იუვენტუსმა ახალი სეზონისთვის ნარინჯისფერი ფორმა წარადგინა (ვიდეო)
ტურინის “იუვენტუსმა” 2020/21 წლების სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა. “ბებერი ქალბატონის” სარეზერვო ეკიპირება შემდეგ სეზონში ნარინჯისფერი იქნება და მისი ნაწილი შავ ფერში იქნება გადაწყვეტილი, რაც საღებავის ლაქებს წააგავს. “ზებრების” ტექნიკური სპონსორი კვლავინდებურად გერმანული კომპანია “ადიდასი” იქნება. “ბიანკონერის” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ახალი მაისურებით პაულო დიბალა, კრიშტიანუ რონალდუ, მატეის დე ლიხტი, დუგლას კოშტა, ლეონარდო ბონუში […]
პაულო დიბალა პრემიერლიგის გრანდში გადადის?!
არგენტინის ნაკრებისა და იტალიური “იუვენტუსის” 25 წლის შემტევი – პაულო დიბალა “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება. ცნობილი სპორტული გამოცემა “caughtoffside”-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” არგენტინელი ვარსკვლავისთვის €120 მილიონი გამოჰყო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისურ კლუბთან ერთად დიბალასთვის ესპანური გრანდი – მადრიდის “რეალი” იბრძვის.
ატალანტა 1:3 იუვენტუსი (მიმოხილვა)
ატლეტიკო იუვენტუსის შემტევს უმიზნებს
მადრიდის “ატლეტიკო” “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევით ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებს “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალას შეძენა სურთ. ესპანური კლუბი აღნიშნულ ტრანსფერში ალვარო მორატას ჩართვას იმედოვნებს, რომელიც 2020-21 წლების სეზონში “იუვენტუსში” იჯარის წესით იმყოფება. TNT Sports- ის ინფორმაციით, “ატლეტიკო” მზადაა პაულო დიბალას სანაცვლოდ ტურინულ გრანდს ალვარო მორატა და 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. ტრანსფერი სავსებით რეალურია, რადგან დიბალათი […]
იუნაიტედი ზაფხულში იუვეს ვარსკვლავში 120 მილიონს გადაიხდის?!
“მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავს, პაულო დიბალას მიუბრუნდა. Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური გუნდი 25 წლის ფეხბურთელში 120 მილიონ ევროს გადაიხდის. სოლსკიაერის გუნდში დიბალას მოისაზრებენ, როგორც რომელუ ლუკაკუს შემცვლელს. იმ შემთხვევაში, თუ “იუნაიტედი” ზაფხულში ბელგიელ ფორვარდს გაყიდის, გუნდი დიბალას შეძენას აუცილებლად შეეცდება. ინგლისურ პრესაში იწერება, რომ “იუვესა” და “იუნაიტედს” შორის, შესაძლოა, გარკვეული გაცვლაც მოხდეს.
ალეგრი: ,,რაღაც მომენტში დიბალას ეგონა, რომ მესი იყო”
,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, პაულო დიბალაზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში ტურინულ გუნდს დატოვებს: ,,დიბალა საკუთარ თავს უნდა დაუბრუნდეს. რაღაც მომენტში პაულოს ეგონა, რომ ახალი მესი იყო. არ შეიძლება ვინმეს კოპირება ან ვინმეს მიბაძვა. დიბალას შეუძლია, ფეხბურთს ბევრი მისცეს, მას გამორჩეული ტექნიკური თვისებები აქვს. მან საკუთარი თავი უნდა იპოვოს,” – ალეგრის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს. პაულო დიბალა […]
პაულო დიბალამ იუვენტუსის უპირატესობა განამტკიცა (ვიდეო)
პაულო დიბალას ტრავმის სიმძიმე ცნობილია
იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მოგებულ შეხვედრაში, “სასუოლოსთან” (3:1), ტურინის “იუვენტუსის” შემტევმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება 42-ე წუთზე, იძულებით მოუწია. არგენტინელ ათიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მისი დიაგნოზი უკვე ცნობილია. 27 წლის ფეხბურთელი მარცხენა მუხლის იოგები დაიზიანა და გამოჯანმრთელებისთვის 15-დან 20 დღემდე დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პაულო გამოტოვებს არამხოლოდ იტალიის თასის 1/8-ფინალური […]
დიბალა იუვენტუსს ტოვებს?
ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი, პაულო დიბალა შესაძლოა ახალი სეზონიდან ახალ კლუბში ვიხილოთ.
ინტერი დიბალას ტრანსფერს რამდენიმე დღეში დაადასტურებს
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი, პაულო დიბალა კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს. მილანური გუნდი 28 წლის შემტევის ტრანსფერს ოფიციალურად მომავალ კვირას, 20 ან 21 ივნისს, დაადასტურებს. იტალიური პრესის ცნობით, ,,ნერაძურის” პრესსამსახური თავდამსხმელის პრეზენტაციისთვის განსაკუთრებულ ვიდეოს ამზადებს. დიბალამ ,,ინტერთან” 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ახალ გუნდში ხელფასის სახით სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს. არგენტინელი ,,იუვენტუსში” 2015 წელს ,,პალერმოდან” გადავიდა. მის […]
დიბალა: “მესი და რონალდუ? ეს ჩემი პრივილეგიაა!”
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პაულო დიბალას სანაკრებო და საკლუბო კარიერაში ძალიან გაუმართლა. არგენტინელ ვარსკვლავს ეროვნულ ნაკრებში ლეო მესის გვერდით უწევს თამაში, ხოლო ტურინში კრიშტიანუ რონალდუს კვალდაკვალ ასპარეზობს. პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის გვერდით თამაშის თაობაზე პაულო დიბალამ აღნიშნა, რომ მისთვის ეს პრივილეგიაა და ორივე მათგანს გამუდმებით აკვირდება. “ვის არ სურს საუკეთესოების გვერდით ყოფნა? ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, […]