი” სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში,” – დაწერა კაკაბაძემ. ოფიციალურად, […]
კაკაბაძის საგოლე გადაცემამ ლუცერნი მარცხისგან ვერ იხსნა
შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში, “ლუცერნმა” “ლუგანო” მიიღო და საკუთარ კედლებში (1:2) დამარცხდა. უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაში სრულად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ. მასპინძელთა ქართველმა მარჯვენა მცველმა თავისი გუნდის ერთადერთი გოლისას ასისტენტობაც გასწია. საქართველოს ნაკრების ფლანგელმა საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი თანაგუნდელს თავით დასარტყმელ პოზიციაზე ზუსტად გადააწოდა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში მეორე საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, კაკაბაძის […]
“ბათუმში თამაში და გულშემატკივარი განსაკუთრებული მომენტია” – კაკაბაძე ოქტომბრის მატჩების შესახებ საუბრობს
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა “ჯვაროსნების” 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მზადების პროცესში, მოახლოებულ შეხვედრებზე ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა, ოთარ […]
ოთარ კაკაბაძე: “თითოეული ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება”
მოახლოებული ისტორიული შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ კომენტარი გააკეთა. “სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. […]