სპორტული მედია საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, “ღამურებისთვის” ფინანსური სარგებელის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კლუბი მზადაა მამარდაშვილს 20-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ “ბაიერნი” გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. “მიუნხენის “ბაიერნი” გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული […]
“კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია” – ფაბრიციო რომანო
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტიმ” მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერი განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანოს მტკიცებით, “სიტისა” და “ჩელსის” შორის შეთანხმება ოფიციალურად შედგა, რის შემდეგაც 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, კოვაჩიჩის ტრანსფერი განხორციელდა. ცნობილია, რომ “სიტი” გარანტირებულად 25 მილიონს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ფუნტი დაემატება. ხორვატ […]
“ტოტენჰემის” წარმომადგენლებსა და იულიან ნაგელსმანს შორის გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა – ნაგელსმანი “სპურსის” მომავალი მთავარი მწვრთნელი არ გახდება! აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, “სპურსი” და ნაგელსმანი კონკრეტულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ერთ-ერთ სადავო თემას, ახალი სპორტული დირექტორის საკითხი წარმოადგენდა, რომელზეც პრემიერ ლიგის კლუბსა და ნაგელსმანს განსხვავებული შეხედულება გააჩნდათ და განსხვავებული […]
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის – ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 19 წლის ინგლისელმა ვუნდერკინდმა – ჯუდ ბელინგემმა, მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და შემდეგი სეზონიდან იგი “სამეფო კლუბში” ითამაშებს. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, “დორტმუნდმა” და “რეალმა” 19 წლის ინგლისელის შესახებ არაერთი შეხვედრა გამართეს, საბოლოოდ კი კონტრაქტის ახალ დეტალებზე შეთანხმდნენ და ბელინგემიც მზად არის, რომ კარიერა მადრიდულ გრანდში გააგრძელოს. […]
“საკა არსენალში რჩება” – ფაბრიციო რომანო
ლონდონის “არსენალი” მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეშია. ჩრდილო ლონდონური კლუბის წარმატების მთავარი შემოქმედი მიკელ არტეტა და ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია. არტეტას მოთამაშეებს გამარჯვებისკენ სწრაფვა და გუნდის ერთგულება აერთიანებს. “მეთოფეების” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი – ბუკაიო საკა, “არსენალში” რჩება. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეთა შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები […]
“რამ განაპირობა ნაპოლის აღორძინება” – 433-ის პოდკასტი
433-ის პოპულარული პოდკასტის ახალი ეპიზოდი, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ გამოქვეყნდა, სრულიად “ნაპოლის” ეთმობა. 25-წუთიან პოდკასტში საუბარია “პარტენოპეის” წარმატებაზე და იმ მიზეზებზე, რამაც “ნაპოლის” აღორძინება განაპირობა. პოდკასტის ავტორი საფეხბურთო სამყაროში მოღვაწე 5 განსხვავებულ ადამიანს ესაუბრა და ნეაპოლიტანური კლუბის წარმატების მიზეზი ჰკითხა. კვარაცხელია: “თავისუფლება ჩემი ხელწერაა” | სტატია New York Times-ში კარლო ანჩელოტი: “ხვიჩა კვარაცხელია დიდი […]
ფაბრიციო რომანო : “ის მაგიურია”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში “ნაპოლიმ” სტუმრად “აინტრახტი” 0:2 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ამ მატჩში ერთი საგოლე გადაცემაა, თანაც ულამაზესი – ქუსლით. ამ ფაქტს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა: “… კვარაცხელიას მეცამეტე საგოლე გადაცემა სეზონში. ის მაგიურია, და ეს მისი მხოლოდ პირველი ევროპული სეზონია”
ევროპული გრანდები ამომავალი ბრაზილიელი ვარსკვლავის შესაძენად იბრძვიან
“ატლეტიკო პარანაენსესა” და ბრაზილიის 20-წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი – ვიტორ როკე, ევროპული გრანდების სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა. 17 წლის როკეს ტრანსფერით “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდება, თუმცა ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, კატალონიელებს ინგლისური გრანდების კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. “როკეს შესაძენად ბრძოლა მიმდინარეობს. ევროპის ტოპ კლუბებმა ღიად გამოთქვეს ინტერესი და წინადადებითაც მოგვმართეს, თუმცა ამ დროისათვის ღირებული წინადადება, რომლის სანაცვლოდაც […]
“მეტი პატივისცემა მართებთ” – ბენფიკას მწვრთნელი ფერნანდესის ტრანსფერზე
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ენცო ფერნანდესის ტრანსფერი სპორტული მედია საშუალებების განხილვის მთავარი თემაა. გავრცელებული ინფორმაციით, ენცო ფერნანდესის ტრანსფერით ლონდონის “ჩელსი” ინტერესდება, თუმცა “არისტოკრატებს” კოლოსალური გამოსასყიდი თანხის გადახდა არ სურთ. ლონდონური კლუბის მესვეურები “ბენფიკასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ენცო ფერნანდესის ტრანსფერში სასურველი თანხა გადაიხადონ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, პორტუგალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი – როჯერ შმიდტი გამოეხმაურა. შმიდტის სიტყვებს ცნობილი […]
ფაბრიციო რომანო: ჩელსი ენცო ფერნანდესის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ “ჩელსი” ენცო ფერნანდესის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, “არისტოკრატებისა” და “ბენფიკას” წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტი უკვე დამყარებულია და მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ “ბენფიკა” გამოსასყიდი თანხის სრულად გადახდას (€120 მილიონი) ითხოვს, რაზეც ლონდონელები უარს აცხადებენ. “ჩელსი” მზადაა ენცოს სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს, მაგრამ არა €120 […]
“ნერვიულობისგან ვკანკალებდი” – მაკალისტერი მესისთან შეხვედრაზე
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მოგვევლინა. გასაკვირი არაა, რომ არგენტინის გამარჯვებაში ლომის წილი ლეო მესიმ დაიდო. პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავის პარალელურად, არგენტინელთა შემადგენლობაში ალექსის მაკალისტერმაც შეძლო თავის გამოჩენა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ალექსის მაკალისტერის სიტყვებს ციტირებს, რომელიც არგენტინელმა ლეო მესის შესახებ საუბრისას […]
“იანვარში არავის შევიძენთ” – კარლო ანჩელოტი
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღნიშნავს, რომ სამეფო კლუბს იანვარში ტრანსფერის განხორციელება არ ესაჭიროება. “იანვარში ტრანსფერის განხორციელება არ გვჭირდება – ამ მხრივ ჩვენი აქტივობა არ იგეგმება. ვნახოთ, შესაძლოა ზოგიერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს. ჩვენ ენდრიკი შევიძინეთ, რომელიც უდიდესი ტალანტია. მას გასულ წელს შევხვდი და ვისაუბრეთ. ენდრიკი 2024 წელს შემოგვიერთდება. ჩვენ ძალიან გვიხარია და აღფრთოვანებული ვართ”, – […]