პერესმა დაადასტურა, რომ რამოსს წასვლა უნდა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, სერხიო რამოსს ზაფხულში გუნდის დატოვება სურს. როგორც ჩანს, “ბლანკოსის” კაპიტანს ჩინური გუნდები ეპატიჟებიან. “სერხიო და მისი აგენტი შემხვდნენ და მითხრეს, რომ ჩინეთიდან ძალიან კარგი შეთავაზება აქვთ. შიდა წესის გამო კლუბი თანხას ვერ გადაიხდიდა. “რეალი” გუნდის კაპიტნის უფასოდ გაშვებას არ დაუშვებს. ეს სხვა ფეხბურთელებისთვის ძალიან ცუდი მაგალითი იქნება,” – თქვა […]
მადრიდის რეალი საქმეში დაბრუნდა – ესპანელებს მბაპე იანვარშივე სურთ
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური Marca წერს, რომ მადრიდის “რეალი” მზად არის, კილიან მბაპე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს. ჯოვანი ბრანჩინი, ფეხბურთელების აგენტი და ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაო ავტორიტეტი იმისთვის, რომ ისაუბროს მაღალი დონის ტრანსფერებზე და ბაზარზე არსებულ ნდობაზე, ინტერვიუ მისცა La Gazzetta-ს, სადაც აღნიშნა, რომ “პსჟ-სა” და მადრიდის “რეალს” შორის მბაპეზე მოლაპარაკებები არსებობს […]
რეალი ბენზემას ახალ კონტრაქტს სთავაზობს
მადრიდის “რეალის” ფრანგ თავდამსხმელს მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. ბენზემა ასაკის მიუხედავად შესანიშნავ შედეგს აჩვენებს და ფლორენტინო პერესი მისით, კვლავ მოხიბლულია. ამასთან დაკავშირებით “რეალის” პრეზიდენტი ახალ კონტრაქტს სთავაზობს ფრანგს, რისი მიხედვითაც კარიმის ანაზღაურება 10.5 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო კონტრაქტის ვადა კი 2023 წელს ამოიწურება. ამ ანაზღაურებით ბენზემა “ბლანკოსის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
რონალდუ და პერესი ერთმანეთს შეხვდნენ – პორტუგალიელმა და ესპანელმა ტურინში ისაუბრეს
ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ და მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ერთმანეთს შეხვდნენ. გავრცელდა ცნობა, რომ “ბებერი ქალბატონის” საწვრთნელ ბაზაზე შეხვდნენ, თუმცა თუ რა თემაზე ისაუბრეს მათ, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც Marca წერს, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს და ესპანელ ფუნქციონერს უკვე რამდენიმე თვეა ხშირი კონტაქტი აქვთ. ურთიერთობა ამ ორ პიროვნებას შორის “სამეფო […]
პერესმა ნეიმარისა და მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ესპანურ მედიასთან ნეიმარისა და მბაპეს შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავების “ბლანკოსში” შესაძლო ტრანსფერზე დიდი ხანია იწერება. “ზიდანთან ნეიმარისა და მბაპეს შესახებ არ მილაპარაკია. წინა წელს ვთქვი, რომ ეს ორი ფეხბურთელი არ გვჭირდებოდა. იგივე მდგომარეობაა ახლაც. თუ რაიმე შეიცვლება, ჩვენ “პსჟ”-ს დავუკავშირდებით,” – თქვა პერესმა
პსჟ-ის პრეზიდენტი: “ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს”
“პსჟ”-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესთან მას კარგი ურთიერთობა არ აქვს. “ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ფლორენტინო პერესთან მდგომარეობა არც თუ ისე კარგად მაქვს. სუპერლიგის შემდეგ ურთიერთობამ ასეთი სახე მიიღო. მინდა ვთქვა, რომ “რეალს” ვაფასებ. ეს დიდი კლუბია, რომელიც საპასუხოდ, ჩვენც პატივს გვცემს. ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. ფლორენტინოსთან არასდროს მილაპარაკია, რადგან კილიანი ჩვენი კლუბის ფეხბურთელია, მბაპეს […]
ფლორენტინო პერესს კონკურენტი გამოუჩნდა
ვალენსიის მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვისენტე ბოლუდამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს. ბოლუდა “სამეფო კლუბის” გულშემატკივარს შეპირდა, რომ ის კლუბს ყველა პირობას შეუქმნის და გუნდში სულ მცირე სამ მსოფლიო დონის ვარსკვლავს მიიყვანს. ბოლუდა რამონ კალდერონის დროს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. 2009 წლის 16 იანვრიდან 1 ივნისის ჩათვლით პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებდა (კალდერონის გადადგომის გამო). მისი […]
ფლორენტინო პერესს კორონავირუსი დაუდგინდა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს – ფლორენტინო პერესს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამეფო” კლუბი, სოციალურ ქსელში ავრცელებს. Comunicado Oficial#RealMadrid — Real Madrid C.F. (@realmadrid) February 2, 2021 73 წლის ფლორენტინო პერესს სიმპტომები არ შეენიშნება, თუმცა ასაკიდან გამომდინარე მას კვლევები ჩაუტარდება და სისტემატიური დაკვირვების ქვეშ იქნება. ფლორენტინო პერესი, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი 2000 წლის 17 ივლისიდან არის. 2006 […]
რეალის პრეზიდენტის ღირსეული საქციელი
ფლორენტინო პერესის ღირსეულმა საქციელმა ესპანელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. ხოსე ანტონიო რეიესის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, სრულიად საფეხბურთო სამყარო შეძრა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეიესის 11 წლის შვილზე მზრუნველობა ფლორენტინო პერესმა საკუთარ თავზე აიღო. წყაროს მტკიცებით, რეიესის შვილის სრულწლოვანებამდე, მასზე “ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი იზრუნებს.
პერესი: “რეალში ჯერ ტრანსფერები აღარ იქნება”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ზაფხულში კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს მადრიდელებმა ახალწვეული, ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი, აურელინ ჩუამენი წარადგინა. “ამ დროისთვის მეტი ტრანსფერი არ იქნება, მაგრამ მომავალში ვნახოთ. ზაფხული ძალიან გრძელია“, – თქვა პერესმა. მადრიდის “რეალმა” ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. გარდა ამისა, “სამეფო კლუბმა” “ჩელსიდან” ანტონიო რუდიგერი უფასოდ დაიმატა.
პერესი: “ზიდანი ღვთის წყალობაა”
ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის მტკიცებით, ზიდანი ღვთის წყალობაა. “მასთან ერთად უამრავ ტიტულს დავეუფლეთ და მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთანაა. ვიმედოვნებ კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებას შევძლებთ. ზიდანს “რეალთან” განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.” “მან გადაწყვიტა, რომ წლის განმავლობაში დაესვენა – ახლა განახლებული ენერგიითა და […]
რონალდუმ რეალის დატოვების მიზეზი დაასახელა
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დუმილი დაარღვია. კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალის” დატოვებისა და “იუვენტუსში” გადასვლის მიზეზი დაასახელა. როგორც ჩანს, “ბლანკოსის” შიდა სამზარეულოში არეულობა დიდი ხანია გრძელდება. ფლორენტინო პერესის მიმართ უკმაყოფილება სხვადასხვა დროს არაერთ ვარსკვლავს გამოუთქვამს – მათ რიცხვს კრიშტიანუ რონალდუც შეემატა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა. “პერესი მიყურებდა, როგორც მხოლოდ ბიზნეს პარტნიორს. მას მე ვჭირდებოდი […]