პრემიერ ლიგის 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნების მიხედვით
პრემიერ ლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ჩემპიონატია. აქ თავმოყრილია უამრავი ლეგიონერი, რომლებმაც ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს. ცნობილმა გამოცემა “Givemesport-მა” დაასახელა სხვადასხვა ეროვნების 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც პრემიერ ლიგაში უთამაშიათ. არგენტინა 1) სერხიო აგუერო 2) კარლოს ტევესი 3) პაბლო საბალეტა 4) ხავიერ მასკერანო 5) გაბრიელ ჰაინცე ბელგია 1) ედენ აზარი 2) კევინ დე ბრუინი […]
პატრის ევრა ფიქრობს, რომ ბენზემას მისმა თანაგუნდელებმა უღალატეს
პატრის ევრამ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ქარიმ ბენზემას მიმართ ცივი დამოკიდებულებისთვის გააკრიტიკა. ქარიმ ბენზემას ბარძაყის ტრავმის გამო, კატარის მუნდიალის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ მას თამაში არ შეეძლო, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მაინც სურდა გუნდთან ერთად დარჩენა. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა და ოქროს ბურთის მფლობელს კატარის დატოვება მოუწია. SBNation-ის თქმით, მოთამაშეების უმრავლესობას ბენზემას […]
ევრა ფეხბურთს თავს ვერ ანებებს – მანჩესტერის ვარსკვლავი უჩვეულო ამპლუაში
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა – პატრის ევრამ ფეხბურთთან განშორება ვერ შეძლო. ევრას პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად, 2019 წელს დასრულდა – თუმცა ფრანგმა ვარსკვლავმა ინგლისის რანგით მე-11 დივიზიონში მოასპარეზე კლუბის მაისური მოირგო და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა. კარიერის განმავლობაში ევრა მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა – ასაკის მატებასთან ერთად, ევრას ფლანგის სრული კონტროლი […]
ყოფილმა ფეხბურთელმა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ და კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელმა პატრის ევრამ ლიონელ მესი გააკრიტიკა და მისი შრომისმოყვარეობა გააკრიტიკა. “მესი, რომ რონალდუსავით შრომისმოყვარე იყოს 15 ოქროს ბურთი ექნებოდა.“ აღნიშნული კრიტიკა “პსჟ-ს” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას მოჰყვა. პარიზელები “ბაიერნთან, ორი შეხვედრის ჯამში, 3:0 დამარცხდნენ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ. ევრა ერთადერთი არ იყო ვინც მესის ასპარეზობამ […]
პსჟ-მ ევრას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ “იუნაიტედისა” და “პსჟ”-ს საპასუხო მატჩში, რეშფორდის გოლის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და პოგბასთან ერთად ვიდეო ჩაწერა. აღნიშნული ფაქტით გაღიზიანებულმა პარიზულმა გუნდმა ფრანგს UEFA-ში უჩივლა. “ხალხი მეკითხება, პატრიკ, რა გემუქრება? არ ვიცი, სავარაუდოდ ისინი ჩემს აიფონს გატეხავენ და პაროლს შეცვლიან,” – განაცხადა ევრამ
კავანის ისტორია: როცა რასიზმისთვის გსჯიან, მაგრამ თითქოსდა, არაფერი დაგიშავებია
რასიზმი გლობალური პრობლემაა, რომელსაც ფესვები ფეხბურთშიც აქვს გადგმული: ხშირია შემთხვევები, როდესაც ფერადკანიან ფეხბურთელებს, მათ შორის ვარსკვლავებს, ბანანებს ესვრიან და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახიან – ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მათი კანის ფერი განსხვავებულია. ფეხბურთის საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ასოციაციები, რასიზმის წინააღმდეგ არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამენ, რაც უდავოდ, მისასალმებელია. თუმცა ის, რის გამოც ახალხან ურუგვაელი ფეხბურთელი, ედინსონ […]
ოფიციალურად: პატრის ევრამ კარიერა დაასრულა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 38 წლის პატრის ევრამ 20 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახალი გამოწვევის მისაღებად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ევრა მწვრთნელის ამპლუაში მოსინჯავს ძალებს. ფეხბურთელის რანგში, ევრამ განსაკუთრებულ წარმატებას “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში მიაღწია, სადაც პრემიერ ლიგის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა. 2018/19 წლების სეზონი, ფრანგმა ფეხბურთელმა “ვესტ ჰემში” გაატარა […]
რონალდუ კოკა-კოლას წინააღმდეგ | “დალიეთ წყალი”
ცნობილი ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჯანსაღი ცხოვრების აქტიური მიმდევარია და მხოლოდ სასარგებლო პროდუქტით იკვებება. ამისი მორიგი ნათელი დასტური იყო ევროპის ჩემპიონატზე გამართული პრესკონფერენცია, სადაც პორტუგალიელის წინ კოკა-კოლის ორი ბოთლი იდო – რონალდუმ ორივე მათგანი გვერდით გადადო და სანაცვლოდ, ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოკა-კოლა ევრო 2020-ის ოფიციციალური სპონსორია, რონალდუს ეს საერთოდ არ ადარდებდა. […]
ევრა: “ნება მომეცით, გითხრათ – რატომ მიყვარს ეს თამაში”
არაფერი მქონდა. არაფერი გვქონდა. მაგრამ ვცხოვრობდი ისე, თითქოს ყველაფერი გამაჩნდა. ესაა ჩემი ცხოვრების საიდუმლო. ყველა ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი – ყველა ადამიანს შეუძლია, ეს თამაში უყვარდეს. ცხოვრების ამგვარი ხედვის გარეშე, მე ვერ ვიქნებოდი ადამიანი, რომელმაც კარიერა დაასრულა – ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში, “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშა. ცხოვრებაზე ასე რომ არ მეფიქრა, სავარაუდოდ, ვიჯდებოდი პარიზში, […]
CR7 – სამაგალითო სპორტსმენი | რას იხსენებენ ფერდინანდი და ევრა რონალდუზე
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ, მისი მენტალიტეტითა და მიზანდასახულობით რომ ყველასგან გამორჩეულია, ეს ამბავი თითქოს ყველასთვის ნაცნობია, თუმცა გარკვეულწილად ზედაპირულ დონეზე და აუცილებელია დეტალებში ჩასვლა და მისი გააზრებაც, რადგან უფრო მკვეთრი იყოს იმ სულისკვეთების აღქმა, რასაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საკუთარ სპორტულ კარიერაში “აბანდებს”. რიო ფერდინანდის ისტორია “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ როდესაც […]
პატრის ევრამ არსენალი დატროლა
პრემიერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, “შეფილდთან” განცდილი მარცხის შემდეგ (1:0) პატრის ევრამ “არსენალი” დატროლა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავის მტკიცებით, “არსენალის” ფეხბურთელები მენტალურად ჩამოუყალიბებელი ბავშვები არიან. “10 წლის წინ მათ “ჩემს ბავშვებს” ვეძახდი – დღესაც ასეა. ვუყურებ მათ თამაშს და ვფიქრობ კვლავ “ჩემი ბავშვები” არიან. ეს არის სიმართლე და ამ სიტყვებით არანაირ უპატივცემულობას არ ვიჩენ.” “ისინი […]