ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. “ბლაუგრანას” კაპიტანმა “დეზების” წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისათვის ლეო მესისთან ერთად, ნეიმარი (“პარი სენ-ჟერმენი”), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) და ედინ ჯეკო (“რომა”) იბრძოდნენ. სამივე მათგანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი […]
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ამაზონის ხანძარს ეხმაურებიან
ამაზონის ჯუნგლებში დიდი ხანძარია, რომელიც უკვე სამი დღეა მძვინვარებს და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამაზონის ჯუნგლები მსოფლიოში ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებს და ასევე მსოფლიო ბიომრავალფეროვნების 10 პროცენტი სწორედ ამაზონიაშია თავმოყრილი. View this post on Instagram The Amazon Rainforest produces more than 20% of the world’s oxygen and its been burning for the past […]
ნედვედი: “დიბალას შეძენა რამდენიმე გუნდს სურს”
“ბიანკონერის” ვარსკვლავის გაფორმება არაერთ გრანდს სურს. პაოლო დიბალას მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” მზად არიან დიბალას ტრანსფერში რომელუ ლუკაკუც ჩართონ. “იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავის მიმართ დაინტერესების თაობაზე, პაველ ნედვედმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ტურინული გრანდის ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიბალას შეძენა რამდენიმე გრანდს სურს. “მის მიმართ დაინტერესება არსებობს. დიბალას თაობაზე რამდენიმე წინადადება […]
ოფიციალურად | რომამ დიბალას ტრანსფერი დაადასტურა!
პაულო დიბალა “რომას” ღირსებას დაიცავს. გაფორმებული ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია “ჯალოროსიმ” ოფიციალურად დაადასტურა. რომაული კლუბის Twitter-ის გვერდზე პოსტი გავრცელდა, რომელშიც არგენტინელი ვარსკვლავი 21-ნომრიანი მაისურით პოზირებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიბალა ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიან მაისურს მოირგებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაულო დიბალამ რომაულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და “რომას” ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, არგენტინელი […]
ოფიციალურად: მატუიდიმ და რუგანიმ კორონავირუსი დაამარცხეს
ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გუნდის ორმა ფეხბურთელმა, დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ, კორონავირუსის დამარცხება შეძლეს. ორივე მათგანს, კორონავირუსი 1 თვის წინ დაუდგინდა. მეტიც, დანიელე რუგანი იყო პირველი ფეხბურთელი სერია ა-ში, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით რუგანის მეუღლე, ოთხი თვის ორსული მიკელა პერსიკოც დაინფიცირდა, თუმცა ჯერჯერობით მასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც იტალიურ მედიაში […]
პაულო დიბალა პრემიერლიგის გრანდში გადადის?!
არგენტინის ნაკრებისა და იტალიური “იუვენტუსის” 25 წლის შემტევი – პაულო დიბალა “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება. ცნობილი სპორტული გამოცემა “caughtoffside”-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” არგენტინელი ვარსკვლავისთვის €120 მილიონი გამოჰყო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისურ კლუბთან ერთად დიბალასთვის ესპანური გრანდი – მადრიდის “რეალი” იბრძვის.
პაულო დიბალა: ” ბავშვობაში კრიშტიანუ რონალდუ მძულდა”
“რომას” და არგენტინის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, პაულო დიბალამ ყოფილი თანაგუნდელის და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. “არგენტინაში მესის და რონალდუს შორის დიდი მეტოქეობაა. ერთხელ კრიშტიანუსთან ერთად გავემგზავრეთ მატჩზე, მე თვითმფრინავის ბოლოში ვიჯექი, ის ცოტა წინ იყო. ჩემთან მოვიდა, ზოგადად ცხოვრებაზე ცოტა ვისაუბრეთ და ვუთხარი: „ბავშვობაში პრაქტიკულად მძულდი“. ვიცინეთ – ყოველთვის კარგი ურთიერთობა […]
პაულო დიბალა: “ვადასტურებ, რომ კარგად ვარ …”
რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, არგენტინის ნაკრებისა და “იუვენტუსის” ვარსკვლავმა – პაულო დიბალამ განცხადება გააკეთა და მასზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა, რომ დიბალას კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა ცნობილი ევროპული გამოცემები ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. “მოგესალმებით ყველას, გიდასტურებთ, რომ ვარ თვითიზოლაციაში საკუთარი სურვილით, თუმცა კორონავირუსი არ მაქვს. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და […]
პაულო დიბალამ იუვენტუსი ზენიტთან დააწინაურა | VIDEO
პაულო დიბალამ იუვენტუსი მეორე წუთზევე დააწინაურა (ვიდეო)
პაულო დიბალამ იუვენტუსიდან წასვლა დააანონსა
,,იუვენტუსის” შემტევი, პაულო დიბალა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინულ გუნდს დატოვებს. არგენტინელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ,,ბებერი ქალბატონების” ქომაგებს მიმართა: ,,სწორი სიტყვების მოძებნა რთულია, ამდენი წელი და ამდენი ემოცია… მეგონა, რომ ერთად კიდევ უფრო დიდ ხანს ვიქნებოდით, მაგრამ ბედი სხვადასხვა გზაზე გვაყენებს. არასოდეს დამავიწყდება ყველაფერი, რაც აქ გამოვცადე, ყოველი თამაში, ყოველი გოლი. […]