ერნანდესმა პარი სენ-ჟერმენთან პერსონალური პირობები შეათანხმა
“პარი სენ-ჟერმენი” ლუკას ერნანდესის ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ და მიუნხენურ გრანდებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ერნანდესსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის პერსონალური პირობები შეთანხმებულია და ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ პარიზში სურს გადასვლა.
“ლეოს ბარსელონაში დაბრუნება სურს” – ხორხე მესი
არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ფრანგული და ესპანური მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებენ იმის შესახებ, რომ მესი “ბარსელონაში” დაბრუნებასთანაა ახლოს. მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ის გარემოებაც ამყარებს, რომ ხორხე მესი “ბლაუგრანას” პრეზიდენტს შეხვდა და სუპერვარსკვლავის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართა მოლაპარაკებები. ხორხე მესისა და ჟოან ლაპორტას შეხვედრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მოგვიანებით, […]
“კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენისთვის იდეალური შენაძენი იქნება” – ESPN
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ევროპული ფეხბურთის წამყვანი კლუბები არაერთი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან. სატრანსფერო ციებ-ცხელების დაწყებამდე, მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას შესაძლო ტრანსფერები და ვარსკვლავებში გადახდილი კოლოსალური თანხები წარმოადგენს. ავტორიტეტული მედია საშუალება ESPN-ი იმ ვარსკვლავების სიას აქვეყნებს, რომლებიც გრანდებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ESPN-ის რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. […]
“მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ” – ბარსას პრეზიდენტი
კატალონიური გრანდის პრეზიდენტი – ჟოან ლაპორტა, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერის შესაძლებლობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კატალონიელები მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. “მესის დაბრუნება? რა თქმა უნდა, ამის შესახებ ვფიქრობთ – აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უძლიერესი გუნდი გვყავდეს. ვნახოთ, დაგვიდასტურებენ, თუ არა ჩვენს გეგმას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მესი დავიბრუნოთ”, – ჟოან ლაპორტა. შეგახსენებთ, ლა ლიგის […]
ხორხე მესი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესი პროფესიონალურ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. რამდენიმე გავლენიანი წყარო აღნიშნავს, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი “ალ ჰილალს” შეუთანხმდა. პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, ხორხე მესი გამოეხმაურა – სუპერვარსკვლავის მამა აღნიშნავს, რომ არავითარი შეთანხმება არაა მიღწეული და მესის ტრანსფერი მხოლოდ ჭორია. “მომავალ სეზონთან დაკავშირებით, არცერთ კლუბთან, აბსოლუტურად არავითარი შეთანხმება არაა მიღწეული. გადაწყვეტილებას […]
მცირე დეტალი, თუ დიდი დაბრუნება? – მესიმ ბარსას ფანები აღაფრთოვანა
კატალონიური გრანდის ფანებს მტკიცედ სწამთ, რომ ლეო მესი კვლავ “ბლაუგრანას” მაისურს მოირგებს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის დაბრუნების იმედს ფანები არ კარგავენ – მესის მიერ Instagram-ზე განხორციელებულმა მცირე ცვლილებამ კი გულშემატკივრებს კიდევ უფრო დიდი იმედი ჩაუსახა. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, ლეო მესიმ “Highlights”-ში, FCB – ანუ “ბარსელონა” დააბრუნა, რომელიც პარიზულ გრანდში გადასვლის შემდეგ წაშლილი ჰქონდა. განყოფილებებში ასევე გვხვდება “Selección” […]
პარი სენ-ჟერმენის ფანებმა მესი გააკრიტიკეს
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბაიერნის” დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:1 დასრულდა. უმნიშვნელოვანესი მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვიდეო განთავსდა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ნეიმარი თავგანწირული იბრძვის და ცდილობს “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელებს ბურთი აართვას – საპირისპიროდ, ლეო მესი მოედანზე ნელი ნაბიჯებით გადაადგილდება და თანაგუნდელს მეტოქის პრესინგში არ ეხმარება. სოციალურ […]
“ბაიერნს აგრესიულად უნდა შევუტიოთ და დისკომფორტი ვაგრძნობინოთ” – მბაპე
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი დაბრუნდა – ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბაიერნის” დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით, 0:1 დასრულდა. პარიზულ გრანდს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, რომლის რეალიზებაც ვერ შეძლო – კილიან მბაპეს კი თამაშგარე მდგომარეობის გამო 2 გოლი არ ჩაუთვალეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში მბაპემ მარცხით გამოწვეული იმედგაცრუება […]
“დაბრუნებით უზომოდ ბედნიერი ვარ” – კრიშტიანუ რონალდუ
საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი შედგა. “მეფე ფაჰდის სტადიონზე” “ალ-ჰილალისა” და “ალ-ნასრის” საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა. ალ აჰლი & ალ ჰილალი 4:5 პსჟ (მიმოხილვა) კრიშტიანუ რონალდუს დუბლი პსჟ-ს წინააღმდეგ | VIDEO მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა – ჯამში მაყურებელმა 9 გოლი იხილა. საბოლოოდ, საუკეთესო თერთმეტეული პარიზულ გრანდთან […]
ენდრიკი მისი კუმირის ნაკვალევს მიჰყვება
16 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის შესაძენად გაჩაღებულ ბრძოლაში მადრიდის “რეალმა” გაიმარჯვა. “პარი სენ-ჟერმენი”, “ბარსელონა”, “რეალი” და ევროპული ფეხბურთის რამდენიმე ფლაგმანი უნიჭიერესი ბრაზილიელის გადასაბირებლად იბრძოდა, თუმცა გამარჯვება “სამეფო კლუბს” დარჩა. “რეალი” თავდამსხმელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს გადაიხდის. ენდრიკი ,,რეალში” 2024 წლის ივლისიდან ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. როგორც ჩანს, ენდრიკის გადაწყვეტილებაზე გავლენა კრიშტიანუ რონალდუმ […]
Elfutbolero – კვარაცხელია პარიზში მესის ჩაანაცვლებს?!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, გავლენიანი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშია. იტალიური, ფრანგული, ინგლისური და ამერიკული ტაბლოიდები, კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერენ და მისი მომავლის შესახებ სპეკულირებენ. Elfutbolero ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს. რონალდუ, ლუკაკუ, ლეაო – კვარაცხელიამ ვარსკვლავები დაჩრდილა! ,,კვარადონა ნეაპოლში ბრწყინავს” – რა გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას თამაშს? […]
The Athletic – მესი ინტერ მაიამის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა
The Athletic, Eurosport და სხვა გავლენიანი მედია საშუალებები, ლეო მესის ტრანსფერის შესახებ აქტიურად სპეკულირებენ. უკანასკნელი ცნობების თანახმად, არგენტინელი სუპერვარსკვლავი “ინტერ მაიამის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. წყაროს მტკიცებით, MLS-ის ბინადარი გუნდი, მესის ტრანსფერს მომავალ წელს გეგმავს და მის გადასაბირებლად ყველა ღონეს იხმარს. აღნიშნულ ინფორმაციას, “ინტერ მაიამის” წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი – დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. […]