ყოფილმა ფეხბურთელმა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ და კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელმა პატრის ევრამ ლიონელ მესი გააკრიტიკა და მისი შრომისმოყვარეობა გააკრიტიკა. “მესი, რომ რონალდუსავით შრომისმოყვარე იყოს 15 ოქროს ბურთი ექნებოდა.“ აღნიშნული კრიტიკა “პსჟ-ს” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას მოჰყვა. პარიზელები “ბაიერნთან, ორი შეხვედრის ჯამში, 3:0 დამარცხდნენ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ. ევრა ერთადერთი არ იყო ვინც მესის ასპარეზობამ […]
CR7 – სამაგალითო სპორტსმენი | რას იხსენებენ ფერდინანდი და ევრა რონალდუზე
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ, მისი მენტალიტეტითა და მიზანდასახულობით რომ ყველასგან გამორჩეულია, ეს ამბავი თითქოს ყველასთვის ნაცნობია, თუმცა გარკვეულწილად ზედაპირულ დონეზე და აუცილებელია დეტალებში ჩასვლა და მისი გააზრებაც, რადგან უფრო მკვეთრი იყოს იმ სულისკვეთების აღქმა, რასაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საკუთარ სპორტულ კარიერაში “აბანდებს”. რიო ფერდინანდის ისტორია “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ როდესაც […]
ევრა | “გვარდიოლას საკუთარ გუნდში ლიდერები არ სჭირდება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა – პატრის ევრა, პეპ გვარდიოლას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ესპანელ სპეციალისტს გუნდში ლიდერების ყოლა არ სურს. ევრას მტკიცებით, მას არ შეუძლია ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებიც ხასიათით, ლიდერები არიან. ევრას კრიტიკა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის დრამატულმა ნახევარფინალურმა მატჩმა განაპირობა, რომლის დროსაც “მანჩესტერ სიტიმ” 11 წუთში 3 გოლი გაუშვა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს გამოეთიშა. […]
ევრა ფეხბურთს თავს ვერ ანებებს – მანჩესტერის ვარსკვლავი უჩვეულო ამპლუაში
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა – პატრის ევრამ ფეხბურთთან განშორება ვერ შეძლო. ევრას პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად, 2019 წელს დასრულდა – თუმცა ფრანგმა ვარსკვლავმა ინგლისის რანგით მე-11 დივიზიონში მოასპარეზე კლუბის მაისური მოირგო და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა. კარიერის განმავლობაში ევრა მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა – ასაკის მატებასთან ერთად, ევრას ფლანგის სრული კონტროლი […]
ევრა: “ნება მომეცით, გითხრათ – რატომ მიყვარს ეს თამაში”
არაფერი მქონდა. არაფერი გვქონდა. მაგრამ ვცხოვრობდი ისე, თითქოს ყველაფერი გამაჩნდა. ესაა ჩემი ცხოვრების საიდუმლო. ყველა ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი – ყველა ადამიანს შეუძლია, ეს თამაში უყვარდეს. ცხოვრების ამგვარი ხედვის გარეშე, მე ვერ ვიქნებოდი ადამიანი, რომელმაც კარიერა დაასრულა – ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში, “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშა. ცხოვრებაზე ასე რომ არ მეფიქრა, სავარაუდოდ, ვიჯდებოდი პარიზში, […]
ევრა: ,,ჰოლანდის გაფორმების შემდეგ, სიტის მარცხს გამართლება არ ექნება”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, ,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე, ისაუბრა: ,,ჰოლანდი მონსტრია. ის ფიზიკურ უპირატესობას ოსტატურად იყენებს და კარის წინ ძალიან საშიშია. ერლინგი მისი ზომის ადამიანისთვის ზედმეტად მოქნილი და სწრაფიცაა. ,,მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგა თავდამსხმელის გარეშე მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში ამან ხელი შეუშალა. ახლა ,,ქალაქელებს” დამარცხების შემთხვევაში გასამართლებელი მიზეზი […]
ევრამ ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა
ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 38 წლის მარცხენა მცველი სხვადასხვა დროს “იუვენტუსის”, “მარსელის”, “ვესტ ჰემისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურს ირგებდა. “წითელი ეშმაკების” რიგებში მან 379 მატჩი ჩაატარა. ყოფილი ფრანგი ფეხბურთელის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ვან დერ საარი, დანი ალვეში, ჯორჯო კიელინი, რიო ფერდიდანდი, პატრის ევრა, პოლ სქოულზი, ანდრეა […]
ვან პერსიმ 5 ფავორიტი მანჩესტერელი თანაგუნდელი დაასახელა
რობინ ვან პერსი მანჩესტერ “იუნაიტედში” 2012 წელს გადავიდა. ჰოლანდიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ “არსენალმა” 24 მილიონი ევრო მიიღო. “წითელი ეშმაკების” ყოფილმა წევრმა, 5 ფავორიტი მანჩესტერელი თანაგუნდელი დაასახელა. “არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ყველა მათგანი საკუთარ სტილით იყო შთამბეჭდავი. ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა გამოხატავდეს საკუთარ თავს და ეს მოთამაშეები სწორედ ამიტომ იყვნენ ძლიერები – ისინი აჩვენებდნენ ყველას თავის ბუნებას. […]
კავანის ისტორია: როცა რასიზმისთვის გსჯიან, მაგრამ თითქოსდა, არაფერი დაგიშავებია
რასიზმი გლობალური პრობლემაა, რომელსაც ფესვები ფეხბურთშიც აქვს გადგმული: ხშირია შემთხვევები, როდესაც ფერადკანიან ფეხბურთელებს, მათ შორის ვარსკვლავებს, ბანანებს ესვრიან და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახიან – ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მათი კანის ფერი განსხვავებულია. ფეხბურთის საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ასოციაციები, რასიზმის წინააღმდეგ არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამენ, რაც უდავოდ, მისასალმებელია. თუმცა ის, რის გამოც ახალხან ურუგვაელი ფეხბურთელი, ედინსონ […]
ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი კრივით დაინტერესდა
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, “ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი – დირკ კიუიტი, ახალი გამოწვევის მისაღებად ემზადება. მერსისაიდული გრანდის ყოფილ შემტევს, საკუთარი ძალების გამოცდა კრივში სურს. 41 წლის კიუიტი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2017 წელს “ფეიენოორდის” მაისურით დაამთავრა კრივით სერიოზულად დაინტერესდა და რინგზე ბრძოლის გამართვა სურს. კიუიტი რომელიმე ცნობილ სპორტსმენთან დაპირისპირების სურვილს გამოთქვამს. “როგორც ყოფილი ფეხბურთელი, შესანიშნავად ვხვდები […]
მეგობრობა მოედნის მიღმა | ევრამ პარკს შვილი მოანათლინა
პატრის ევრამ დაადასტურა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ჯი-სუნ პარკი, მისი შვილის ნათლიაა. ჯერ კიდევ აპრილში, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შვილის ნათლია სამხრეთ კორეელი ნახევარმცველი იქნებოდა. “ის საოცარი ადამიანია. როდესაც შვილი მეყოლება, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ პარკი მისი ნათლია იქნება”, – განაცხადა ევრამ. ზემოთხსენებულიდან 2-კვირაში ევრას და მის მეუღლეს, […]